2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024201
368
27/09/2023
ვებგვერდი, 28/09/2023
470000000.10.003.024201
2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №368

2023 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 10) მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის:

1. „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ.ა) შემთხვევა:

ბ.ბ.ა.ა) რომელიც ექვემდებარება თერაპიულ ინტერვენციებს და არ იმართება რეანიმაციულ განყოფილებაში, ანაზღაურდება:

ბ.ბ.ა.ა.ა)  0 − 17 წლის ასაკის ჩათვლით − 636.96 ლარით;

ბ.ბ.ა.ა.ბ) 18 წელზე და მეტ ასაკში − 553.47 ლარით;

ბ.ბ.ა.ბ) როდესაც პაციენტი სტაციონარული მკურნალობის განმავლობაში გარკვეული პერიოდი საჭიროებს ინვაზიურ და/ან არაინვაზიურ ვენტილაციას სიპაპით/ბიპაპით/მაღალი ნაკადის აპარატით რეანიმაციულ განყოფილებაში (ამასთან, რეანიმაციულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობა აღემატება თერაპიულ განყოფილებაში გატარებული დღეების რაოდენობას) − ანაზღაურდება 3,507.03 ლარით;“.

2. „ბ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს დადგენილების გამოქვეყნების შემდეგ დამდგარ შემთხვევებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი