„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/07/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 28/07/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.001.003.255
  • Word
222
15/07/2008
სსმ, 17, 28/07/2008
010.330.000.05.001.003.255
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურეებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ დიპლომატიური რანგები, სამხედრო მოსამსახურეებზე, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეებზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მთავრობის წევრი.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პროკურატურის სისტემების სპეციალური წოდებები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პროკურატურის სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში წესდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სპეციალური წოდებები.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების ორგანოების, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო მისი აპარატის მოხელეებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 15 ივლისი.

№222–რს