„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5511
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 43, 12/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.05.001.003.066
  • Word
5511
29/11/2007
სსმ, 43, 12/12/2007
340.090.000.05.001.003.066
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ვეტერინარიის სამსახურის ურთიერთობა სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან

საქართველოში ვეტერინარიის პროფესიული საქმიანობა ხორციელდება სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთქმედებით.“.

2. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარული სამსახურების ქვემდებარეობა

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები პროფესიულ საქმიანობაში უშუალოდ ექვემდებარებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო ტერიტორიული მმართველობის საკითხებში – ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს.“.

3. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის განმახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება

ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

 ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 29 ნოემბერი.

№5511–რს