დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 846 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/09/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.230.000.05.001.000.235 |
საქართველოს კანონი
საქართველოს რესპუბლიკის ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ნიადაგის დაცვის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში (საქართველოს „პარლამენტის უწყებები”, 1994 წ., №18, მუხ. 368) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“, „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „საქართველო“, „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება“.
2. მე-7 მუხლის პირველ აბზაცში სიტყვა „რესპუბლიკის” შეიცვალოს სიტყვით „ცენტრალური”.
3. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
II. „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში (საქართველოს „პარლამენტის უწყებები”, 1994 წ., №№21-22, მუხ. 450) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკა“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველო“.
2. მე-2 მუხლის ბოლო აბზაცში სიტყვა „რესპუბლიკური“ შეიცვალოს სიტყვით „შიდასახელმწიფოებრივი“.
3. მე-3 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „რესპუბლიკური“ შეიცვალოს სიტყვით „ცენტრალური“;
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 აბზაცში სიტყვა „რესპუბლიკური” შეიცვალოს სიტყვით „სახელმწიფო”.
4. კანონის ტექსტში მუხლთა პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
III. „ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში (საქართველოს „პარლამენტის უწყებები”, 1994-1995 წწ., №№27-30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კანონის სათაურში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის“ შეიცვალოს სიტყვით „საქართველოს“.
2. კანონის ტექსტში სიტყვა „მთავრობა“ შეიცვალოს სიტყვებით „აღმასრულებელი ხელისუფლება”, ხოლო სიტყვები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის”, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა” – სიტყვებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოები”.
3. თუ მუხლი შედგება რამდენიმე აბზაცისაგან, ისინი დაინომროს თანამიმდევრობით, არაბული ციფრებით, პუნქტებად, ხოლო პუნქტების აბზაცების თანამიმდევრობა აღინიშნოს ანბანის მიხედვით და ჩაითვალოს ქვეპუნქტებად.
4. პირველი მუხლის მე-8 პუნქტში სიტყვა „დადგენილებების” შეიცვალოს სიტყვებით „ნორმატიული აქტების”.
5. მე-14 მუხლის „ა” ქვეპუნქტში სიტყვები „სასაზღვრო ჯარების” და „უშიშროების სამსახურის” შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის“, „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს”.
6. მე-20 მუხლის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვა „რესპუბლიკური” შეიცვალოს სიტყვით „სახელმწიფო”, ხოლო „დ” ქვეპუნქტში – სიტყვით „საქართველოს”.
7. 24-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნები და საწარმოები აწარმოებენ მხოლოდ ვეტერინარულ პრეპარატებს სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც შედგენილია საერთაშორისო ტექნოლოგიური პროცესებისა და სტანდარტების დაცვით.
2. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული ვეტერინარული პრეპარატების ხარისხისადმი უშუალო კონტროლს აწესებს ვეტერინარული პრეპარატების სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრი.
8. 27-ე მუხლში სიტყვები „სასაზღვრო ჯარების“ შეიცვალოს სიტყვებით „სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის“, ხოლო სიტყვა „სამსახურის” – სიტყვით „სამინისტროს”.
9. 30-ე მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვა „საზღვარგარეთის” შეიცვალოს სიტყვით „უცხო”, ხოლო ამავე მუხლის მეორე პუნქტში სიტყვები „რესპუბლიკის მმართველობის ცენტრალური“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების“.
10. მე-40 მუხლის მეორე პუნქტში სიტყვა „რესპუბლიკის” შეიცვალოს სიტყვით „საქართველოს”.
IV. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 16 სექტემბერი.
№846–Iს
დოკუმენტის კომენტარები