„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4956-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110711037, 11/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 120260080.05.001.016383
  • Word
4956-რს
24/06/2011
ვებგვერდი, 110711037, 11/07/2011
120260080.05.001.016383
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილე ის შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადასვლისას მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება, რის შემდეგაც მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული სპეციალური წოდებით ნამსახურობა.“.

2. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება ამ კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოტოვებით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების  (უმცროსი ლეიტენანტის ან მასთან გათანაბრებული წოდების) მინიჭებისა, რაც შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტით.“.

3. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი :

„გ) კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით.“.

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

 

საქართველოს პრეზიდენტი                                 მ.  სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 24 ივნისი.

№4956-რს