2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 609
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2022
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023820
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
609
30/12/2022
ვებგვერდი, 30/12/2022
470000000.10.003.023820
2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (30/12/2022 - 21/02/2023)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №609

2022 წლის 30 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები“.
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებულ ღონისძიებათა ფარგლებში, ვაუჩერის პირობებით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე (ხოლო შესყიდული საქონლის მარაგის არარსებობის შემთხვევაში – საქონლის მიწოდებამდე), ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები გაგრძელდეს „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილების (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – №4 დადგენილება) შესაბამისად.
მუხლი 3
1. №4 დადგენილების ფარგლებში დამდგარი შემთხვევები, რომლებიც დასრულდება 2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ამოქმედების შემდეგ, უნდა დაფინანსდეს №4 დადგენილების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად.

2. წინა პერიოდის ვალდებულებების დაფინანსება განხორციელდეს ქვემოთ მოყვანილი პირობებით:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, დასრულდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლისა და პროგრამის განმახორციელებლის მიერ 2022 წელს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ხელშეკრულებების ფარგლებში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად;

ბ) №4 დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომელთა დაფინანსება, დადგენილი წესით, ვერ განხორციელდა 2022 წელს, დაფინანსდეს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან;

გ) 2021 და 2022 წლების განმავლობაში დამდგარი სადავო შემთხვევები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2022 წელს ან მიღებულ იქნება 2023 წელს, ანაზღაურდეს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისი კოდებით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.

მუხლი 4
პროგრამების განმახორციელებელმა სახელმწიფო ორგანიზაციებმა ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე დაიწყონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვების განხორციელების პროცედურები ან/და უზრუნველყონ თანდართული პროგრამების (მათ შორის, ვაუჩერული პროგრამების) მიმწოდებლების გამოვლენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ამასთანავე:

ა) განმახორციელებლებს მიეცეთ უფლება, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (შემდგომ  ტექსტსა და დანართებში – სამინისტრო) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვები განახორციელონ შემჭიდროებულ ვადებში, ამავე კანონის 101 მუხლის 31 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დაცვით;

ბ) 2023 წლის 1 იანვრიდან, 2022 წელს დადებული ხელშეკრულებების (ასევე წინა წლებში დადებული ხელშეკრულებების, რომლებიც მოქმედებდა  2022 წლის დეკემბერში) გათვალისწინებით, შესაძლებელია, განახორციელონ ხელშეკრულების გაფორმება/გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, ამასთანავე:

ბ.ა) ხელშეკრულებების გაფორმებისას/გაგრძელებისას მათი ღირებულების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს 2022 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული თვის ლიმიტის ოდენობით (დეკემბრის ლიმიტის არსებობისას – დეკემბრის ლიმიტის ოდენობით);

ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ 2022 წლის ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული თვის ლიმიტი, გასაფორმებელი/გასაგრძელებელი ხელშეკრულების თვის ღირებულება განისაზღვროს 2022 წლის ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაყოფით 2022 წელს ამ ხელშეკრულების მოქმედების თვეების რაოდენობაზე;

ბ.გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გასაფორმებელი/ გასაგრძელებელი ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი მომსახურების ვადა განისაზღვროს არა უმეტეს 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით;

გ) შენარჩუნებულ იქნეს სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით დაფინანსებული პროგრამის/კომპონენტის/ქვეკომპონენტის ფარგლებში დარეგისტრირებული მიმწოდებლების რეგისტრაციის სტატუსი. ამასთანავე, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის რეგისტრაციის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

მუხლი 5
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – ცენტრი) მიეცეს უფლება, მის მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული საქონელი (საწვავი, ტესტსისტემები, რეაგენტები და სხვა სახარჯი მასალები) გამოიყენოს ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში.
მუხლი 6
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ (შემდგომში – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) უზრუნველყოს მის მიერ რეგისტრირებული/აღრიცხული პროგრამის მოსარგებლე ფიზიკური პირების შესახებ მონაცემებზე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ ტექსტსა და დანართებში − სააგენტო) წვდომა.

2. სააგენტომ ამ დადგენილების ფარგლებში მიღებული მონაცემები გამოიყენოს მის მიერ ადმინისტრირებადი სხვა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება) ფარგლებში ყოველთვიურად სხვადასხვა წყაროდან დადგენილი წესითა და პერიოდულობით მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენოს ამ დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად.

მუხლი 7
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 8
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) დროს:

ა) ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებისას განკუთვნილი მედიკამენტის გაცემა/მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, გათავისუფლდეს ფორმა 3 რეცეპტით გაცემის ვალდებულებისაგან;

ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისათვის, შესაძლებლობის შესაბამისად, სერვისების მიწოდება დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია, განხორციელდეს დისტანციური წესით მიმწოდებლის მიერ განმახორციელებელ დაწესებულებასთან შეთანხმებული ფორმატით;

გ) ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებზე (მ.შ., იზოლაციაში მყოფებზე) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მედიკამენტის გადაცემა/მიწოდება, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს განმახორციელებელი დაწესებულების მიერ შემუშავებული გამარტივებული მექანიზმების გამოყენებით;

დ) საჭიროების შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტის გადაცემა/მიწოდება, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით მოკლებულნი არიან საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობას.

მუხლი 9
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით არა უგვიანეს 2023 წლის 1 მარტისა დამტკიცდეს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მოსარგებლეთა გზამკვლევი და მისი საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი.
მუხლი 10
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
28. 11/12/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 484 - ვებგვერდი, 12/12/2023 27. 06/12/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 475 - ვებგვერდი, 06/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 14/11/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 443 - ვებგვერდი, 15/11/2023 25. 08/11/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 438 - ვებგვერდი, 08/11/2023 24. 30/10/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 428 - ვებგვერდი, 31/10/2023 23. 10/10/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 392 - ვებგვერდი, 11/10/2023 22. 27/09/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 370 - ვებგვერდი, 28/09/2023 21. 27/09/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 368 - ვებგვერდი, 28/09/2023 20. 19/09/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 363 - ვებგვერდი, 19/09/2023 19. 01/09/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 347 - ვებგვერდი, 04/09/2023 18. 01/09/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 345 - ვებგვერდი, 01/09/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 30/08/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 341 - ვებგვერდი, 31/08/2023 16. 03/08/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 281 - ვებგვერდი, 04/08/2023 15. 28/07/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 277 - ვებგვერდი, 28/07/2023 14. 18/07/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 262 - ვებგვერდი, 19/07/2023 13. 10/07/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 256 - ვებგვერდი, 11/07/2023 12. 19/06/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 228 - ვებგვერდი, 20/06/2023 11. 05/06/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 207 - ვებგვერდი, 07/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 29/05/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 200 - ვებგვერდი, 29/05/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 29/05/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 195 - ვებგვერდი, 29/05/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 29/05/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 193 - ვებგვერდი, 29/05/2023 7. 22/05/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 184 - ვებგვერდი, 23/05/2023 6. 22/05/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 183 - ვებგვერდი, 23/05/2023 5. 11/04/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 143 - ვებგვერდი, 11/04/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 29/03/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 128 - ვებგვერდი, 30/03/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 17/03/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 109 - ვებგვერდი, 20/03/2023 2. 13/03/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 101 - ვებგვერდი, 13/03/2023 1. 21/02/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 68 - ვებგვერდი, 21/02/2023