„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3701-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120260080.05.001.102013
3701-XIIIმს-Xმპ
16/11/2023
ვებგვერდი, 05/12/2023
120260080.05.001.102013
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (გარდა გენერალური ინსპექციისა), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პროკურატურის სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის 11, მე-3 და 32 პუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ წოდებებს წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.“.

მუხლი 2

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2024 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთათვის მინიჭებული სპეციალური წოდებების გარდაქმნა ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის სპეციალურ წოდებებად, შემდეგი წესით:

ა) „უმცროსი იურისტის“ სპეციალური წოდების მქონე პირს მიენიჭოს „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება, „III კლასის იურისტის“ სპეციალური წოდების მქონე პირს − „იუსტიციის ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება, „II კლასის იურისტის“ სპეციალური წოდების მქონე პირს − „იუსტიციის უფროსი ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება, ხოლო „I კლასის იურისტის“ სპეციალური წოდების მქონე პირს − „იუსტიციის კაპიტნის“ სპეციალური წოდება;

ბ) „იუსტიციის უმცროსი მრჩევლის“ სპეციალური წოდების მქონე პირს მიენიჭოს „იუსტიციის მაიორის“ სპეციალური წოდება, „იუსტიციის მრჩევლის“ სპეციალური წოდების მქონე პირს – „იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკის“ სპეციალური წოდება, ხოლო „იუსტიციის უფროსი მრჩევლის“ სპეციალური წოდების მქონე პირს − „იუსტიციის პოლკოვნიკის“ სპეციალური წოდება.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2023 წ.

N3701-XIIIმს-Xმპ