დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 347 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.024180 |
|
„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №14 დანართის („დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 50,020.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
2. №16 დანართის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“): ა) მე-2 მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გარდა „დ.ნ1“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.“; ა.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პროგრამის მე-3 მუხლის „დ.ნ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მქონე 18 წლამდე ასაკის პირები.“; ბ) მე-3 მუხლის „დ.ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ნ1“ ქვეპუნქტი: „დ.ნ1) აქონდროპლაზიით დაავადებული პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ უზრუნველყოფა: დ.ნ1.ა) სპეციფიკური მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესყიდვა; დ.ნ1.ბ) მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ უზრუნველყოფის მიზნით: დ.ნ1.ბ.ა) ექიმ-სპეციალისტთა მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ პირველადი შეფასება; დ.ნ1.ბ.ბ) პაციენტის ყოველდღიური შეფასება (ვიტალური ფუნქციები), მედიკამენტის ინიექცია და მეთვალყურეობა/მონიტორინგი დღის სტაციონარის პირობებში;“; გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. პროგრამის მე-3 მუხლის „დ.ნ1.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება სრულად, თანაგადახდის გარეშე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.“; დ) მე-5 მუხლის: დ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გარდა „დ.ნ1.ბ“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ და „დ.ნ1.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით.“; დ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. პროგრამის მე-3 მუხლის „დ.ნ1.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მედიკამენტების გაცემა ვაუჩერის მფლობელზე ხორციელდება პროგრამის მე-3 მუხლის „დ.ნ1.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლის მიერ.“; ე) მე-6 მუხლის: ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ (გარდა „დ.ნ1.ბ“ ქვეპუნქტისა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“; ე.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. პროგრამის მე-3 მუხლის „დ.ნ1.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ქ. თბილისში მდებარე მრავალპროფილური პედიატრიული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და პროგრამის განმახორციელებელს წერილობით დაუდასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და რომელშიც: ა) გამოყოფილია შესაბამისი სივრცე მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ადმინისტრირებისა და შემდგომი მონიტორინგისთვის; ბ) ადგილზე დასაქმებული სპეციალისტებისგან შექმნილია „ვოსორიტიდით“ მკურნალობის დანიშვნისა და მეთვალყურეობის მიზნით მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან: პედიატრი, გენეტიკოსი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, ბავშვთა ნეიროქირურგი, ბავშვთა ქირურგი-ორთოპედი, რადიოლოგი, ექთანი და სხვა სპეციალისტი (საჭიროების შესაბამისად). მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა დამტკიცებულია სამედიცინო დაწესებულების ორგანიზაციული ბრძანებით; გ) გუნდს ხელმძღვანელობს და პაციენტის მართვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პედიატრს ან ენდოკრინოლოგს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგი; დ) გამოყოფილია მედიკამენტის შენახვაზე/აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი, მედიკამენტის ხარჯვის ელექტრონულ პროგრამაში შემდგომი მართვის/ანგარიშგების უზრუნველსაყოფად; ე) გამოყოფილია „ვოსორიტიდის“ გვერდითი მოვლენების მონიტორინგზე, აღრიცხვასა და რეგულირების სააგენტოსთვის დადგენილი წესით შეტყობინებაზე პასუხისმგებელი პირი.“; ვ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 34,680.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
ზ) მე-9 მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ და „დ.ნ1.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად.“; ზ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“, „დ.ზ“, „დ.თ“, „დ.ი“, „დ.კ“, „დ.ლ“, „დ.მ“, „დ.ნ“ და „დ.ნ1.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციფიკური მედიკამენტების ხარჯვის ზედამხედველობა მოიცავს მედიკამენტების გაცემაზე პასუხისმგებელი მიმწოდებლის მიერ შესაბამისი განმახორციელებლისათვის დადგენილი ფორმით მედიკამენტების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.“; ზ.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. აქონდროპლაზიით დაავადებულთათვის შესყიდული მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ადმინისტრირების წესი მტკიცდება განმახორციელებლის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.“; თ) №16.1 დანართის („იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მეთვალყურეობა“) 30-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები