„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 363
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/09/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024196
363
19/09/2023
ვებგვერდი, 19/09/2023
470000000.10.003.024196
„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №363 

2023 წლის 19 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №2 დანართის („იმუნიზაცია“ −  პროგრამული კოდი: 27 03 02 02) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ე) ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „გაწმენდის“ რაუნდების ჩატარება 13 – 45 წლის ქალთა ასაკობრივ ჯგუფებში შემდეგი სქემით:

ა.ე.ა) 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში − ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

ა.ე.ბ) 15 – 45 წლის ასაკობრივ ჯგუფში (მ/შ, 27 − 45 წლის ასაკობრივ ჯგუფში, ექიმის რეკომენდაციით) − სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით:    0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე;

ა.ვ) ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 10 − 26 წლის ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში შემდეგი სქემით:

ა.ვ.ა)  15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში − ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

ა.ვ.ბ) 15 − 26 წლის ასაკობრივ ჯგუფში − სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი