საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5629-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2011
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 110070000.05.001.016582
  • Word
5629-რს
27/12/2011
ვებგვერდი, 30/12/2011
110070000.05.001.016582
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

      მუხლი 1. „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 26.12.2001, მუხ. 137) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91

1. ამ კანონის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომ − სააგენტო), რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონით, დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს ნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ხოლო სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

2. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სააგენტოს უფლება აქვს, გადამოწმების მიზნით გამოიძახოს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 მუხლი:

მუხლი 631

1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და მის ბაზაზე, სააგენტოს გარდაქმნის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შეიქმნას ანალოგიური ფუნქციებისა და უფლებამოსილებების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა:

ა) დაამტკიცოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულება;

ბ) უზრუნველყოს სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

გ) 2012 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივ აქტებს 2012 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა.“.

მუხლი 2. „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 635) მე-20 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლი, ასევე საკვებდანამატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის ზედამხედველობა და ამ საკითხებზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან თანამშრომლობა;“.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                     მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 27 დეკემბერი.

№5629-რს