დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3778-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 63, 10/11/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340090000.05.001.016067 |
საქართველოს კანონი
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ“ ქვეპუნქტი:
„ხ) ვეტერინარული სერტიფიკატი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატი.“.
2. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 28 ოქტომბერი.
№3778–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები