„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3818-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120260080.05.001.019248
3818-Iს
30/11/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
120260080.05.001.019248
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) საქართველოს პროკურატურა.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პროკურატურის სისტემების სპეციალური წოდებები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის  უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პროკურატურის სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;

ბ)  უფროსი  სპეციალური  წოდება  –  იუსტიციის  უმცროსი  მრჩეველი,  იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

30 ნოემბერი 2018 წ.

N3818-Iს