„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/07/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024095
262
18/07/2023
ვებგვერდი, 19/07/2023
470000000.10.003.024095
„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №262

2023 წლის 18 ივლისი

  ქ. თბილისი

 

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №2 დანართის („იმუნიზაცია“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 02):

1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ“ ქვეპუნქტი:

„ა.ვ) ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 10, 11, 12 წლის ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში, ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ ქვეპუნქტებითა და „ვ“ ქვეპუნქტით (ეპიდჩვენებით და/ან ე. წ. „გაწმენდის“ რაუნდების ფარგლებში აცრები, როგორებიცაა „ბ“ ჰეპატიტზე, გრიპზე, პაპილომავირუსზე და ა. შ. აცრები, რომლებიც არაა გათვალისწინებული 18 წლამდე ასაკის ბავშვების ასაცრელად გეგმური აცრების კალენდრით) გათვალისწინებული აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 ლარს, სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად − ქვეპროგრამის  მომსახურების მიმწოდებელი სოფლის ექიმისა და ექთნის შემთხვევაში – 0.5-0.5 ლარს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი