დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 640 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 05/12/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 16/12/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.080.05.001.000.852 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (17/12/2010 - 11/03/2011)
საქართველოს კანონი
სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო
1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდეგში – სპეციალური წოდებები) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
2. სპეციალური წოდებები წესდება შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
გ) (ამოღებულია).
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური;
ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
თ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.
ი) საქართველოს დაზვერვის სამსახური;
კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური რანგები, სამხედრო მოსამსახურეებზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის წევრი.
4. აკრძალულია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებების მინიჭება.
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1223-სსმI, №1, 10.01.2001წ., მუხ.6
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1889-სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.16
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4273-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.432
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5677-სსმI, №49, 28.12.2007წ., მუხ.432
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №222, სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.138
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №469-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.188
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №967-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.339
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4118-სსმI,№75, 27.12.2010წ.,მუხ.474
მუხლი 2. სპეციალური წოდებების კატეგორიები
სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება;
გ) უფროსი სპეციალური წოდება;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.
თავი II
სპეციალური წოდებები
მუხლი3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემების სპეციალური წოდებები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2.(ამოღებულია).
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.
5. (ამოღებულია).
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1223-სსმI, №1, 10.01.2001წ., მუხ.6
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №222, სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.138
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №469-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.188
მუხლი 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.
3. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.
4. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის უფროსი, უფროს სპეციალურ წოდებებს – სამსახურის უფროსის წარდგინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი.
.საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3101-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.226
საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3393-სსმI, №5, 04.03.2004წ., მუხ.15
საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1623-სსმI, №33, 01.07.2005წ., მუხ.207
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4273-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.432
მუხლი 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გარდა) წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ- ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი/საზღვაო კაპრალი, უმცროსი სერჟანტი/უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი/მიჩმანი, უფროსი სერჟანტი/უფროსი მიჩმანი, მასტერ-სერჟანტი/მასტერ-მიჩმანი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი/კაპიტან-ლეიტენანტი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი/მესამე რანგის კაპიტანი, ვიცე-პოლკოვნიკი/მეორე რანგის კაპიტანი, პოლკოვნიკი/პირველი რანგის კაპიტანი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორი/ვიცე-ადმირალი, გენერალ-ლეიტენანტი/ ადმირალი.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს სპეციალურ წოდებებს, უმაღლესი სპეციალური წოდებების გარდა, ანიჭებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გარდა) მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „პოლიციის“.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის“.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.
საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2217-სსმI, №15,04.06.2003წ., მუხ.107
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3150-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.138
მუხლი 51. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებები
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტანანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდების წინ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო დაცვის“.
საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1889-სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.16
მუხლი 52. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის შესაბამისი სამსახურის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ განსაზღვრული მოსამსახურეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – ინსპექტორი, წამყვანი ინსპექტორი, მთავარი ინსპექტორი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, გარემოს დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ასრულებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ფუნქციებს, წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სამსახურის სახელწოდება.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5677-სსმI, №49, 28.12.2007წ., მუხ.432
საქართველოს 2008 10 დეკემბრის კანონი №672-სსმI, №38, 19.12.2008წ., მუხ.240
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3056-სსმI, №26, 20.05.2010წ., მუხ.176
მუხლი3
გსაქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №967-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.339
საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1148-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.39
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1934-სსმI, №35, 19.11.2009წ.,მუხ.239
საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2210-სსმI, №42, 10.12.2009წ., მუხ.314
მუხლი 54. საქართველოს დაზვერვის სამსახურის სპეციალური წოდებები:
1. საქართველოს დაზვერვის სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საქართველოს დაზვერვის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „დაზვერვის“.
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2985-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.151
მუხლი 55. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „თავდაცვის“.
3. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური წოდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:
ა) განსაზღვრული კურსის გავლის შემთხვევაში პირს შეიძლება მიენიჭოს უმცროსი სპეციალური წოდება – უმცროსი სერჟანტი ან საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი;
ბ) განისაზღვრება ის თანამდებობები, რომლებზე დანიშვნის შემთხვევაშიც სპეციალური წოდების ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს ავტომატურად ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი.
5. მორიგი წოდების მინიჭებისათვის შესაძლებელია შემოღებულ იქნეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4118-სსმI,№75, 27.12.2010წ.,მუხ.474
თავი III
სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
მუხლი 6. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად
1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:
ა) უმცროსი ლეიტენანტი, უმცროსი იურისტი, უმცროსი ინსპექტორი – 1 წელი;
ბ) ლეიტენანტი, III კლასის იურისტი, III კლასის ინსპექტორი – 2 წელი;
გ) უფროსი ლეიტენანტი, II კლასის იურისტი, II კლასის ინსპექტორი – 3 წელი;
დ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი, I კლასის იურისტი, I კლასის ინსპექტორი – 3 წელი;
ე) მაიორი, მესამე რანგის კაპიტანი, იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, III კლასის მრჩეველი, ინსპექტორი – 4 წელი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკი, მეორე რანგის კაპიტანი, იუსტიციის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, წამყვანი ინსპექტორი – 5 წელი;
ზ) პოლკოვნიკი, პირველი რანგის კაპიტანი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი, I კლასის მრჩეველი, მთავარი ინსპექტორი – 5 წელი.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადასვლისას ან შესვლისას მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.
3. ამ მუხლით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადას ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3150-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.138
საქართველოს 2007 წლის 27 ივნისის კანონი №5070-სსმI, №26, 11.07.2007წ., მუხ.245
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5677-სსმI, №49, 28.12.2007წ., მუხ.432
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4118-სსმI,№75, 27.12.2010წ.,მუხ.474
თავი IV
სპეციალური წოდების მინიჭება და ჩამორთმევა
მუხლი 7. სპეციალური წოდების მინიჭება
1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. იგი უფლებამოსილია უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებების მინიჭების უფლება გადასცეს დაწესებულების სისტემაში შემავალი დანაყოფის უფროსს.
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო მისი აპარატის მოხელეებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.
5. მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება სათანადო წინა სპეციალური წოდებისა და დაკავებული თანამდებობისათვის საშტატო განრიგით ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ზღვრული წოდების გათვალისწინებით.
6. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.
7. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
8. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1223-სსმI, №1, 10.01.2001წ., მუხ.6
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1354-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №222, სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.138
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4118-სსმI,№75, 27.12.2010წ.,მუხ.474
მუხლი 8. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ვადამდე ანიჭებენ ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირები.
3. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭების წესსა და პირობებს ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.
მუხლი 9. სპეციალური წოდების ჩამორთმევა
1. სპეციალური წოდება პირს შეიძლება ჩამოერთვას, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესსა და პირობებს ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირები.
3. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.
მუხლი 10. სოციალური გარანტიები
1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სპეციალური წოდებისათვის შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების წარდგინებით შეიძლება შემოღებულ იქნეს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და განმასხვავებელი ნიშნები. ცალკეულ სახელმწიფო დაწესებულებაში მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების აღწერილობასა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.
4. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადაში.
თავი V
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 11. გარდამავალი დებულება
1. ამ კანონის ამოქმედებამდე საგადასახადო და საბაჟო სამსახურის სპეციალური წოდებების ამ კანონით დადგენილ სპეციალურ წოდებებთან გათანაბრების წესს ადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი.
2. იმ პირებს, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე მინიჭებული ჰქონდათ იუსტიციის გენერლის უმაღლესი სპეციალური წოდება, აღნიშნული წოდება ჩაეთვალოთ იუსტიციის გენერალ-მაიორის წოდებად.
მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი
1. ამ კანონის დებულებანი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ამოქმედებამდე მინიჭებული სპეციალური წოდების ჩამორთმევის საფუძვლად.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წელი, №6, მუხ. 99) საქართველოს კანონის მუხლები, გარდა 121 მუხლისა.
3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 5 დეკემბერი.
№640– Iს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 2001 წლის 21 დეკემბრის კანონი №1223-სსმI, №1, 10.01.2001წ., მუხ.6
2.საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1889-სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.16
3.საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2217-სსმI, №15,04.06.2003წ., მუხ.107
4.საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3101-სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.226
5.საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3393-სსმI, №5, 04.03.2004წ., მუხ.15
6.საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1354-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.126
7.საქართველოს 2005 წლის 15 ივნისის კანონი №1623-სსმI, №33, 01.07.2005წ., მუხ.207
8.საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3150-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.138
9.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4273-სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.432
10.საქართველოს 2007 წლის 27 ივნისის კანონი №5070-სსმI, №26, 11.07.2007წ., მუხ.245
11.საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5677-სსმI, №49, 28.12.2007წ., მუხ.432
12.საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №222, სსმI, №17, 28.07.2008წ., მუხ.138
13.საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №469-სსმI, №30, 07.11.2008წ., მუხ.188
14.საქართველოს 2008 10 დეკემბრის კანონი №672-სსმI, №38, 19.12.2008წ., მუხ.240
15.საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №967-სსმI, №41, 30.12.2008წ., მუხ.339
16.საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1148-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.39
17.საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1934-სსმI, №35, 19.11.2009წ.,მუხ.239
18.საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი №2210-სსმI, №42, 10.12.2009წ., მუხ.314
19. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2985-სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.151
20. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3056-სსმI, №26, 20.05.2010წ., მუხ.176
21. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4118-სსმI,№75, 27.12.2010წ.,მუხ.474
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები