„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 02/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 280.070.000.05.001.001.261
  • Word
2209
05/07/2003
სსმ, 13, 02/06/2003
280.070.000.05.001.001.261
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ვეტერინარიის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, ივნისი, 1995 წელი, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. სახელმწიფო ვეტერინარიის ორგანიზაციების და დაწესებულებების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. სახელმწიფო ვეტერინარიის ორგანიზაციები და დაწესებულებები ფინანსდება არასაბიუჯეტო შემოსავლებით და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”. საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროებიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები, აგრეთვე მოსაკრებლის სახით მიღებული შემოსავლები შესაბამისი საკანონმდებლო და საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით ხმარდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორცილებას.”.

2. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37. ვეტერინარიის მომსახურების ხარჯები

ლაბორატორიული გამოკვლევების, სასზღვრო-გამშვებ პუნქტებში (საბაჟოებში) საკარანტინო მომსახურების, ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემის, სავაჭრო ობიექტებში ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური ნედლეულის, მცენარეული და ყველა სხვა პროდუქტის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზისა და სხვა ღონისძიებების განხორცილებისათვის მოსაკრებელი გადაიხდება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და ოდენობით.”.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 7 მაისი.

№2209