„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 184
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024017
184
22/05/2023
ვებგვერდი, 23/05/2023
470000000.10.003.024017
„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №184

2023 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

„2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დადგენილი ფორმითა და განსაზღვრულ ვადებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს განმახორციელებელთან საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენას ელექტრონული სახით და/ან განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად − ნაბეჭდი სახით.“.

2. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) დარღვეულია 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები, გარდა გლობალური ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამებისა/კომპონენტებისა/ქვეკომპონენტებისა, რომლებზეც ვრცელდება 22-ე მუხლის მე-16 პუნქტის საჯარიმო სანქცია (გავრცელდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან დამდგარ შემთხვევებზე).“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტექნიკური ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას შემთხვევა არ ანაზღაურდება;“.

3. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) განახორციელოს „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო მონაცემების შეტანა ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში (EHR), ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბამისად (არ ვრცელდება დანართ 17.2-ით (სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება) განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლებზე).“.

4. №14 დანართის („დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია − პროგრამული კოდი: 27 03 03 04“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 54,700.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

17,140.0

2

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

150.0

3

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება

34,666.0

4

თირკმლის ტრანსპლანტაცია

700.0

5

ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა

50.0

6

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1,929.0

7

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

65.0

 

სულ:

54,700.0.“.

 

5. №17.2 დანართის („სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება − პროგრამული კოდი: 27 03 03 07 02“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10,300.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:   

 

 №

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

 

სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება

 

9,623.0

2

სასწრაფო სამედიცინო დახმარება (ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარება)

 

677.0

 

სულ:

 10,300.0.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი