„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4325-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 120260080.05.001.019422
4325-IIს
22/02/2019
ვებგვერდი, 07/03/2019
120260080.05.001.019422
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური წოდებისათვის შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების წარდგინებით შეიძლება შემოღებულ იქნეს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები და განმასხვავებელი ნიშნები. ცალკეული სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებსა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ცალკეული სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეთა განმასხვავებელი ნიშნების აღწერილობასა და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

22 თებერვალი 2019 წ.

N4325-IIს