დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 818-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 26/06/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260080.05.001.102736 |
|
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. აღნიშნული სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია უმცროსი, საშუალო ან/და უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების ის უფლებამოსილება, რომელიც მას აქვს, გადასცეს თავის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ანდა იმავე დაწესებულების სისტემაში შემავალი დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“−„ე1“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭების უფლებამოსილების მქონე სუბიექტები განისაზღვრება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2, 21 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N818-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები