დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1327-VIIრს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260080.05.001.020494 |
|
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ე2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე2) სპეციალური საგამოძიებო სამსახური;“; ბ) „ე2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე3“ ქვეპუნქტი: „ე3) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;“. 2. 58 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 58. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სპეციალური წოდებები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 30 დეკემბერი 2021 წ. N1327-VIIრს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები