2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024276
443
14/11/2023
ვებგვერდი, 15/11/2023
470000000.10.003.024276
2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №443

2023 წლის 14 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.“.

2. 22-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამის მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ ან პროგრამის მონაწილე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არაჯეროვანი სამედიცინო დახმარებით (გამოვლინდა საექიმო შეცდომები), თანხის დაბრუნება ხდება იმ დაწესებულების მიერ, რომლის მიზეზითაც უშუალოდ დაზარალდა მოსარგებლე;“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. შეუსრულებელი მომსახურებისთვის ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია (თუ ცალკეული პროგრამებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), თუ დადასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამის მოსარგებლის მიმართვა/ გარდაცვალება განპირობებულია ამ ან პროგრამის მონაწილე სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული სამედიცინო დახმარებით (პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არ გაეწია სრულად), თანხის დაბრუნება ხდება იმ დაწესებულების მიერ, რომლის მიზეზითაც უშუალოდ დაზარალდა მოსარგებლე.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა) ან არაჯეროვნად (გამოვლინდა საექიმო შეცდომები), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.“;

დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101, 10და 103 პუნქტები:

„101. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს მომსახურება გაუწია არასრულად (პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არ გაეწია სრულად), მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

102. თუ მიმწოდებლის მიერ წარმოებულ/წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტაციაში (კალკულაციაში) დაფიქსირებული სამედიცინო მომსახურებების/დანახარჯების შესრულება არ დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერებით, მიმწოდებელს დაეკისრება წარმოებული კალკულაციით განფასებული შეუსრულებელი მომსახურების ღირებულების სრულად უკან დაბრუნება და დასაბრუნებელი თანხის სამმაგი ოდენობით ფინანსური ჯარიმა.

103. ფაქტობრივი ხარჯით ანაზღაურებადი პროგრამების ზედამხედველობის დროს თუ გამოვლინდება, რომ მიმწოდებლის ფაქტობრივი ხარჯი ნაკლებია წარმოებულ/წარდგენილ კალკულაციით განფასებულ თანხაზე, მაშინ მიმწოდებელს დაეკისრება სხვაობის სრულად უკან დაბრუნება და დასაბრუნებელი თანხის სამმაგი ოდენობით ფინანსური ჯარიმა.“;

ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. იმ შემთხვევაში, თუ რევიზიისას/კონტროლისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს გადაახდევინა პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა ან თანხა გადაახდევინა იმ მომსახურებაში, რომელიც მთლიანად დაფარულია პროგრამით, მიმწოდებელს დაეკისრება მოსარგებლის სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება და დასაბრუნებელი თანხის სამმაგი ოდენობით ფინანსური ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი