„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024088
256
10/07/2023
ვებგვერდი, 11/07/2023
470000000.10.003.024088
„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №256

2023 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილებით დამტკიცებული „კომისიის საქმიანობის წესის“ მე-4 მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას კლინიკა ვალდებულია, მაძიებელს/წარმომადგენელს დაუბრუნოს წინასწარ გადახდილი ან კლინიკის დეპოზიტზე დროებით განთავსებული თანხა, ამავე დადგენილებით შექმნილი კომისიის მიერ დამტკიცებული დაფინანსების მოცულობის შესაბამისად.“.

2. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151. ამ დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას მაძიებლისგან/წარმომადგენლისგან წინასწარ გადახდილი ან კლინიკის დეპოზიტზე დროებით განთავსებული თანხის სამმაგი ოდენობით. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა დამატებით გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერებას 6 თვის ვადით.

შენიშვნა: სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ პუნქტის თანახმად შეუჩერდა მიმწოდებლის სტატუსი, უფლებამოსილია, სტატუსის შეჩერებიდან 6 თვის შემდეგ მიმართოს განმახორციელებელს მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის თაობაზე შესაბამისი განცხადებით. მიმწოდებლის სტატუსის აღდგენის შემდეგ, ვალდებულების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევი კლინიკის მიმართ გამოიყენება სანქცირების საერთო წესი (ვალდებულების შეუსრულებლობის პირველი შემთხვევა − ჯარიმა სამმაგი ოდენობით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში − დამატებით მიმწოდებლის სტატუსის შეჩერება).“.

3. №18 დანართის („რეფერალური მომსახურება“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 08):

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული, საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე 18 წლამდე ასაკის პირები ონკოლოგიური დიაგნოზით (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით (C00-C97, D42-D43)).“;

ბ) მე-3 მუხლის ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) ფონდის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 5 ერთეულის) შრომის ანაზღაურება;“;

გ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ ქვეპუნქტი:

„ა.ვ) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე 18 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობას, პროგრამის მე-6 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;“;

დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა „ა.ვ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება სამედიცინო მომსახურების თითოეული ეპიზოდის მიხედვით, №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად.“;

ე) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ფონდსა და საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სამედიცინო დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.“;

ვ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა მე-3 მუხლის „ა.ბ“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

ზ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია „18 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი საერთაშორისო სამედიცინო დაწესებულებების შემფასებელთა სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის მიერ საერთაშორისო ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილი საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული სამედიცინო დაწესებულება.“;

თ) მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების/საქონლის მიწოდება ხორციელდება/ განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ (გარდა პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებისა):

გ.ა) წინასწარი დაფინანსების შემთხვევაში, მოსარგებლემ ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა აიღოს წერილობითი ვალდებულება წინასწარ დადგენილი ფორმით, რომ მომსახურების/საქონლის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა განმახორციელებელს წარუდგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშსა და ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ.ბ) თუ მოსარგებლეს უკვე მიღებული აქვს №331 დადგენილების შესაბამისად დასაფინანსებელი მომსახურება/საქონელი, ანგარიშსწორებას ახორციელებს განმახორციელებელი, მიმწოდებლის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსარგებლის (მისი წარმომადგენლის) მიერ;

გ.გ) არ ვრცელდება დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი