„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1889
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 17/01/2003
სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.001.001.186
  • Word
1889
25/12/2002
სსმ, 3, 17/01/2003
010.330.000.05.001.001.186
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 16.12.2000) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.“.

2. კანონს მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

     „მუხლი 51. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებები

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტანანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი.

2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდების წინ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო დაცვის“.“

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 დეკემბერი.

№1889–რს