ვეტერინარიის შესახებ

  • Word
ვეტერინარიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 757
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 14/06/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 14/06/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.05.001.000.112
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
757
14/06/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 14/06/1995
340.090.000.05.001.000.112
ვეტერინარიის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (26/10/2004 - 24/06/2005)

საქართველოს კანონი

ვეტერინარიის შესახებ

ამ კანონით განსაზღვრულია ვეტერინარიის სამსახურის უფლება-მოვალეობანი, მისი ორგანიზაციული და საფინანსო-ეკონომიკური საფუძვლები. იგი საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად აწესრიგებს ზოგად საქმიანობას ვეტერინარიის სფეროში; განსაზღვრავს ვეტერინარულ-სანიტარიულ ნორმებსა და მოთხოვნებს, აწესებს სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის ფორმებსა და მეთოდებს.

I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ვეტერინარულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) – სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომლის მიზანია ყველა სახის ცხოველის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის, წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების, ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის (შემდგომში – ცხოველები) სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა, ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით სრულფასოვანი და კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება და ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან მოსახლეობისა და ქვეყნის ტერიტორიის დაცვა;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური – იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ერთიანი სისტემა, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო საკონტროლო-საზედამხედველო საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში ატარებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს ცხოველთა მფლობელებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა სახის ობიექტის მესაკუთრეების მიმართ, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა;

გ) სუბპროდუქტები – შინაგანი ორგანოები, თავი, კუდი, ფეხები, ცური, ხორცის ჩამონაჭრები და სხვა პროდუქტები, რომლებიც მიღებულია ცხოველთა გადამუშავებისას;

დ) კერძო ვეტერინარული სამსახური – შესაბამისი სახელმწიფო ლიცენზიის მქონე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა საქმიანობა ვეტერინარიის სფეროში;

ე) კერძო ვეტერინარული საქმიანობა – ვეტერინარული განათლების და დამოუკიდებელი ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა;

ვ) სერტიფიცირება – კერძო ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება;

ზ) ეპიზოოტია – გადამდები სნეულებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში;

თ) ეპიზოოტიური მდგომარეობა – განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დროის გარკვეულ მონაკვეთში გადამდები სნეულებების წარმოშობისა და გავრცელების შესახებ მონაცემების ერთობლიობა;

ი) ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებები – გადამდები სნეულებების ზოგად-პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო ღონისძიებების ერთობლიობა;

კ) არაგადამდებ სნეულებათა საწინააღმდეგო ღონისძიებები – პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების, მათ შორის, ქირურგიული, კოსმეტიკური, გინეკოლოგიური და სხვა სპეციალური ოპერაციების, ერთობლიობა;

ლ) ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები – სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება და გარემოში გადამდები სნეულებების აღმძვრელისა და მათი გადამტანების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ერთობლიობა;

მ) ზოოანთროპონოზური სნეულებები – ისეთი ინფექციური და ინვაზიური სნეულებები, რომლებიც ადამიანს ცხოველებიდან გადაეცემა;

ნ) ზოონოზური სნეულებები – ისეთი ინფექციური და ინვაზიური სნეულებები, რომლებიც ცხოველებს ცხოველებიდან გადაეცემა;

ო) სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი – ვეტერინარული საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ვეტერინარულ-ინსპექტორულ კონტროლს, ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედველობას ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტიმპორტზე, ტრანზიტზე, შენახვასა და რეალიზაციაზე, აგრეთვე ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ხარისხის კონტროლს;

პ) ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა – სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე მუდმივი მეთვალყურეობა, რომელიც უზრუნველყოფს დასენიანებული ცხოველების გადაყვანის, ვეტერინარული თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის დამზადების, გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის აღკვეთას;

ჟ) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი – სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორების საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა სახის ობიექტზე ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს;

რ) ვეტერინარულ-სანიტარიული შეფასება – ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა, რომელიც განსაზღვრავს ვეტერინარული თვალსაზრისით ცხოველის ტანხორცისა და შინაგანი ორგანოების, მეცხოველეობის სხვა პროდუქციის კეთილსაიმედოობას;

ს) ვეტერინარული ლაბორატორიული გამოკვლევა (ექსპერტიზა) – ლაბორატორიული მეთოდებით ცხოველთა სნეულებების აღმძვრელის დადგენა, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ხარისხის შემოწმება და ვეტერინარული თვალსაზრისით მეცხოველეობის პროდუქციის კეთილსაიმედოობის მაჩვენებლების განსაზღვრა;

ტ) ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა – ვეტერინარული საქმიანობის მოსაწესრიგებლად მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობა;

უ) მეცხოველეობის პროდუქცია – ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის და ცხოველთა საკვებად, აგრეთვე ფარმაცევტული და საწარმოო გამოყენებისათვის:

უ.ა) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის საკვებად: ხორცი, ხორცის პროდუქტები, შინაგანი ორგანოები და სხვა სუბპროდუქტები, კვერცხი, კვერცხის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები;

უ.ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ცხოველთა საკვებად: ხორცის, ღვიძლის, ძვლის, სისხლის, ფრთაბუმბულის, ცხიმოვანი ქსოვილებისა და პროტეინული ნარჩენების (კრეტონი) ფქვილი და რძის პროდუქტები;

უ.გ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ფარმაცევტული წარმოებისათვის: ორგანოები, ჯირკვლები, ქსოვილები და ცხოველების ორგანული სითხეები;

უ.დ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია საწარმოო გამოყენებისათვის: ტყავი, ქურქი, მატყლი, ბეწვი, ჯაგარი, ფრთა-ბუმბული, რქები, ჩლიქები, ძვლები, სისხლი, ნაწლავები და რძის პროდუქტები;

ფ) ცხოველთა საკვები – ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების საწარმოო წესით გადამუშავების შედეგად მიღებული ყველა სახის ცხოველთა საკვები;

ქ) ცხოველთა საკვებდანამატი – ბუნებრივი ან სინთეზირებული ნივთიერებები (ნაერთები), რომლებიც განკუთვნილია ცხოველთა საკვების ვიტამინოვან-მინერალური შემადგენლობის გასამდიდრებლად;

ღ) სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტი – ყველა სახის ცხოველის ფერმერული, გლეხური, ოჯახური საწარმო და ჯიშსაშენი მეურნეობა, ფაბრიკა, ინკუბატორი; ცხოველთა გადასაყვანი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება; მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემგროვებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; სამრეწველო მაცივრები (მაცივარკომბინატები) და კვების ობიექტები; ცხოველთა საკვების, საკვებდანამატების დამამზადებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) მწარმოებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; ვეტერინარული დანიშნულების ყველა სახის ობიექტი; ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ობიექტები, აგრარული ბაზრები, ბაზრობები და სხვა სავაჭრო ობიექტები;

ყ) მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო – სამრეწველო საწარმო, რომელიც ახორციელებს მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამუშავებას, მათგან კვების პროდუქტების და მეცხოველეობასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სხვა პროდუქციის დამზადებას, შენახვასა და რეალიზაციას ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ტექნოლოგიური პარამეტრების სრული დაცვით, მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად;

შ) მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემნახველი საწარმო – საწარმო, რომელიც განკუთვნილია ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით, შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმში მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შესანახად მათი გაფუჭების თავიდან აცილების მიზნით. ასეთი საწარმოს აღჭურვილობა და ფუნქციონირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს;

ჩ) ცხოველების და მეცხოველეობის ნედლეულის დამამზადებელი საწარმო – საწარმო, რომელიც ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების დაცვით ახორციელებს ცხოველების და მეცხოველეობის ნედლეულის დამზადებას;

ც) სამრეწველო გადამუშავება – საწარმოში (ქარხანაში) მეცხოველეობის ნედლეულიდან სასაქონლო (მზა) პროდუქციის დამზადება ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ტექნოლოგიური პარამეტრების სრული დაცვით, ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ.,

გვ.29

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 2. ვეტერინარიის სამსახური

ვეტერინარული სამსახური არის კვალიფიციური ვეტერინარი სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების თეორიული და პრაქტიკული საქმიანობა, აგრეთვე ვეტერინარიის სფეროში ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა სამეწარმეო საქმიანობა.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 3. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო სამსახურები

ვეტერინარულ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტები და მათი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 4. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების მიზნები და ამოცანები

1. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების მიზნებია:

ა) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა;

ბ) მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან;

გ) საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა სნეულებების აღმძვრელების შემოტანისაგან.

 2. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების ამოცანებია:

ა) ცხოველთა გადამდები და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებაზე ზედამხედველობა;

ბ) ცხოველთა დაკვლაზე, მეცხოველეობის პროდუქციის დამზადებაზე, გადამუშავებასა და შენახვაზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;

გ) ცხოველებით, მეცხოველეობის პროდუქციით ვაჭრობაზე (რეალიზაციაზე) ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;

დ) ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) წარმოებისა და ხარისხის კონტროლი;

ე) ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების ექსპორტ-იმპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;

ვ) ვეტერინარული ლაბორატორიული კვლევის ჩატარება;

ზ) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის ორგანიზება და განხორციელება.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 5. ვეტერინარული საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

ვეტერინარული საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსი, ეს კანონი, საქართველოს კანონი „ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 6. ვეტერინარიის სამსახურის ურთიერთობა მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან

საქართველოში ვეტერინარი ის პროფესიული საქმიანობა ხორციელდება ცენტრალურ სახელმწიფო აღმასრულებელ, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთმოქმედებით.

კარი II

ვეტერინარი ის სპეციალისტთა მომზადება, სტატუსი და დასაქმება

    მუხლი 7. ვეტერინარ სპეციალისტთა მომზადება

1. საქართველოში ვეტერინარ სპეციალისტებს ამზადებენ უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლები (ფაკულტეტები).

2. უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების (ფაკულტეტების) კურსდამთავრებულებს მიღებული განათლების შესაბამისად ენიჭებათ ვეტერინარი ექიმის, ვეტერინარ-სანიტარიული ექიმის, ვეტერინარი ფარმაცევტისა და ვეტერინარი ფერშლის კვალიფიკაცია.

 3. ვეტერინარი ექიმის, ვეტერინარ-სანიტარიული ექიმისა და ვეტერინარი ფარმაცევტის მომზადება ხდება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 8. ვეტერინარიის ფერშლის უფლებები

1. ვეტერინარი ის ფერშალს ვეტერინარიის დარგში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე პროფესიული საქმიანობის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა წარმართული იქნება ვეტერინარი ის ექიმის უშუალო პასუხისმგებლობით და კონტროლით.

2. ვეტერინარი ის ფერშალი შეიძლება დაინიშნოს ვეტერინარი ის რიგითი ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ მოვალეობის დროებით შემსრულებლად.

    მუხლი 9. უცხოეთის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების საქმიანობა ვეტერინარიის სფეროში

უცხოეთის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აქვთ სათანადო ვეტერინარი ის ექიმის კვალიფიკაცია, შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ ვეტერინარული საქმიანობა, ადგილზე სავალდებულო ატესტაციის გავლის შემდეგ.

    მუხლი 10. კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლება

კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ვეტერინარული განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 11. ვეტერინარიის სპეციალისტთა სოციალური დაცვა

1. ვეტერინარი ის მუშაკებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, შესაბამისი ორგანიზაციები, ფირმები და საწარმოები უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ბინით, ტრანსპორტითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით.

2. ვეტერინარიის სპეციალისტები ექვემდებარებიან აუცილებელ დაზღვევას და მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, ზოოანთროპონოზური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებათა და სხვა მანიპულაციების განხორციელებისას დაავადების, დაინვალიდებისა და შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში ენიშნებათ პენსია თანახმად საქართველოს კანონმდებლობისა, აგრეთვე ეძლევათ ერთდროული ფულადი დახმარება 3-დან 5-წლამდე ხელფასის ოდენობით არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯებიდან.

3. რაიონების ცენტრებში, დაბებში, სოფლად, რაიონული დაქვემდებარების ქალაქებში მომუშავე ვეტერინარი ის სპეციალისტები, მათ შორის პენსიონერები, სარგებლობენ უფასო საცხოვრებელი ბინით, გათბობით, განათებით, მათ ეძლევათ შეღავათიანი კრედიტები კერძო მეურნეობის მოწყობის, საცხოვრებელი ბინების მშენებლობის, ცხოველების შესყიდვისა და სხვა სახის საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის.

4. ცხოველების განსაკუთრებით საშიში დაავადებების – ციმბირული წყლულის, ცოფის, ტუბერკულოზის, ბრუცელოზის, თურქულის, მსხვილფეხა რქიანი პირუტყვის ჭირის, ქოლერის, ქოთაოს, მაღაოს და სხვა კერებში მომუშავე მივლინებულ სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ აცრებს, დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, პათანატომიურ გაკვეთებს, იღებენ და ლაბორატორიებში აგზავნიან პათოლოგიურ მასალებს, ეძლევათ დამატებითი ანაზღაურება დღიური საშუალო ხელფასის სამმაგი ოდენობით.

5. საძოვრებზე მივლინებულ და მომთაბარე ვეტერინარ სპეციალისტებს სამივლინებო თანხების საკომპენსაციოდ დამატებით ეძლევათ თანამდებობრივი განაკვეთის 40 პროცენტი.

6. ვეტერინარი ის სპეციალისტებს, ტექნიკურ მუშაკებს, რომლებიც მუშაობენ მავნე პირობებში, დამატებით ეძლევათ 12-დღიანი ფასიანი შვებულება.

7. განსაკუთრებით მავნე პირობებში მომუშავე ვეტერინარი სპეციალისტებისა და ტექნიკური მუშაკების (ბაქტერიოლოგების, ვირუსოლოგების, ანატომების, პათანატომების, ტოქსიკოლოგების, რენტგენოლოგების, დეზინფექტორების, დეზინსექტორების, დერატიზატორების, ეპიზოოტიებთან მებრძოლი სტრუქტურების მუშაკებისა და მათთან გათანაბრებული სხვა სპეციალისტების), აგრეთვე მაღალმთიან რაიონებში მომუშავე ვეტერინარული ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასი გაიზრდება 20%-ით.

8. ვეტერინარი ის სამსახურში მომუშავე ვეტერინარ ექიმებს, რომლებსაც აქვთ მინიჭებული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, დამატებით ეძლევათ თვიური ხელფასის 50%, მეცნიერებათა კანდიდატებს – 30%, საქართველოს დამსახურებულ ვეტერინარ ექიმებს – 25%, ავტონომიური რესპუბლიკების დამსახურებულ ვეტერინარ ექიმებს – 20%.

9. ვეტერინარი ის სპეციალისტებს ერთი ადმინისტრაციული რაიონის, ქალაქის ტერიტორიაზე აქვთ უფლება იმუშაონ შეთავსებით (გარდა იმავე ორგანიზაციისა და კონტროლქვემდებარე ვეტერინარი ის სამსახურისა).

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 12. ვეტერინარი სპეციალისტების წახალისება და დაჯილდოება

ვეტერინარი სპეციალისტების წახალისება და დაჯილდოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

კარი III

ვეტერინარი ის სახელმწიფო, საუწყებო და კერძო სამსახურებისერთიანი ქსელი

    მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური

1. ვეტერინარიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი. იგი ახორციელებს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კერძო ვეტერინარული სამსახურის საქმიანობის კოორდინაციას და საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო ეპიზოოტიურ ბიუროში, მსოფლიო ვეტერინარულ ასოციაციასა და სხვა საერთაშორისო ვეტერინარულ ორგანიზაციებში.

2. საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური შედგება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტებისა და ამ დეპარტამენტების სტრუქტურული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ვეტერინარული სამსახურების უფროსები იმავდროულად თანამდებობრივად არიან საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორები, ხოლო მათი მოადგილეები – მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორების მოადგილეები.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტებისა და ამ დეპარტამენტების სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ვეტერინარული სამსახურების (გარდა ვეტერინარულ-ლაბორატორიული სისტემისა) ვეტერინარი სპეციალისტები იმავდროულად თანამდებობრივად არიან სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორები.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 15. კერძო ვეტერინარიის სამსახურები

1. კერძო ვეტერინარიის სამსახურებს განეკუთვნება:

ა) რაიონებში, ქალაქებში, დაბებში და სოფლად მოქმედი ვეტერინარიის კერძო კლინიკები, აფთიაქები, მაღაზიები, ვეტერინარიის ერთობლივი და ინდივიდუალური სამკურნალოები, ცხოველების კერძო კოსმეტიკური კაბინეტები და სხვა ანალოგიური კერძო სამსახურები.

2. კერძო ვეტერინარიის სამსახურებში შტატების რაოდენობას განსაზღვრავენ უშუალოდ სამსახურის ხელმძღვანელები.

    მუხლი 16. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარული სამსახურების ქვემდებარეობა

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტები პროფესიულ საქმიანობაში უშუალოდ ექვემდებარებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტს, ხოლო ტერიტორიული მმართველობის საკითხებში – ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 17. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის ფუნქციები

სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსითა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;

ბ) ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის (მცენარეული პროდუქციის) ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმების განხორციელებაზე კონტროლი და აგრარულ ბაზრებზე, ბაზრობებზე, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და სარეალიზაციო ობიექტებზე, სამრეწველო მაცივრებზე (მაცივარკომბინატებზე), კვების ობიექტებსა და ახალი ხორცით, თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტებზე ზედამხედველობა;

გ) საქართველოში დამზადებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ხარისხის კონტროლი;

დ) კერძო ვეტერინარული სამსახურების ლიცენზირება და მათი საქმიანობის ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი;

ე) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობათა შესრულება.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 19. კერძო ვეტერინარიის სამსახურების მოვალეობანი

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ კერძო ვეტერინარულ სამსახურს საქმიანობის უფლება ეძლევა შესაბამისი სახელმწიფო ლიცენზიის მიღების შემდეგ.

2. კერძო ვეტერინარულ სამსახურს ევალება:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული ტიპობრივი წესდებისა და ვეტერინარიის დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკურ-სამკურნალო და საკარანტინო აღმკვეთი ღონისძიებები;

ბ) ცხოველების ინფექციური, მასობრივი გადამდები ან არაგადამდები სნეულებების გაჩენის შემთხვევები დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს;

გ) აწარმოოს ვეტერინარული საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვა და ამის თაობაზე მიაწოდოს პერიოდული ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს;

დ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსითა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 20. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფლებები

1. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფლებებს განეკუთვნება:

ა) საქართველოში ვეტერინარიის სამსახურის ორგანიზაცია;

ბ) ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავება;

გ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებაში განსახილველად ვეტერინარიის სფეროში პერსპექტიულ, პრობლემატურ და საგანგებო საკითხებზე წინადადებების შეტანა;

დ) საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტებ ის, რაიონების, ქალაქების ვეტერინარიის სამსახურების დებულებების, ინსტრუქციების, ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახურებში ნაწილობრივ ფასიანი მომსახურების პრეისკურანტის, ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გეგმების განხილვა-დამტკიცება;

ე) ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციის, ცხოველთა საკვებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების ექსპორტ-იმპორტსა და ტრანზიტზე ვეტერინარული ნებართვის გაცემა;

ვ) სამამულო ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული, სხვა ვეტერინარული პრეპარატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის, ასევე იმპორტული ბიოლოგიური პრეპარატების შემოტანა-გატანის და გამოყენების ნებართვის გაცემა;

ზ) სამამულო ბიოლოგიური, ქიმიური, ფარმაკოლოგიური, სხვა ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების), საკვებდანამატების გამოყენების კონტროლის განხორციელება; ჯანმრთელ ცხოველებსა და მეცხოველეობის პროდუქციის ხარისხზე აღნიშნული პრეპარატების მოქმედების განსაზღვრა და მათ გამოყენებაზე ტექნიკური დოკუმენტების გაფორმება-დამტკიცება;

თ) ცხოველების და მეცხოველეობის პროდუქციის გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვის, რეალიზაციისა და ვეტერინარიის საკითხებზე ნორმატიული აქტების შემუშავება;

ი) კერძო ვეტერინარული მედიცინის კლინიკების, სამკურნალოების, აფთიაქების, კოსმეტიკური კაბინეტების და სხვა ანალოგიური კერძო სამსახურების დებულებების შემუშავება-დამტკიცება, მათი რეგისტრაციაში გატარება.

2. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ ვეტერინარიის საკითხებზე კანონით დადგენილი წესით გამოცემული ბრძანებები, განკარგულებები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებანი, დასკვნები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სამინისტროსა და უწყებისათვის, ორგანიზაცია – დაწესებულებისა და მოქალაქისათვის.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2033 - სსმ I, №20(27) 09.06.1999 წ., მუხ.97

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

კ ა რ ი IV

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოების,რაიონების, ქალაქების გამგეობების, მერიების უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 21. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებებს განეკუთვნება:

ა) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება;

ბ) საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის საქმიანობის კონტროლის განხორციელება;

გ) ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური, ცხოველების მასობრივი გადამდები და არაგადამდები სნეულებების პროფილაქტიკისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველწლიურად საჭირო თანხების, სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, სამაცივრო დანადგარების, ლაბორატორიული მოწყობილობების, სპეციალური, სადეზინფექციო, სასწრაფო ვეტერინარული დახმარების ავტოტრანსპორტისა და სხვა საშუალებების, აგრეთვე მათ შესასყიდად ფულადი სახსრების გამოყოფა;

დ) ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების კერების ლოკალიზაცია, მათი ლიკვიდაციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი თანხებისა და სხვა ვეტერინარული საშუალებების გამოყოფა;

ე) სამოქალაქო თავდაცვის მიზნით ვეტერინარიისათვის საჭირო ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული და სამკურნალო სხვა საშუალებების სარეზერვო ფონდის შესაქმნელად საჭირო თანხების გამოყოფა და აღნიშნული სარეზერვო ფონდის პერიოდული განახლებისადმი კონტროლის დაწესება;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების შემოტანა-გავრცელების აღმკვეთ ღონისძიებათა გატარებაზე კონტროლის დაწესება;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ცალკეულ ქვეყნებთან ვეტერინარიის საკითხებში თანამშრომლობის ურთიერთკავშირის დამყარების მიზნით საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტისათვის საჭირო ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 22. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების კომპეტენცია

1. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ამ კანონისა და ვეტერინარიის სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ვეტერინარული საქმიანობის ორგანიზება;

ბ) ვეტერინარიის სფეროში ადგილობრივი მნიშვნელობის ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება და სათანადო დადგენილებების, განკარგულებების მიღება, მათი გაუქმება;

გ) ცხოველების საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში გადამდები სნეულებებისაგან დაცვის მიზნით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ეპიზოოტიური ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლის დაწესება;

დ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებების პროფილაქტიკისა და ინფექციის კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად ღონისძიებების შემუშავება.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოები შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე ვეტერინარიის საკითხებს წყვეტენ ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარიის დეპარტამენტის წარდგინებით, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც განეკუთვნება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 23. რაიონებისა და ქალაქების გამგეობების, მერიების უფლება-მოვალეობანი

1. რაიონებისა და ქალაქების გამგეობების, მერიების უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება:

ა) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მაწანწალა და უპატრონო ცხოველების დაჭერა-მოსპობაზე და საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტების რაიონული და საქალაქო სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების წარდგინების საფუძ-ველზე ცხოველების საშიში სნეულებების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის, სამეურნეო საქმიანობის განსაკუთრებული პირობებისა და რეჟიმის დაწესება და მოხსნა;

ბ) მეცხოველეობის ფერმების, საძოვრების, მეცხოველეობის პროდუქციის გადამამუშავებელ და შესანახ ობიექტებში ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების მეშვეობით;

გ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ცხოველების რეგისტრაცია-პასპორტიზაციისადმი კონტროლის დაწესება;

დ) ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური და სხვა საშიში დაავადებების პროფილაქტიკის ღონისძიებების ორგანიზაცია;

ე) ვეტერინარულ მედიცინაში გამოსაყენებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების მწარმოებელი საწარმოების შექმნისა და მათი განვითარებისათვის ხელშეწყობა;

ვ) სახელმწიფო და საუწყებო ვეტერინარიის სამსახურის ორგანიზაციებისა და სპეციალისტებისათვის ავტოტრანსპორტის, მარაგნაწილების საწვავ-საპოხი საშუალებების გამოყოფა;

ზ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში მასობრივი გადამდები და არაგადამდები სნეულებების პროფილაქტიკისა და ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის საკითხებზე მიღებული აქტების შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

თ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მკვდარი ცხოველების (ლეშის), პირობითვარგისი ხორცის, ხორცპროდუქტების, მეცხოველეობის პროდუქციის გასაუვნებელი საუტილიზაციო საამქროების, სამარხი ორმოების მოწყობა და მათ ფუნქციონირებაზე კონტროლის განხორციელება;

ი) აუცილებლობის შემთხვევაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელი ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურისათვის დამატებითი თანხების გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 24. ვეტერინარიის ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება და მათი ხარისხისადმი კონტროლი

1. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) ხარისხზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი.

2. აკრძალულია ისეთი ვეტერინარული პრეპარატების (საშუალებების) წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში.

3. აკრძალულია ვაქცინების, სადიაგნოსტიკო საშუალებების, ქიმიურ-ფარმაცევტული და სხვა პრეპარატების, საკვებდანამატებისა და მიკროელემენტების ნარჩენების გამოყენება.

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 25. საქართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რაიონების და ქალაქების ვეტერინარიის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორებისა და მათი მოადგილეების უფლებები

1. საქართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რაიონების, ქალაქების ვეტერინარიის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორების და მათი მოადგილეების უფლებებს განეკუთვნება:

ა) ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და წესების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგა-ნიზაციებში, დაწესებულებებში, საწარმოებში, კორპორაციებსა და სხვა ობიექტებში, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, ასევე კერძო ორგანიზაცია-საწარმოებში კანონით დადგენილი წესით შესვლა და მათი შემოწმება;

ბ) ეპიზოოტიის საწინააღმდეგო და სხვა ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებების განსახორციელებლად ვეტერინარული წესებისა და ნორმების დარღვევათა აღმოფხვრის მოთხოვნა;

გ) ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების გაჩენა-გავრცელების მიზეზებისა და ადამიანისათვის საკვებად უვარგისი, ეკოლოგიური და ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება-გამოყენების შემთხვევების გამოვლენა;

დ) წინადადებების შეტანა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებაში, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებში, რაიონების, ქალაქების გამგეობებში, მერიებში;

ე) ეპიზოოტის საწინააღმდეგო და სხვა აუცილებელი საგანგებო კომისიების შექმნა;

ვ) ცალკეულ ან მთელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში კარანტინისა და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გატარება, რომელთა მიზანია ცხოველების საშიში, მასობრივი გადამდები და არაგადამდები სნეულებების თავიდან აცილება, მათი კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაცია;

ზ) გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციების, უწყებების, დაწესებულებების, ფირმების, კერძო და ინდივიდუალური საწარმოების მუშაობის შეჩერების საფუძველზე ამ კანონით, ვეტერინარიის კანონმდებლობით განსაზღვრული წესების და ნორმების დარღვევის ფაქტების, ან ვეტერინარიის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოტანილი განკარგულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

თ) განსაკუთრებით საშიში სნეულებების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით ეპიზოოტიური სიტუაციის შესაბამისად ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და ვაქცინაციის, აგრეთვე ცხოველების ან მეცხოველეობის პროდუქციის ჩამორთმევა-განადგურების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება;

ი) მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების, გადაზიდვისა და რეალიზაციის შეჩერება ან აკრძალვა საჭირო ღონისძიებათა განხორციელებამდე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრამდე;

კ) ამ კანონით და ვეტერინარიის კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციების გამოყენება უწყებების, ორგანიზაციების, საწარმოების, ფირმების, გლეხური, კერძო, ინდივიდუალური და სხვა სახის საწარმოების ხელმძღვანელების, მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ.

2. საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორი მონაწილეობს ვეტერინარიის საკითხებზე საქართველოს სამთავრობო კომისიის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების მომზადებასა და ხელმოწერაში.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 26. საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელ პირთა გარანტიები

1. საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რაიონებისა და ქალაქების მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორები და მათი მოადგილეები, აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და სპეციალისტები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს, არიან შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები და მათ იცავს სახელმწიფო.

2. საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები თავიანთ საქმიანობაში დამოუკიდებელი არიან და ხელმძღვანელობენ ამ კანონით, ვეტერინარიის კანონმდებლობით, საქართველოს კანონებითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

კ ა რ ი V

ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 28. ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების მწარმოებელ, გადამამუშავებელ, შემნახველ და სარეალიზაციო ობიექტებზე ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლისა და ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება

1. მეცხოველეობის ობიექტების, ვეტერინარული ობიექტების, ბიოლოგიური კომბინატების, ბიოლოგიური ფაბრიკების, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) მწარმოებელი ობიექტების, აფთიაქების, ბაზების, სამაცივრო სისტემების, მეფრინველეობის ფაბრიკების, აგრარული ბაზრების (ბაზრობების), აგრეთვე ხორცით, სუბპროდუქტებით, კვერცხით, უმი რძითა და თევზით მოვაჭრე ობიექტების, ხორცკომბინატების, სასაკლაოების, საძეხვე და ხორცის გადამამუშავებელი სხვა საამქროების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ობიექტების, ყველა სახის ფერმერული და გლეხური კერძო მეურნეობების, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ობიექტების დაგეგმარების და მშენებლობის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცხოველების შენახვის, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავების სანიტარიული პირობები, რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელებით.

2. ვეტერინარული ობიექტებისათვის, ცხოველებისა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი, მწარმოებელი და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ობიექტებისათვის მიწის ფართობის გამოყოფა, მშენებლობის, რეკონსტრუქციის და საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცება და ობიექტების საექსპლუატაციოდ გადაცემა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის დასკვნის საფუძველზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ ვეტერინარულ-სანიტარიულ წესებსა და ნორმებს.

3. სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს უფლება აქვთ ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ნორმების დარღვევის შემთხვევაში ვეტერინარული ობიექტების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მიმართონ სასამართლოს.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 29. ცხოველების შენახვის, კვების, დაწყურების, მათი გადაყვანა-გადარეკვის დროს ვეტერინარულ-სანიტარული მოთხოვნების დაცვა

1. ცხოველების მუდმივი ან დროებითი სადგომები, თავისი მოწყობილობით უნდა უზრუნველყოფდეს პირუტყვის მოვლა-პატრონობისა და ჯანმრთელობის კეთილსაიმედო პირობებს.

2. პირუტყვის მფლობელი საწარმოები, უწყებები, ორგანიზაციები, ფირმები, გლეხური და კერძო წარმოების ობიექტები, მოქალაქეები ვალდებული არიან უზრუნველყონ ცხოველები ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების და ნორმების შესაბამისი კეთილსაიმედო საკვებით და დაწყურებით.

3. ცხოველების საკვებისა და საკვებდანამატების ვარგისიანობის შესახებ ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნები და ნორმები მტკიცდება საერთაშორისო ვეტერინარული წესის მოთხოვნების შესაბამისად.

4. საკვები, საკვებდანამატები წარმოებაში გამოსაყენებლად დაიშვება მხოლოდ სპეციალური ორგანოების მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე.

5. ცხოველების გადაყვანა-გადარეკვა ხორციელდება ვეტერინარული მოთხოვნების დაცვით, სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურებთან შეთანხმებული მარშრუტით.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 30. საქართველოს ტერიტორიის დაცვა უცხო ქვეყნებიდან ცხოველთა საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელების შემოტანისაგან

1. საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ნებადართულია მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველების შემოყვანა და ასეთი ცხოველებისაგან მიღებული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემოტანა.

2. აუცილებელია, ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა იყოს ცხოველთა გადამდები სნეულებების თვალსაზრისით კეთილსაიმედო.

3. საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ცხოველების შემოყვანა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების შემოტანა ან საქართველოდან მათი გაყვანა, გატანა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ნებართვით.

4. ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით და ყველა სახის გზავნილებით (სარკინიგზო, საფოსტო, მათ შორის, მგზავრთა ხელბარგით) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრე-ლების შემოტანის აღკვეთის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები საქართველოს სასაზღვრო გადასასვლელებში (საერთაშორისო მიმოსვლის რკინიგზის სადგურებში, ავტოსადგურებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, ავტოტრასებზე), უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონაში ახორციელებენ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ექსპორტ-იმპორტის და ტრანზიტული ტვირთების შემოწმებას, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, ვეტსერტიფიკატებისა და ვეტმოწმობების გაფორმებას ტვირთგადაზიდვების განხორციელების შემდგომი უფლებით, ხოლო ტვირთების კეთილსაიმედოობასა და ვარგისიანობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში ან მათი ტრანსპორტირების ვეტსანიტარიული ნორმების დარღვევისას ახდენენ ტვირთების დაკავებას, გაუვნებლობას ან ამოღება-მოსპობას დადგენილი წესით.

5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ცხოველთა გაყვანა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების გადაზიდვა ნებადართულია მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ფუნქციონირებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 31. მეცხოველეობის პროდუქციის დამზადება, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია

1. მეცხოველეობის პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს და უნდა დამზადდეს ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების თვალსაზრისით კეთილსაიმედო ტერიტორიაზე.

2. საწარმოები, ორგანიზაციები (დაწესებულებები), უწყებები, მეურნეობები, რომლებიც ახორციელებენ მეცხოველეობის პროდუქციის დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას, ვალდებულნი არიან დაიცვან ვეტერინარულ-სანიტარიული და ეკოლოგიური მოთხოვნები.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 32. ცხოველებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების მფლობელების მოვალეობანი

ცხოველების მფლობელებისა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმოების, გლეხური და ფერმერული მეურნეობების, მეფრინველეობის ფაბრიკების, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა სხვა სახის ობიექტების მფლობელები ვალდებულნი არიან:

ა) მკაცრად დაიცვან ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობები, არ დაუშვან ვეტერინარულ-სანიტარიული და ეკოლოგიური თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია;

ბ) განახორციელონ სამეურნეო და სპეციალური ვეტერინარული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ეპიზოოტიურ და ზოონოზურ კეთილსაიმედოობას;

გ) სათანადო ვეტერინარულ-სანიტარიულ წესრიგში იქონიონ ცხოველთა სადგომები და მათი საკვების გადამამუშავებელი და შესანახი საწარმოები;

დ) არ დაუშვან გარემოს დაბინძურება მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ნარჩენებით;

ე) დაიცვან ცხოველების სადგომების, მეცხოველეობის პროდუქციის შესანახი და სარეალიზაციო ობიექტების მშენებლობის და ექსპლუატაციის ზოოჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნები და ნორმები;

ვ) ცხოველების სნეულების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას დაუყოვნებლივ შეასრულონ სახელმწიფო ვეტერინარი სპეციალისტების მითითება, აგრეთვე დადგენილ ვადაში უზრუნველყონ ცხოველთა ეპიზოოტიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური გეგმური და იძულებითი ვაქცინაციის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მკურნალობის და სხვა ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება;

ზ) არ დაუშვან ვეტერინარი ექიმის ნებართვისა და ვეტერინარული შემოწმების გარეშე ცხოველთა დაკვლა, დაკლული ცხოველის ხორცისა და სუბპროდუქტების რეალიზაცია;

თ) ცხოველებითა და მეცხოველეობის ნედლეულითა და პროდუქტებით ივაჭრონ მხოლოდ აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებზე და სპეციალურ სავაჭრო ობიექტებში ვეტერინარული და ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმების შემდეგ.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

     მუხლი 321. ცხოველთა დაკვლისას ვეტერინარული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

1. ცხოველების სახორცედ დაკვლა მათი რეალიზაციის მიზნით დაიშვება მხოლოდ ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სასაკლაოებზე.

2. სასაკლაოების რაოდენობა, ტიპობრივი წესი, მათ შექმნასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

3. თითოეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში აუცილებელია არანაკლებ ერთი სასაკლაოს არსებობა.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 33. ცხოველების განსაკუთრებით საშიში გადამდები სნეულებების დროს ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების ჩამორთმევა და განადგურება

ცხოველთა განსაკუთრებით საშიში გადამდები სნეულებების (რომლებიც განსაზღვრულია საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფებში) ლიკვიდაციისას, მათი გაჩენის საშიშროებისას, მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტისას, ქვეყნის შიგნით გადაზიდვისას, წარმოებისას და რეალიზაციისას ვეტერინარულ-სანიტარიული პირობების დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე დაინფიცირებული კერების ლიკვიდაციის დროს საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორების და მათი მოადგილეების, ქალაქებისა და რაიონების მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორების და მათი მოადგილეების გადაწყვეტილების საფუძველზე, დადგენილი წესით ხდება ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციისა და ცხოველთა საკვების ჩამორთმევა და მესაკუთრის ხარჯებით განადგურება.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

კარი VI

მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებებისაგან

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 34. აგრარულ ბაზრებზე, ბაზრობებზე, ცხოველებისა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტებზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება

1. აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებზე, ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტებში, ცხოველებისა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახ-ველ და გადამამუშავებელ საწარმოებში (გარდა რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებისა), სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), მიუხედავად მათი ადმინისტრაციული დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმისა, სავალდებულოა მათ სტრუქტურაში შემავალი, სათანადო წესით ლიცენზირებული, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ვეტერინარი სპეციალისტით (სპეციალისტებით) დაკომპლექტებული ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების (ლაბორატორიების) ფუნქციონირება. რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებს ევალებათ უზრუნველყონ მიღებული ნედლეულის სათანადო გამოკვლევა ბრუცელოზსა და მასტიტზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ობიექტებზე, სადაც არ ფუნქციონირებენ ამ კანონით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები (ლაბორატორიები), იკრძალება ცხოველებით, მეცხოველეობის პროდუქციით (ხორცით, სუბპროდუქტებით, ხორცპროდუქტებით, რძითა და რძის პროდუქტებით, თევზით და თევზის პროდუქტებით, კვერცხით, მეფუტკრეობის პროდუქტებით და ა. შ.) ვაჭრობა.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ობიექტის ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებისათვის (ლაბორატორიებისათვის) ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება შესაბამისად იწვევს ობიექტების ფუნქციონირების შეჩერებას ან საქმიანობის შეწყვეტას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედოობის განსაზღვრას ექვემდებარება ცხოველები, ხორცი, სუბპროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი, შინაური ფრინველი და მისი ხორცი, ნანადირევი ცხოველებისა და ფრინველის ხორცი, კვერცხი, საკვები ცხიმები, თევზი, თაფლის და მეფუტკრეობის პროდუქტ-ნედლეული, მცენარეული პროდუქტები.

5. ტყავ-ნედლეულისა და ქურქ -ბეწვეულის რეალიზაცია დაიშვება მხოლოდ სათანადო წესით დამუშავება-კონსერვაციისა და მათზე ლაბორატორიული დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

6. აგრარული ბაზრების, ბაზრობების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელი, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების, სამრეწველო მაცივრების (მაცივარკომბინატების) და ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტების ხელმძღვანელები (ადმინისტრაცია) და ამ ობიექტებზე მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები (ლაბორატორიები) ვალდებულნი არიან ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო პროდუქციის გამოვლენისას დადგენილი წესით ჩამოართვან და გაანადგურონ მესაკუთრის ხარჯებით, რის შესახებაც უნდა აცნობონ ქალაქებისა და რაიონების საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებს.

7. აგრარული ბაზრების, ბაზრობების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელი, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების, სამრეწველო მაცივრების (მაცივარკომბინატების) და ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტების ხელმძღვანელები (ადმინისტრაცია) ვალდებულნი არიან, ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები (ლაბორატორიები) უზრუნველყონ კეთილმოწყობილი სტანდარტული ფართობით, სამაცივრო სისტემებით, დანადგარ-მოწყობილობებით, მუდმივი ცხელი და ცივი წყლით და ელექტროენერგიით, სადიაგნოსტიკო საშუალებებით, ქიმიური რეაქტივებით, სპეციალური ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი დამხმარე საშუალებებით.

8. ცხოველებისა და ადამიანისათვის საერთო საშიში სნეულებებით მოსახლეობის მოწამვლა-მოშხამვისაგან დაცვის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ, ერთობლივ ღონისძიებებს.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

     მუხლი 341. კვების ობიექტებზე ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

    კვების ობიექტებს ეკრძალებათ ვეტერინარულ-სანიტარიულად შეუმოწმებელი, დაუდამღავი და სათანადო ვეტერინარული სერტიფიკატის (ცნობის) არმქონე მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შეძენა, გამოყენება და რეალიზაცია. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

კ ა რ ი VII

სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 35. სახელმწიფო ვეტერინარიის ორგანიზაციების და დაწესებულებების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. (ამოღებულია) .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები, აგრეთვე მოსაკრებლის სახით მიღებული შემოსავლები შესაბამისი საკანონმდებლო და საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით ხმარდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორცილებას.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2209 - სსმ I, №13 02.06.2003 წ., მუხ.75

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 36. ეპიზოოტიების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსება

ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში ზოონოზური, ზოოანთროპონოზური გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო გეგმური პროფილაქტიკური და საკარანტინო ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ცენტრალური და აფხაზეთისა და აჭარის ავტო-ნომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან (ეპიზოოტიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სნეულებების ნუსხის შესაბამისად).

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 37. სხვა ვეტერინარული ღონისძიებების დაფინანსება

     ამ კანონის 36-ე მუხლში აღნიშნული ღონისძიებების გარდა, ეპიზოოტიური პროფილაქტიკურ-საკარანტინო და სხვა ვეტერინარული ღონისძიებები ხორციელდება ცხოველთა მესაკუთრის ხარჯებით.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2209 - სსმ I, №13 02.06.2003 წ., მუხ.75

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

კარი VIII

პასუხისმგებლობა ვეტერინარიის კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 38. პასუხისმგებლობა ვეტერინარიის კანონმდებლობის დარღვევისათვის

1. ამ კანონის, ვეტერინარიის კანონმდებლობის დამრღვევნი პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამასთან ისინი არ თავისუფლდებიან მათ მიერ მიყენებული ზარალის გადახდისაგან.

2. თანამდებობის პირების, მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები მიიღება შემდეგი სახის დარღვევებისათვის:

ა) აუცილებელი პროფილაქტიკური (გამოკვლევები, ცხოველების იმუნიზაცია) ღონისძიებების განხორციელებაზე უარის თქმა ან ღონისძიებების განხორციელების ვადების დაუცველობა;

ბ) საკარანტინო წესების დარღვევა;

გ) ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების კერების სალიკვიდაციო ღონისძიებების არადროული ან არასრული განხორციელება;

დ) ვეტერინარული თვალსაზრისით კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქტებითა და სხვა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის სფეროში მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული წესების და ნორმების დაუცველობა;

ე) ცხოველებისათვის არაკეთილსაიმედო საკვების წარმოება-გამოყენება, რომელიც გახდა ან შესაძლოა გამხდარიყო ცხოველების მასობრივი გადამდები ან არაგადამდები სნეულებების გაჩენისა და გავრცელების მიზეზი;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებიდან ცხოველების საშიში სნეულებების აღმძვრელების შემოტანის აღკვეთის მიზნით აუცილებელი ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ნორმების შეუსრულებლობა;

ზ) ყველა სახის ტრანსპორტით ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციის, ცხოველთა საკვების, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საერთაშორისო და შიდა ტვირთების (საექსპორტო, საიმპორტო, სატრანზიტო) გადაზიდვების დროს ვეტერინარული წესების დაუცველობა;

თ) ვეტერინარული შემოწმების, ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედოობის დადგენისა და ვეტერინარული კონტროლის განმახორციელებელი სამსახურების დამღის გარეშე პროდუქტების გადატანა-გაყიდვა;

ი) ზოოჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების დაუცველობა, რომელიც დაკავშირებულია მეცხოველეობის ობიექტების დაპროექტებასთან, მშენებლობასთან, ექსპლუატაციასთან, რეკონსტრუქციასთან, ცხოველების შენახვასთან, მოვლა-პატრონობასა და მეცხოველეობის პროდუქტების შენახვასთან, რეალიზაცია-გამოყენებასთან;

კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების გასაშვებ პუნქტებში ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების უგულებელყოფა;

ლ) ტყავ-ნედლეულის, ქურქ-ბეწვეულისა და მეცხოველეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება-გამოყენების დროს ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების დაუცველობა;

მ) პროდუქტების გამოშვება, რომელიც არ შეესაბამება ვეტერინარულ-სანიტარიულ და ეკოლოგიურ მოთხოვნებს;

3. აღნიშნული დარღვევები იწვევს თანამდებობის პირების, მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

4. სამართალდარღვევების საქმეებს განიხილავენ ვეტერინარიის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 39. სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის განმახორციელებელი ვეტერინარიის სახელმწიფო ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება

ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

კ ა რ ი IX

საქართველოს ვეტერინარული

მედიცინის საბჭოსა და კომისიების ფუნქციონირება

    მუხლი 40. ვეტერინარიის საქმეთა საბჭოს, ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური და ეპიზოოტის საწინააღმდეგო კომისიების შესახებ

1. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტი ვეტერინარიის დარგში უმნიშვნელოვანესი საკითხების განსახილველად ქმნის მუდმივმოქმედ ვეტერინარიის საქმეთა საბჭოს.

2. ვეტერინარიის საქმეთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საქართველოს  ვეტერინარიის დეპარტამენტი ხელმძღვანელები, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე ები, რესპუბლიკის სახელმწიფო ვეტერინარიის ცენტრალური სამსახურების, უწყებების, დაწესებულებების ხელმძღვანელები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ვეტერინარიის ფაკულტეტების წამყვანი მეცნიერ-მუშაკები, სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, საუწყებო ვეტერინარიის სამსახურის გამოცდილი სპეციალისტები, საქართველოს ვეტერინარიის ექიმთა ასოციაციის წარმომადგენლები. აღნიშნული საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილი იქნენ სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებიც.

3. ვეტერინარიის საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს  ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე , მისი არყოფნის შემთხვევაში -  ერთ-ერთი მოადგილე.

4. ვეტერინარიის საქმეთა საბჭოს დებულებას ამტკიცებს საბჭოს სესია.

5. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტთან იქმნება ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური კომისია, რომელიც ახორციელებს ვეტერინარიის მიზნებისათვის გამოსაყენებელი ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური, სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების ეფექტიანობის ექსპერტულ შეფასებას, ატარებს მათ სახელმწიფო სარეგისტრაციო წიგნში და გასცემს სათანადო მოწმობებს.

6. ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური კომისიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ვეტერინარიის საქმეთა საბჭოს სესია.

7. საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად ან ცალკეულ რეგიონებში ცხოველების საშიში ინფექციური დაავადებების ან მასობრივი მოწამვლის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპერატიული ხელმძღვანელობისა და კოორდინაციის მიზნით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ქმნის ეპიზოოტის საწინააღმდეგო საგანგებო მუდმივმოქმედ კომისიას.

8. ეპიზოოტის საწინააღმდეგო საგანგებო მუდმივმოქმედი კომისიები იქმნება აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რაიონებში და ქალაქებში.

9. ეპიზოოტიის საწინააღმდეგო მუდმივმოქმედი საგანგებო კომისიების შექმნისა და მათი ფუნქციონირების თაობაზე დადგენილებას იღებს შესაბამისად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები, რაიონების გამგეობები, ქალაქების მერიები.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

კარი X

ვეტერინარიის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებები

    მუხლი 41. ვეტერინარიის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებები

თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში ვეტერინარიისა და მეცხოველეობის საკითხების, ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციის, ცხოველთა საკვების, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ გათვალისწინებული იქნება ამ კანონისა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმები.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

კარი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 42. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ცხოველთა საკვებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ნუსხა, რომელთა დამზადებაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე, იმპორტზე, ექსპორტზე, ტრანზიტულ გადაზიდვებსა და რეალიზებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ცალ-ცალკე ან ერთობლივად (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში) ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამი-ნისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სახელმწიფო ვეტერინარული და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების დებულების დამტკიცების შესახებ;

გ) სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ვეტერინარულ-სანიტარიული ნორმებისა და წესების დამტკიცების შესახებ;

დ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურების (ვეტერინარული აფთიაქები, სავაჭრო ობიექტები, კლინიკები, კოსმეტიკური კაბინეტები და სხვა ობიექტები) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ;

ე) აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებსა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), კვებისა და სავაჭრო ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების (ლაბორატორიების) ტიპობრივი წესის დამტკიცების შესახებ;

ვ) ეპიზოოტიური, ზოოზონური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულის და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ;

ზ) საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ;

თ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ლაბორატორიების (სადიაგნოსტიკო განყოფილების) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ;

ი) ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის, საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ;

კ) მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოო წესით) დამამზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ;

ლ) ცხოველთა (მათ შორის, ფრინველის, ფუტკრის, თევზის, ყველა სახის წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის და სხვა), მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტული გადაზიდვების ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ;

მ) საკლავი ცხოველების ვეტერინარული შემოწმების და ხორცისა და ხორცის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების დამტკიცების შესახებ;

ნ) ცხოველთა საკარანტინო წესების დამტკიცების შესახებ;

ო) ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) წარმოების, შენახვის, გადაზიდვის, ექსპორტის, რეექსპორტისა და იმპორტის, აღრიცხვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

პ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ;

ჟ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ;

რ) ცხოველთა ხორცის დადამღვის წესის დამტკიცების შესახებ;

ს) საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

ტ) ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 43. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის მე-10 მუხლი ამოქმედდეს „ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან.

2. ამ კანონის 321 მუხლი ამოქმედდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის დღიდან.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1995 წლის 14 ივნისი

№757

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

2. საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი 41, 08.10.1997 წ., გვ.29

3. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი 2033 - სსმ I, 20(27) 09.06.1999 წ., მუხ.97

4. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი 63 - სსმ I, 47(54) 09.12.1999 წ., მუხ.239

5. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28 24.07.2000 წ., მუხ.88

6. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2209 - სსმ I, №13 02.06.2003 წ., მუხ.75

7. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

 

 

 

22. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6155-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 21. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5952-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 20. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5629-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 19. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4145 - სსმ, 76, 29/12/2010 18. 28/10/2010 - საქართველოს კანონი - 3778-IIს - სსმ, 63, 10/11/2010 17. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3592-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 16. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2466 - სსმ, 49, 30/12/2009 15. 10/08/2009 - საქართველოს კანონი - 1588 - სსმ, 26, 27/08/2009 14. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 875 - სსმ, 41, 30/12/2008 13. 18/06/2008 - საქართველოს კანონი - 24 - სსმ, 11, 04/07/2008 12. 29/11/2007 - საქართველოს კანონი - 5511 - სსმ, 43, 12/12/2007 11. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5121 - სსმ, 27, 17/07/2007 10. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4235 - სსმ, 50, 30/12/2006 9. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2568 - სსმ, 59, 31/12/2005 8. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1782 - სსმ, 40, 18/07/2005 7. 26/10/2004 - საქართველოს კანონი - 503 - სსმ, 33, 12/11/2004 6. 05/07/2003 - საქართველოს კანონი - 2209 - სსმ, 13, 02/06/2003 5. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 4. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 3. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2033 - სსმ, 20(27), 09/06/1999 2. 16/09/1997 - საქართველოს კანონი - 846 - პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997 1. 19/04/1996 - საქართველოს კანონი - 193 - პარლამენტის უწყებანი, 008, 08/05/1996