„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 101
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2023
ძალაში შესვლის თარიღი 15/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023935
101
13/03/2023
ვებგვერდი, 13/03/2023
470000000.10.003.023935
„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №101

2023 წლის 13 მარტი

   ქ. თბილისი

 

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №11 დანართის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“) მე-9 მუხლს მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. შეტყობინება შემთხვევის შესახებ:

ა) პროგრამის მე-3 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, დადგენილებით დამტკიცებული პროგრამების მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებასთან ერთად, შემთხვევის შესახებ შეტყობინება აგრეთვე გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ერთი საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის „ფსიქიკური ჯანმრთელობის რეგისტრის“ საშუალებით;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია, დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია:

ბ.ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი, ხოლო თუ პირი არასრულწლოვანია – დაბადების მოწმობის ნომერი (პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში). ამასთანავე, პირადი ნომრის არქონის შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება, თუ პირი:

ბ.ა.ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ამასთანავე, უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;

ბ.ა.ბ) მიტოვებული ან მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვანია;

ბ.ა.გ) ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

ბ.ა.დ) იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში;

ბ.ა.ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირია. ამასთანავე, უნდა დაფიქსირდეს პირის ბინადრობის მოწმობის ან სამგზავრო პასპორტის ნომერი;

ბ.ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად;

ბ.გ) პაციენტის შემოსვლის ზუსტი დრო;

გ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება პაციენტის იდენტიფიცირება, მიმწოდებელი მაინც აკეთებს შეტყობინებას და პაციენტი დროებით ფიქსირდება, როგორც „უცნობი“. პაციენტის საბოლოო იდენტიფიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებისა ან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენისა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება მომსახურების ანაზღაურება;

დ) შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია, დააფიქსიროს ინფორმაცია კომპიუტერული პროგრამის – „ფსიქიკური ჯანმრთელობის რეგისტრის“ ყველა სავალდებულო ველში;

ე) შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირება უნდა მოხდეს პაციენტის გაწერიდან არაუგვიანეს ერთი საათის განმავლობაში.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, განმახორციელებლის მიერ თითოეულ შეუსრულებელ ან არასრულყოფილ ჩანაწერზე, რომელიც მიმწოდებლის მიზეზით არის გამოწვეული, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 15 მარტიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი