დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 345 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.024178 |
|
„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №13 დანართის („ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“ პროგრამული კოდი: 27 03 03 03“):
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება“ (2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით) (პროგრამული კოდი: 27 03 03 03)“. 2. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,875.0 ათასი ლარით. მუხლი 9. დამატებითი პირობები 1. პროგრამის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ამბულატორიული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმური ამბულატორიული შემთხვევების ზედამხედველობის წესის შესაბამისად, ხოლო სტაციონარული მომსახურების ზედამხედველობა – გეგმურ სტაციონარულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. 2. მიმწოდებელი ვალდებულია: ა) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართ №1.15-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, გააგრძელოს მომსახურება ახალი მიმწოდებლ(ებ)ის გამოვლენამდე, აგრეთვე დაასრულოს ამ დადგენილებით დამტკიცებული „ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაწყებული 2023 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით მიმდინარე სტაციონარული შემთხვევა, პაციენტის სურვილის შემთხვევაში; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, მიმართოს პროგრამის განმახორციელებელს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართ №1.15-ით გათვალისწინებული მომსახურების 2023 წლის 1 სექტემბრიდან დროებით მიმწოდებლად რეგისტრაციის მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები