დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“ვეტერინალური მედიცინის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 193 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/04/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 008, 08/05/1996 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 08/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 340.090.000.05.001.000.135 |
საქართველოს კანონი
„ვეტერინარული მედიცინის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„ვეტერინარული მედიცინის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 14 ივნისის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №№ 27-30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის ტექსტში სიტყვები: „ვეტერინარული მედიცინა“, „მინისტრთა კაბინეტი“, „საქართველოს რესპუბლიკა“, „სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო“, „ვეტერინარული მედიცინის სახელმწიფო ინსპექცია“, "ვეტერინარული მედიცინის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი“, "ფურაჟი“ შეიცვალოს შესაბამისად სიტყვებით: „ვეტერინარია“, „მთავრობა", „საქართველო“, „სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო“, „ვეტერინარიის დეპარტამენტი“, „ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე", "ცხოველთა საკვები“.
2. პირველი მუხლის მე-8 ნაწილში სიტყვა „მთავრობის“ შეიცვალოს სიტყვებით „აღმასრულებელი ხელისუფლების“.
3. მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ვეტერინარული მედიცინის სახელმწიფო ინსპექცია“, და მის ნაცვლად ჩაემატოს სიტყვები „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი“, – შემდეგ როგორც ტექსტშია.
4. მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლოს სიტყვის „შემთხვევაში" შემდეგ ჩაემატოს სიტყვა „დროული დიაგნოსტიკა“, – შემდეგ როგორც ტექსტშია.
მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვეტერინარულ-სანიტარული თვალსაზრისით კეთილხარისხოვანი მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის წარმოებაზე კონტროლი მათი საიმედობის უზრუნველსაყოფად“.
5. მე-10 მუხლის მე-3 ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „ტექნიკუმებში ან" – შემდეგ როგორც ტექსტშია.
6. მე-11 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„განსაკუთრებით მავნე პირობებში მომუშავე ვეტერინარი სპეციალისტებისა და ტექნიკური მუშაკების (ბაქტერიოლოგების, ვირუსოლოგების, ანატომების, პათანატომების, ტოქსიკოლოგების, რენტგენოლოგების, დეზინფექტორების, დეზინსექტორების, დერატიზატორების, ეპიზოოტიებთან ბრძოლის ექსპედიციებისა და რაზმების, მათთან გათანაბრებული სხვა სპეციალისტების), აგრეთვე მაღალმთიან რაიონებში მომუშავე ვეტერინარული ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასი გაიზრდება 20%-ით“.
7. მე-13 მუხლის პირველ ნაწილში ამოღებულ იქნეს სიტყვები „ვეტერინარული მედიცინის და ბიოლოგიური მრეწველობის კორპორაცია“ და მის ნაცვლად ჩაემატოს სიტყვები „ზოოვეტერინარული მომარაგების რესპუბლიკური ბაზა“, – შემდეგ როგორც ტექსტშია; ხოლო სიტყვას „სადეზინსექციო“, შემდეგ დაემატოს სიტყვა „სადერატიზაციო“.
მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, მის პირველ მოადგილეს – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით".
მუხლს დაემატოს მერვე ნაწილი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტთა თავმჯდომარეები იმავდროულად ითვლებიან საქართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრების მოადგილეებად“.
8. მე-16 მუხლის სათაური და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 16. საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახურების ქვემდებარეობა
საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რაიონების, ქალაქების ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახურები პროფესიულ და ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ საკითხებში უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტს, ხოლო ტერიტორიული მმართველობის საკითხებში – შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს“.
9. მე-17 მუხლის მე-2 ნაწილში სიტყვას „საწარმოებში“, შემდეგ დაემატოს "მათ შორის სავაჭრო ობიექტების, საზოგადოებრივი კვების მაცივრებში" – შემდეგ როგორც ტექსტშია.
მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოში დამზადებული ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული ვეტერინარული პრეპარატების წარმოებასა და ხარისხზე კონტროლი, ასევე იმპორტული პრეპარატების რეგისტრაცია და ხარისხზე კონტროლი“.
მე-6 ნაწილში სიტყვების "არაგადამდები დაავადებების“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვა „ლოკალიზაცია“, – შემდეგ როგორც ტექსტშია.
მე-7 ნაწილში სიტყვების „მცენარეული საკვები პროდუქტების“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „ექსპერტიზა, ხარისხის განსაზღვრა და სერტიფიკაცია“, – შემდეგ როგორც ტექსტშია.
მე-9 ნაწილში სიტყვა „ნედლეულის“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვა „წარმოების“ – შემდეგ როგორც ტექსტშია.
10. მე-20 მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვა „ცენტრალური“ შეიცვალოს სიტყვით „რესპუბლიკური“, ხოლო სიტყვის „დებულებების“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „ინსტრუქციების, ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახურებში ნაწილობრივ ფასიანი მომსახურების პრეისკურანტის“, – შემდეგ როგორც ტექსტშია.
მე-5 ნაწილში სიტყვის „ტრანზიტზე“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვა "ვეტერინარული“ – შემდეგ როგორც ტექსტშია.
მე-8 ნაწილის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ცხოველების, მეცხოველეობის და მცენარეული პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების და ნედლეულის გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვის, რეალიზაციისა და ვეტერინარიის საკითხებზე ნორმატიული აქტების შემუშავება".
მუხლს დაემატოს მე-10 ნაწილი და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ ვეტერინარიის საკითხებზე კანონით დადგენილი წესით გამოცემული ბრძანებები, განკარგულებები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებანი, დასკვნები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სამინისტროსა და უწყებისათვის, ორგანიზაცია – დაწესებულებისა და მოქალაქისათვის“.
11. 21-ე მუხლის სათაურსა და ტექსტში და 22–ე მუხლის ტექსტში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების“.
21-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში დაავადებების საწინააღმდეგო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება".
12. 23-ე მუხლში სიტყვის „ტერიტორიებზე“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები "მაწანწალა და უპატრონო ცხოველების დაჭერა-მოსპობაზე“, – შემდეგ როგორც ტექსტშია.
13. 30-ე მუხლის ბოლო ნაწილში სიტყვის „მეურნეობები“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვა „მაცივრები“, – შემდეგ როგორც ტექსტშია.
14. 35-ე მუხლის პირველ ნაწილში, 36-ე და მე-40 მუხლებში სიტყვები „საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი“ შეიცვალოს სიტყვებით :საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება“.
35-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "სახელმწიფოს მიერ ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან ცენტრალიზებულად, ასევე არასაბიუჯეტო საშუალებებით“.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი, 1996 წლის 19 აპრილი
№193–IIს
დოკუმენტის კომენტარები