დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 475 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/12/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.024308 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №11 დანართის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 01) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 49,529.2 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
2. №14 დანართის („დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“, პროგრამული კოდი: 27 03 03 04) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 46,365.6 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
3. №17.1 დანართის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“, პროგრამული კოდი: 27 03 03 07 01) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 149,096.7 ათასი ლარით.‘‘. 4. №17.2 დანართის („სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება“, პროგრამული კოდი: 27 03 03 07 02): ა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10,830.3 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
ბ) დანართი №17.2.1 („სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №17.2.1 სპეცდაფინანსებაზე მყოფი სამედიცინო დაწესებულებები
5. №21 დანართის („ორგანოთა ტრანსპლანტაცია (ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაცია)“, პროგრამული კოდი: 27 03 03 11) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5,479.7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, პირველი მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდეს 2023 წლის 1 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო მე-3 და მე-4 პუნქტები − 2023 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები