„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024026
193
29/05/2023
ვებგვერდი, 29/05/2023
470000000.10.003.024026
„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №193

2023 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით შეტყობინების საფუძველზე გადმოცემული იმ სამედიცინო შემთხვევის, რომლის ძირითად დიაგნოზად მითითებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ICD10-ის კოდები, დასრულებულად დაფიქსირება განხორციელდება, თუ პაციენტი/შემთხვევა რეგისტრირებულია კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში („სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანების შესაბამისად):

ა) C00-C97 − ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები;

ბ) D00-D09 − in situ სიმსივნეები;

გ) D32 − თავის ტვინის გარსების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;

დ) D33 − თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;

ე) D42 − თავისა და ზურგის ტვინის გარსების გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე;

ვ) D43 − თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნეები.“.

2. №18 დანართის („რეფერალური მომსახურება“) მე-9 მუხლს „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები:

„გ1) იმ სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის ძირითად დიაგნოზად მითითებულია ქვემოთ ჩამოთვლილი ICD10-ის კოდები, მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით შეტყობინების გაკეთებისას აუცილებელია პაციენტი რეგისტრირებული იყოს კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში („სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანების შესაბამისად):

1.ა) C00-C97 − ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები;

1.ბ) D00-D09 − in situ სიმსივნეები;

1.გ) D32 − თავის ტვინის გარსების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;

1.დ) D33 − თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილების კეთილთვისებიანი სიმსივნეები;

1.ე) D42 − თავისა და ზურგის ტვინის გარსების გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნე;

1.ვ) D43 − თავის ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის გაურკვეველი ან უცნობი ქცევის სიმსივნეები;

2) თუ №331 დადგენილების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მომსახურების მიწოდება ხორციელდება/განხორციელდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და პაციენტი არ არის რეგისტრირებული კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში, ამ მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესრულების მიზნით, პაციენტის რეგისტრაციას კიბოს პოპულაციური რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში უზრუნველყოფს ფონდი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი