„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5952-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340090000.05.001.016654
  • Word
5952-Iს
27/03/2012
ვებგვერდი, 12/04/2012
340090000.05.001.016654
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილ ების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№ 27–30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლმე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.“.

2. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4 . ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით და ყველა სახის გზავნილით (სარკინიგზოთი, საფოსტოთი, მათ შორის, მგზავრთა ხელბარგით) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელების შემოტანის აღკვეთის მიზნით საქართველოს სასაზღვრო გადასასვლელებში (საერთაშორისო მიმოსვლის რკინიგზის სადგურებში, ავტოსადგურებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, ავტოტრასებზე), უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონაში ხორციელდება სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ექსპორტ-იმპორტის და ტრანზიტული ტვირთების შემოწმება, ასევე შესაბამისი ღონისძიებები, ხოლო ტვირთების კეთილსაიმედოობასა და ვარგისობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში ან მათი ტრანსპორტირების ვეტერინარულ-სანიტარიული ნორმების დარღვევისას ხდება ტვირთების დაკავება, გაუვნებლება ან ამოღება-მოსპობა დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5952- I