„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/12/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 10/01/2002
სარეგისტრაციო კოდი 120.260.080.05.001.001.017
  • Word
1223
21/12/2001
სსმ, 1, 10/01/2002
120.260.080.05.001.001.017
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ.137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „სპეციალური წოდებების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო სპეციალური წოდებების“ (შემდეგში –  სპეციალური წოდებები);

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები „აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები;“;

გ) მე-3 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოს იმ წევრზე, რომელიც არის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს წევრი.“.

2. მე-3 მუხლის სათაურსა და პირველ პუნქტში სიტყვები „საქართველოს იუსტიციის საბჭოსა“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოებისა“.

3. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის საბჭოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების წევრებისათვის, აგრეთვე მათი აპარატების მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს იუსტიციის საბჭოსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოების წევრებს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო მათი აპარატების მოხელეებს შესაბამისი იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე – შესაბამისი იუსტიციის საბჭოს მდივანი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 21 დეკემბერი.

№1223– Iს