"სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4462-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110401010, 01/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 120260080.05.001.016259
  • Word
4462-Iს
22/03/2011
ვებგვერდი, 110401010, 01/04/2011
120260080.05.001.016259
"სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური რანგები, სამხედრო მოსამსახურეებზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი..

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენ სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ენიჭებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მისი აპარატის მოხელეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანებით..

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესსა და პირობებს ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები..

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                           მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 მარტი.

№4462Iს