დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 341 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/08/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.024174 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის №609 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2022, 470000000.10.003.023820) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №18 დანართის („რეფერალური მომსახურება“ − პროგრამული კოდი: 27 03 03 08):
1. მე-2 მუხლს 31 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეები არიან №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი კომისიის საოქმო გადაწყვეტილებით განსაზღვრული, შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე უწყების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს) მიერ წარდგენილი სიის მიხედვით შოვში სტიქიით დაზარალებული პირები, ასევე სტიქიის შედეგად გარდაცვლილი და დაკარგული პირების ოჯახის წევრები.“. 2. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს „ა.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ზ“ ქვეპუნქტი: „ა.ზ) შოვში სტიქიით დაზარალებული პირების, ასევე სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ან დაკარგული პირების ოჯახის წევრების სტრესის შემდგომ ფსიქოლოგიურ ამბულატორიულ დახმარებას, რაც, თავის მხრივ, მოიცავს: ა.ზ.ა) ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიას არაუმეტეს 16 სეანსისა (მათ შორის, დისტანციური); ა.ზ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კომპეტენციის ფარგლებში, მის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს;“. 3. მე-6 მუხლს 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს სერტიფიცირებული ფსიქიატრი და სპეციალისტი (ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი), რომელიც ატარებს შესაბამის თერაპიებს, აქვს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სერტიფიკატი ტრავმა-თერაპიის სპეციალობაში ან/და ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრის ხარისხი.“. 4. მე-9 მუხლს „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები: „ი) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით: ი.ა) მოქალაქეს მიეწოდება ინფორმაცია, რომ დაუკავშირდეს სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კრიზისული ინტერვენციის ცხელ ხაზს (032 2 911 000). ცხელი ხაზის თანამშრომელი − ფსიქოლოგი შეაფასებს მდგომარეობას და მისცემს მოქალაქეს რჩევას, ვის მიმართოს (ფსიქოლოგს თუ ფსიქიატრს); ი.ბ) ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზის თანამშრომელი, მოქალაქის თანხმობით, მის შესახებ ინფორმაციას გადასცემს სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტს, რომლის თანამშრომელი დაუკავშირდება მოქალაქეს და დაეხმარება მას ვიზიტის დაგეგმვასა და სერვისის მიღებაში; ი.გ) სამინისტრო აზუსტებს მოქალაქის შესახებ ინფორმაციას შესაბამისი უწყების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს) მიერ წარდგენილ სიაში სტიქიური უბედურების დროს შოვში მყოფი პირებისა და გარდაცვლილი/დაკარგული პირების ოჯახის წევრების თაობაზე; კ) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ბენეფიციარს სერვისი მიაწოდოს პრიორიტეტულად, მოცდის პერიოდის გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები