დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2985 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 10/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.001.004.013 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) საქართველოს დაზვერვის სამსახური.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 54 მუხლი:
„მუხლი 54. საქართველოს დაზვერვის სამსახურის სპეციალური წოდებები:
1. საქართველოს დაზვერვის სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.
2. საქართველოს დაზვერვის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „დაზვერვის“.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 27 აპრილი.
№2985–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები