„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024028
195
29/05/2023
ვებგვერდი, 29/05/2023
470000000.10.003.024028
„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №195

2023 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“):

1. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას, ცენტრის გენერალური დირექტორის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის/წესის შესაბამისად, მათ შორის:

ა.ა) შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღებას, შენახვასა და ტრანსპორტირებას, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცენტრის ლაბორატორიებში;

ა.ბ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას პჯრ მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით), მათ შორის, პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას ამ დანართის მე-9 მუხლის მე-9-მე-10 პუნქტებით განსაზღვრული წესით ცენტრის ლაბორატორიებში;

ა.გ) COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას ანტიგენის განმსაზღვრელი სწრაფი/მარტივი მეთოდით (ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის:

ა)  „ა“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება დადგენილი ტარიფით, ხოლო ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის გათვალისწინებული ტესტები (მასტერმიქსისა და ექსტრაქციის კიტები, ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტები) − ფაქტობრივი ხარჯით 2023 წლის 21 მაისის ჩათვლით დამდგარ შემთხვევებზე, მათ შორის:“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ანტიგენისა და ანტისხეულის განმსაზღვრელი სწრაფი ტესტების მიწოდება განხორციელდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური/საქალაქო სამსახურების მეშვეობით პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის  მიმწოდებლებისთვის.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლებად განისაზღვრება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში, სერვისების მიმწოდებლის სტატუსის მქონე, ამ დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ცენტრში რეგისტრირებული დაწესებულებები და ის დაწესებულებები, რომლებშიც „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა სარეკომენდაციო ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით (შემდგომში − საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულება) რეკომენდებულ ჯგუფებში მიმდინარეობს COVID-19-ზე ტესტირება/თვითტესტირება;“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული COVID-19-ის დიაგნოსტიკა განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული ჯგუფებისთვის, ამავე განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

8. პულირების (დაჯგუფების) გზით პჯრ ტესტირებას ექვემდებარებიან საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებით განსაზღვრული ჯგუფები, გარდა შემთხვევის სტანდარტული განმარტებით მოცული შემთხვევებისა და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული დამატებითი ჯგუფებისა.“;

გ)  მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიეცეთ უფლება, განახორციელონ პჯრ კვლევისათვის ბიოლოგიური მასალის აღება და/ან ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება შემდეგ ჯგუფებში: თავშესაფრების ბენეფიციარები და მომვლელები, სახლში ლოგინად ჩავარდნილი და გადაადგილების უნარშეზღუდული პირები, ცენტრის მითითებით, ის ჯგუფები, რომლებიც არ არიან მოცული სხვა დაწესებულებების მიერ ტესტირების სერვისით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 22 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი