„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4118-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 75, 27/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 120260080.05.001.016126
  • Word
4118-რს
17/12/2010
სსმ, 75, 27/12/2010
120260080.05.001.016126
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 55 მუხლი:

    „მუხლი 55. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „თავდაცვის“.

3. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური წოდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით:

ა) განსაზღვრული კურსის გავლის შემთხვევაში პირს შეიძლება მიენიჭოს უმცროსი სპეციალური წოდება – უმცროსი სერჟანტი ან საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი;

ბ) განისაზღვრება ის თანამდებობები, რომლებზე დანიშვნის შემთხვევაშიც სპეციალური წოდების ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს ავტომატურად ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი.

5. მორიგი წოდების მინიჭებისათვის შესაძლებელია შემოღებულ იქნეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ მუხლით გაუთვალისწინებელი სპეციალური წოდებით სამსახურის ვადას ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.“.

4. მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება სათანადო წინა სპეციალური წოდებისა და დაკავებული თანამდებობისათვის საშტატო განრიგით ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ზღვრული წოდების გათვალისწინებით.

6. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4118-რს