დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4273 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 31/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.260.080.05.001.002.684 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;
გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.
2. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.
3. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;
გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი.
4. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებს უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს სამსახურის უფროსი, უფროს სპეციალურ წოდებებს – სამსახურის უფროსის წარდგინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებას – საქართველოს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4273–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები