„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 503
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 12/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.05.001.001.584
  • Word
503
26/10/2004
სსმ, 33, 12/11/2004
340.090.000.05.001.001.584
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

ვეტერინარიის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

           მუხლი 1.

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №27-30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ვეტერინარულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) – სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომლის მიზანია ყველა სახის ცხოველის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის, წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების, ემბრიონების, ცხოველთა კვერც-ხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის (შემდგომში – ცხოველები) სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა, ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით სრულფასოვანი და კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება და ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან მოსახლეობისა და ქვეყნის ტერიტორიის დაცვა;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური – იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ერთიანი სისტემა, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო საკონტროლო-საზედამხედველო საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში ატარებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს ცხოველთა მფლობელებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა სახის ობიექტის მესაკუთრეების მიმართ, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა;

გ) სუბპროდუქტები – შინაგანი ორგანოები, თავი, კუდი, ფეხები, ცური, ხორცის ჩამონაჭრები და სხვა პროდუქტები, რომლებიც მიღებულია ცხოველთა გადამუშავებისას;

დ) კერძო ვეტერინარული სამსახური – შესაბამისი სახელმწიფო ლიცენზიის მქონე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა საქმიანობა ვეტერინარიის სფეროში;

ე) კერძო ვეტერინარული საქმიანობა – ვეტერინარული განათლების და დამოუკიდებელი ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა;

ვ) სერტიფიცირება – კერძო ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭება;

ზ) ეპიზოოტია – გადამდები სნეულებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში;

თ) ეპიზოოტიური მდგომარეობა – განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დროის გარკვეულ მონაკვეთში გადამდები სნეულებების წარმოშობისა და გავრცელების შესახებ მონაცემების ერთობლიობა;

ი) ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებები – გადამდები სნეულებების ზოგად-პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო ღონისძიებების ერთობლიობა;

კ) არაგადამდებ სნეულებათა საწინააღმდეგო ღონის-ძიებები – პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების, მათ შორის, ქირურგიული, კოსმეტიკური, გინეკოლოგიური და სხვა სპეციალური ოპერაციების, ერთობლიობა;

ლ) ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები – სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება და გარემოში გადამდები სნეულებების აღმძვრელისა და მათი გადამტანების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ერთობლიობა;

მ) ზოოანთროპონოზური სნეულებები – ისეთი ინფექციური და ინვაზიური სნეულებები, რომლებიც ადამიანს ცხოველებიდან გადაეცემა;

ნ) ზოონოზური სნეულებები – ისეთი ინფექციური და ინვაზიური სნეულებები, რომლებიც ცხოველებს ცხოველებიდან გადაეცემა;

ო) სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი – ვეტერინარული საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ვეტერინარულ-ინსპექტორულ კონტროლს, ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედვე-ლობას ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტიმპორტზე, ტრანზიტზე, შენახვასა და რეალიზაციაზე, აგრეთვე ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ხარისხის კონტროლს;

პ) ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა – სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე მუდმივი მეთვალყურეობა, რომე-ლიც უზრუნველყოფს დასენიანებული ცხოველების გადაყვანის, ვეტერინარული თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის დამზადების, გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის აღკვეთას;

ჟ) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი – სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორების საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა სახის ობიექტზე ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს;

რ) ვეტერინარულ-სანიტარიული შეფასება – ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა, რომელიც განსაზღვრავს ვეტერინარული თვალსაზრისით ცხოველის ტანხორცისა და შინაგანი ორგანოების, მეცხოველეობის სხვა პროდუქციის კეთილსაიმედოობას;

ს) ვეტერინარული ლაბორატორიული გამოკვლევა (ექსპერტიზა) – ლაბორატორიული მეთოდებით ცხოველთა სნეულებების აღმძვრელის დადგენა, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ხარისხის შემოწმება და ვეტერინარული თვალსაზრისით მეცხოველეობის პროდუქციის კეთილსაიმედოობის მაჩვენებლების განსაზღვრა;

ტ) ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა – ვეტერინარული საქმიანობის მოსაწეს-რიგებლად მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობა;

უ) მეცხოველეობის პროდუქცია – ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის და ცხოველთა საკვებად, აგრეთვე ფარმაცევტული და საწარმოო გამოყენებისათვის:

უ.ა) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის საკვებად: ხორცი, ხორცის პროდუქტები, შინაგანი ორგანოები და სხვა სუბპროდუქტები, კვერცხი, კვერცხის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები;

უ.ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ცხოველთა საკვებად: ხორცის, ღვიძლის, ძვლის, სისხლის, ფრთაბუმბულის, ცხიმოვანი ქსოვილებისა და პროტეინული ნარჩენების (კრეტონი) ფქვილი და რძის პროდუქტები;

უ.გ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ფარმაცევტული წარმოებისათვის: ორგანოები, ჯირკვლები, ქსოვილები და ცხოველების ორგანული სითხეები;

უ.დ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია საწარმოო გამოყენებისათვის: ტყავი, ქურქი, მატყლი, ბეწვი, ჯაგარი, ფრთა-ბუმბული, რქები, ჩლიქები, ძვლები, სისხლი, ნაწლავები და რძის პროდუქტები;

ფ) ცხოველთა საკვები – ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების საწარმოო წესით გადამუშავების შედეგად მიღებული ყველა სახის ცხოველთა საკვები;

ქ) ცხოველთა საკვებდანამატი – ბუნებრივი ან სინთეზირებული ნივთიერებები (ნაერთები), რომლე-ბიც განკუთვნილია ცხოველთა საკვების ვიტამინოვან-მინერალური შემადგენლობის გასამდიდრებლად;

ღ) სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტი – ყველა სახის ცხოველის ფერმერული, გლეხური, ოჯახური საწარმო და ჯიშ-საშენი მეურნეობა, ფაბრიკა, ინკუბატორი; ცხოველთა გადასაყვანი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება; მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემგროვებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეა-ლიზაციო ობიექტები; სამრეწველო მაცივრები (მაცივარკომბინატები) და კვების ობიექტები; ცხოველთა საკვების, საკვებდანამატების დამამზადებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) მწარმოებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; ვეტერინარული დანიშ-ნულების ყველა სახის ობიექტი; ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ობიექტები, აგრარული ბაზრები, ბაზრობები და სხვა სავაჭრო ობიექტები;

ყ) მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო – სამრეწველო საწარმო, რომელიც ახორციელებს მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამუშავებას, მათგან კვების პროდუქტების და მეცხოველეობასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სხვა პროდუქციის დამზადებას, შენახვასა და რეალიზაციას ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ტექნოლოგიური პარამეტრების სრული დაცვით, მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად;

შ) მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემნახველი საწარმო – საწარმო, რომელიც განკუთვნილია ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით, შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმში მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შესანახად მათი გაფუჭების თავიდან აცილების მიზნით. ასეთი საწარმოს აღჭურვილობა და ფუნქციონირების პირო-ბები უნდა აკმაყოფილებდეს ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს;

ჩ) ცხოველების და მეცხოველეობის ნედლეულის დამამზადებელი საწარმო – საწარმო, რომელიც ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების დაცვით ახორციელებს ცხოველების და მეცხოველეობის ნედლეუ-ლის დამზადებას;

ც) სამრეწველო გადამუშავება – საწარმოში (ქარხანაში) მეცხოველეობის ნედლეულიდან სასაქონლო (მზა) პროდუქციის დამზადება ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ტექნოლოგიური პარამეტრების სრული დაცვით, ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.“.

2. მე-2–5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ვეტერინარული სამსახური

ვეტერინარული სამსახური არის კვალიფიციური ვეტერინარი სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების თეორიული და პრაქტიკული საქმიანობა, აგრეთვე ვეტერინარიის სფეროში ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირთა სამეწარმეო საქმიანობა.

           მუხლი 3. ვეტერინარული საქმიანობის განმა-ხორციელებელი სახელმწიფო სამსახურები

ვეტერინარულ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტები და მათი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები.

           მუხლი 4. სახელმწიფო ვეტერინარული სამსა-ხურების მიზნები და ამოცანები

1. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების მიზნებია:

ა) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა;

ბ) მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან;

გ) საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნე-ბიდან ცხოველთა სნეულებების აღმძვრელების შემოტანისაგან.

 2. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების ამოცანებია:

ა) ცხოველთა გადამდები და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებაზე ზედამხედველობა;

ბ) ცხოველთა დაკვლაზე, მეცხოველეობის პროდუქციის დამზადებაზე, გადამუშავებასა და შენახვაზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;

გ) ცხოველებით, მეცხოველეობის პროდუქციით ვაჭრობაზე (რეალიზაციაზე) ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;

დ) ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) წარმოებისა და ხარისხის კონტროლი;

ე) ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების ექსპორტ-იმპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;

ვ) ვეტერინარული ლაბორატორიული კვლევის ჩატარება;

ზ) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის ორგანიზება და განხორციელება.

           მუხლი 5. ვეტერინარული საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

ვეტერინარული საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსი, ეს კანონი, საქართველოს კანონი „ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები.“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. ვეტერინარ სპეციალისტთა მომზადება

1. საქართველოში ვეტერინარ სპეციალისტებს ამზადებენ უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლები (ფაკულტეტები).

2. უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების (ფაკულტეტების) კურსდამთავრებულებს მიღებული განათლების შესაბამისად ენიჭებათ ვეტერინარი ექიმის, ვეტერინარ-სანიტარიული ექიმის, ვეტერინარი ფარმაცევტისა და ვეტერინარი ფერშლის კვალიფიკაცია.

 3. ვეტერინარი ექიმის, ვეტერინარ-სანიტარიული ექიმისა და ვეტერინარი ფარმაცევტის მომზადება ხდება „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. კერძო ვეტერინარული საქმიანო-ბის უფლება

კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ვეტერინარული განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში.“.

5. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განსაკუთრებით მავნე პირობებში მომუშავე ვეტერინარი სპეციალისტებისა და ტექნიკური მუშაკების (ბაქტერიოლოგების, ვირუსოლოგების, ანატომების, პათანატომების, ტოქსიკოლოგების, რენტგენოლოგების, დეზინფექტორების, დეზინსექტორების, დერატიზატორების, ეპიზოოტიებთან მებრძოლი სტრუქტურების მუშაკებისა და მათთან გათანაბრებული სხვა სპეციალისტების), აგრეთვე მაღალმთიან რაიონებში მომუშავე ვეტერინარული ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასი გაიზრდება 20%-ით.“.

6. მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. ვეტერინარი სპეციალისტების წახალისება და დაჯილდოება

ვეტერინარი სპეციალისტების წახალისება და დაჯილდოება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

           მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური

1. ვეტერინარიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი. იგი ახორციელებს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კერძო ვეტერინარული სამსახურის საქმიანობის კოორდინაციას და საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო ეპიზოოტიურ ბიუროში, მსოფლიო ვეტერინარულ ასოციაციასა და სხვა საერთაშორისო ვეტერინარულ ორგანიზაციებში.

2. საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური შედგება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბ-ლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტებისა და შესაბამისი სტრუქ-ტურული ერთეულებისაგან.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტებისა და ამ დეპარტამენტების სტრუქტურული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ვეტერინარული სამსახურების უფროსები იმავდროულად თანამდებობრივად არიან საქართველოს, აფხაზე-თისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორები, ხოლო მათი მოადგილეები – მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორების მოადგილეები.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტებისა და ამ დეპარტამენტების სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ვეტერინარული სამსახურების (გარდა ვეტერინარულ-ლაბორატორიული სისტემისა) ვეტე-რინარი სპეციალისტები იმავდროულად თანამდებობრივად არიან სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორები.“.

7. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-16 და მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარული სამსახურების ქვემდებარეობა

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტები პროფესიულ საქმიანობაში უშუალოდ ექვემდებარებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტს, ხოლო ტერიტორიული მმართველობის საკითხებში – ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს.

           მუხლი 17. სახელმწიფო ვეტერინარული სამ-სახურის ფუნქციები

სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსითა და ვეტერი-ნარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;

ბ) ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის (მცენარეული პროდუქციის) ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმების განხორციელებაზე კონტროლი და აგრარულ ბაზრებზე, ბაზრობებზე, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემ-ნახველ და სარეალიზაციო ობიექტებზე, სამრეწველო მაცივრებზე (მაცივარკომბინატებზე), კვების ობიექტებსა და ახალი ხორცით, თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტებზე ზედამხედველობა;

გ) საქართველოში დამზადებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ხარისხის კონტროლი;

დ) კერძო ვეტერინარული სამსახურების ლიცენზირება და მათი საქმიანობის ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი;

ე) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობათა შესრულება.“.

9. მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

     „მუხლი 19. კერძო ვეტერინარული სამსახურის მოვალეობანი

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ კერძო ვეტერინარულ სამსახურს საქმიანობის უფლება ეძლევა შესაბამისი სახელმწიფო ლიცენზიის მიღების შემდეგ.

2. კერძო ვეტერინარულ სამსახურს ევალება:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული ტიპობრივი წესდებისა და ვეტერინარიის დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელოს ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკურ-სამკურნალო და საკარანტინო აღმკვეთი ღონისძიებები;

ბ) ცხოველების ინფექციური, მასობრივი გადამდები ან არაგადამდები სნეულებების გაჩენის შემთხვევები დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს;

გ) აწარმოოს ვეტერინარული საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვა და ამის თაობაზე მიაწოდოს პერიოდული ინფორმაცია შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურს;

დ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსითა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.“.

11. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური და არა-გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავება;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციის, ცხოველთა საკვებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების ექსპორტ-იმპორტსა და ტრანზიტზე ვეტერინარული ნებართვის გაცემა;“;

გ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამამულო ბიოლოგიური, ქიმიური, ფარმაკოლოგიური, სხვა ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების), საკვებდანამატების გამოყენების კონტროლის განხორციელება; ჯანმრთელ ცხოველებსა და მეცხოველეობის პროდუქციის ხარის-ხზე აღნიშნული პრეპარატების მოქმედების განსაზღვრა და მათ გამოყენებაზე ტექნიკური დოკუმენტების გაფორმება-დამტკიცება;

თ) ცხოველების და მეცხოველეობის პროდუქციის გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვის, რეალიზაციისა და ვეტერინარიის საკითხებზე ნორმატიული აქტების შემუშავება;“.

12. 21-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში სნეუ-ლებების საწინააღმდეგო პროგრამების განსახორციე-ლებლად შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება;“;

ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური, ცხოველების მასობრივი გადამდები და არაგადამდები სნეულებების პროფილაქტიკისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველწლიურად საჭირო თანხების, სახელმწიფო ვეტერინარული სამსა-ხურისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, სამაცივრო დანადგარების, ლაბორატორიული მოწყობილობების, სპეციალური, სადეზინფექციო, სასწრაფო ვეტერინარული დახმარების ავტოტრანსპორტისა და სხვა საშუალებების, აგრეთვე მათ შესასყიდად ფულადი სახსრების გამოყოფა;

დ) ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების კერების ლოკალიზაცია, მათი ლიკვიდაციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი თანხებისა და სხვა ვეტერინარული საშუალებების გამოყოფა;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების შემოტანა-გავრცელების აღმკვეთ ღონისძიებათა გატარებაზე კონტროლის დაწესება;“.

13. 22-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კანონისა და ვეტერინარიის სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ვეტერინარული საქმიანობის ორგანიზება;“;

ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცხოველების საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში გადამდები სნეულებებისაგან დაცვის მიზნით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ეპიზოოტიური ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლის დაწესება;

დ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებების პროფილაქტიკისა და ინფექციის კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად ღონისძიებების შემუშავება;“.

14. 23-ე მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მაწანწალა და უპატრონო ცხოველების დაჭერა-მოსპობაზე და საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარ-ტამენტების რაიონული და საქალაქო სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების წარდგინების საფუძ-ველზე ცხოველების საშიში სნეულებების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის, სამეურნეო საქმიანობის განსაკუთრებული პირობებისა და რეჟიმის დაწესება და მოხსნა;

ბ) მეცხოველეობის ფერმების, საძოვრების, მეცხოველეობის პროდუქციის გადამამუშავებელ და შესანახ ობიექტებში ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების მეშვეობით;“;

ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში მასობრივი გადამდები და არაგადამდები სნეულებების პროფილაქტიკისა და ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის საკითხებზე მიღებული აქტების შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

თ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მკვდარი ცხოველების (ლეშის), პირობითვარგისი ხორცის, ხორცპროდუქტების, მეცხოველეობის პროდუქციის გასაუვნებელი საუტილიზაციო საამქროების, სამარხი ორმოების მოწყობა და მათ ფუნქციონირებაზე კონტროლის განხორციელება;“.

15. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 24. ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) წარმოება და მათი ხარისხის კონტროლი

1. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) ხარისხზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინის-ტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი.

2. აკრძალულია ისეთი ვეტერინარული პრეპარატების (საშუალებების) წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში.

3. აკრძალულია ვაქცინების, სადიაგნოსტიკო საშუალებების, ქიმიურ-ფარმაცევტული და სხვა პრეპა-რატების, საკვებდანამატებისა და მიკროელემენტების ნარჩენების გამოყენება.“.           

16. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“–„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონ-მდებლობით და საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და წესების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგა-ნიზაციებში, დაწესებულებებში, საწარმოებში, კორპორაციებსა და სხვა ობიექტებში, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, ასევე კერძო ორგანიზაცია-საწარმოებში კანონით დადგენილი წესით შესვლა და მათი შემოწმება;

ბ) ეპიზოოტიის საწინააღმდეგო და სხვა ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებების განსახორციელებლად ვეტერინარული წესებისა და ნორმების დარღვევათა აღმოფხვრის მოთხოვნა;

გ) ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების გაჩენა-გავრცელების მიზეზებისა და ადამიანისათვის საკვებად უვარგისი, ეკოლოგიური და ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება-გამოყენების შემთხვევების გამოვლენა;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ცალკეულ ან მთელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში კარანტინისა და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გატარება, რომელთა მიზანია ცხოველების საშიში, მასობრივი გადამდები და არაგადამდები სნეულებების თავიდან აცილება, მათი კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაცია;“;

გ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) განსაკუთრებით საშიში სნეულებების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით ეპიზოოტიური სიტუაციის შესაბამისად ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და ვაქცინაციის, აგრეთვე ცხოველების ან მეცხოველეობის პროდუქციის ჩამორთმევა-განადგურების შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება;

ი) მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების, გადაზიდვისა და რეალიზაციის შეჩერება ან აკრძალვა საჭირო ღონისძიებათა განხორციელებამდე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრამდე;“.

17. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტო-ნომიური რესპუბლიკების, რაიონებისა და ქალაქების მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორები და მათი მოადგილეები, აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და სპეციალისტები, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს, არიან შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები და მათ იცავს სახელმწიფო.“.

18. 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

19. V კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარი V. ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა“.

20. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების მწარმოებელ, გადამამუშავებელ, შემნახველ და სარეალიზაციო ობიექტებზე ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლისა და ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამ-ხედველობის განხორციელება

1. მეცხოველეობის ობიექტების, ვეტერინარული ობიექტების, ბიოლოგიური კომბინატების, ბიოლოგიური ფაბრიკების, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) მწარმოებელი ობიექტების, აფთიაქების, ბაზების, სამაცივრო სისტემების, მეფრინველეობის ფაბრიკების, აგრარული ბაზრების (ბაზრობების), აგრეთვე ხორცით, სუბპროდუქტე-ბით, კვერცხით, უმი რძითა და თევზით მოვაჭრე ობიექტების, ხორცკომბინატების, სასაკლაოების, საძეხვე და ხორცის გადამამუშავებელი სხვა საამქროების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ობიექტების, ყველა სახის ფერმერული და გლეხური კერძო მეურნეობების, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ობიექტების დაგეგმარების და მშენებლობის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცხოვე-ლების შენახვის, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავების სანიტარიული პირობები, რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელებით.

2. ვეტერინარული ობიექტებისათვის, ცხოველებისა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი, მწარმოებელი და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ობიექტებისათვის მიწის ფართობის გამოყოფა, მშენებლობის, რეკონსტრუქციის და საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცება და ობიექტების საექსპ-ლუატაციოდ გადაცემა შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის დასკვნის საფუძველზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაცია შეესაბამება დადგენილ ვეტერინარულ-სანიტარიულ წესებსა და ნორმებს.

3. სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს უფლება აქვთ ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ნორმების დარღვევის შემთხვევაში ვეტერინარული ობიექტების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მიმართონ სასამართლოს.“.

21. 29-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცხოველების საკვებისა და საკვებდანამატების ვარგისიანობის შესახებ ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნები და ნორმები მტკიცდება საერთაშორისო ვეტერინარული წესის მოთხოვნების შესაბამისად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცხოველების გადაყვანა-გადარეკვა ხორციელდება ვეტერინარული მოთხოვნების დაცვით, სახელმწიფო ვეტერინარულ სამსახურებთან შეთანხმებული მარშ-რუტით.“.

22. 30-ე – 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. საქართველოს ტერიტორიის დაცვა უცხო ქვეყნებიდან ცხოველთა საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელების შემოტანისაგან

1. საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ნებადართულია მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველების შემოყვანა და ასეთი ცხოველებისაგან მიღებული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემოტანა.

2. აუცილებელია, ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა იყოს ცხოველთა გადამდები სნეულებების თვალსაზრისით კეთილსაიმედო.

3. საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ცხოველების შემოყვანა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების შემოტანა ან საქართველოდან მათი გაყვანა, გატანა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ნებართვით.

4. ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით და ყველა სახის გზავნილებით (სარკინიგზო, საფოსტო, მათ შორის, მგზავრთა ხელბარგით) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრე-ლების შემოტანის აღკვეთის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები საქართველოს სასაზღვრო გადასასვლელებში (საერთაშორისო მიმოსვლის რკინიგზის სადგურებში, ავტოსადგურებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, ავტოტრასებზე), უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონაში ახორციელებენ სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემ-დებარებული ექსპორტ-იმპორტის და ტრანზიტული ტვირთების შემოწმებას, შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, ვეტსერტიფიკატებისა და ვეტმოწმობების გაფორმებას ტვირთგადაზიდვების განხორციელების შემდგომი უფლებით, ხოლო ტვირთების კეთილსაიმედოობასა და ვარგისიანობაში ეჭვის შეტანის შემთხვე-ვაში ან მათი ტრანსპორტირების ვეტსანიტარიული ნორმების დარღვევისას ახდენენ ტვირთების დაკავებას, გაუვნებლობას ან ამოღება-მოსპობას დადგენილი წესით.

5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ცხოველთა გაყვანა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქ-ტების, ცხოველთა საკვების და სახელმწიფო ვეტერი-ნარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების გადაზიდვა ნებადართულია მხოლოდ იმ ადგი-ლებში, სადაც ფუნქციონირებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარ-ტამენტის შესაბამისი სახელმწიფო სამსახურები.

           მუხლი 31. მეცხოველეობის პროდუქციის დამზადება, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია

1. მეცხოველეობის პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს და უნდა დამზადდეს ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების თვალსაზრისით კეთილსაიმედო ტერიტორიაზე.

2. საწარმოები, ორგანიზაციები (დაწესებულებები), უწყებები, მეურნეობები, რომლებიც ახორციელებენ მეცხოველეობის პროდუქციის დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას, ვალდებულნი არიან დაიცვან ვეტერინარულ-სანიტარიული და ეკოლოგიური მოთხოვნები.

           მუხლი 32. ცხოველებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების მფლობელების მოვალეობანი

ცხოველების მფლობელებისა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმოების, გლეხური და ფერმე-რული მეურნეობების, მეფრინველეობის ფაბრიკების, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდება-რებული ყველა სხვა სახის ობიექტების მფლობელები ვალდებულნი არიან:

ა) მკაცრად დაიცვან ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობები, არ დაუშვან ვეტერინარულ-სანიტა-რიული და ეკოლოგიური თვალსაზრისით არაკეთილ-საიმედო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია;

ბ) განახორციელონ სამეურნეო და სპეციალური ვეტერინარული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნ-ველყოფს ეპიზოოტიურ და ზოონოზურ კეთილსაიმედოობას;

გ) სათანადო ვეტერინარულ-სანიტარიულ წესრიგში იქონიონ ცხოველთა სადგომები და მათი საკვების გადამამუშავებელი და შესანახი საწარმოები;

დ) არ დაუშვან გარემოს დაბინძურება მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ნარჩენებით;

ე) დაიცვან ცხოველების სადგომების, მეცხოვე-ლეობის პროდუქციის შესანახი და სარეალიზაციო ობიექტების მშენებლობის და ექსპლუატაციის ზოო-ჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვ-ნები და ნორმები;

ვ) ცხოველების სნეულების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას დაუყოვნებლივ შეასრულონ სახელმწიფო ვეტერინარი სპეციალისტების მითითება, აგრეთვე დადგენილ ვადაში უზრუნველყონ ცხოველთა ეპიზოოტიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური გეგმური და იძულებითი ვაქცინაციის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მკურნალობის და სხვა ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება;

ზ) არ დაუშვან ვეტერინარი ექიმის ნებართვისა და ვეტერინარული შემოწმების გარეშე ცხოველთა დაკვლა, დაკლული ცხოველის ხორცისა და სუბპრო-დუქტების რეალიზაცია;

თ) ცხოველებითა და მეცხოველეობის ნედლეულითა და პროდუქტებით ივაჭრონ მხოლოდ აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებზე და სპეციალურ სავაჭრო ობიექტებში ვეტერინარული და ვეტერინარულ-სანი-ტარიული შემოწმების შემდეგ.“.

23. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321  მუხლი:

     „მუხლი 321. ცხოველთა დაკვლისას ვეტერინარული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

1. ცხოველების სახორცედ დაკვლა მათი რეალიზაციის მიზნით დაიშვება მხოლოდ ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ, შესაბამისი ლიცენზიის მქონე სასაკლაოებზე.

2. სასაკლაოების რაოდენობა, ტიპობრივი წესი, მათ შექმნასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

3. თითოეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში აუცილებელია არანაკლებ ერთი სასაკლაოს არსებობა.“.

24. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. ცხოველების განსაკუთრებით საშიში გადამდები სნეულებების დროს ცხოველე-ბის, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების ჩამორთმევა და განადგუ-რება

ცხოველთა განსაკუთრებით საშიში გადამდები სნეულებების (რომლებიც განსაზღვრულია საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფებში) ლიკვიდაციისას, მათი გაჩენის საშიშროებისას, მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტისას, ქვეყნის შიგნით გადაზიდვისას, წარმოებისას და რეალიზაციისას ვეტერინარულ-სანიტარიული პირობების დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე დაინფიცირებული კერების ლიკვიდაციის დროს საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორების და მათი მოადგილეების, ქალაქებისა და რაიონების მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორების და მათი მოადგილეების გადაწყვეტილების საფუძველზე, დადგენილი წესით ხდება ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციისა და ცხოველთა საკვების ჩამორთმევა და მესაკუთრის ხარჯებით განადგურება.“.

25. VI კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კარი VI. მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებებისაგან“.

26. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 34. აგრარულ ბაზრებზე, ბაზრობებზე, ცხოველებისა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტებზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება

1. აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებზე, ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტებში, ცხოველებისა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახ-ველ და გადამამუშავებელ საწარმოებში (გარდა რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოე-ბისა), სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), მიუხედავად მათი ადმინისტრაციული დაქვემდებარებისა და სამართლებრივი ფორმისა, სავალდებულოა მათ სტრუქტურაში შემავალი, სათანადო წესით ლიცენზირებული, შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ვეტერინარი სპეციალისტით (სპეციალისტებით) დაკომპლექტებული ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების (ლაბორატორიების) ფუნქციონირება. რძისა და რძის პროდუქტების გადამამუ-შავებელ საწარმოებს ევალებათ უზრუნველყონ მიღებული ნედლეულის სათანადო გამოკვლევა ბრუცელოზსა და მასტიტზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ობიექტებზე, სადაც არ ფუნქციონირებენ ამ კანონით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამ-ხედველობის სამსახურები (ლაბორატორიები), იკრძალება ცხოველებით, მეცხოველეობის პროდუქციით (ხორცით, სუბპროდუქტებით, ხორცპროდუქტებით, რძითა და რძის პროდუქტებით, თევზით და თევზის პროდუქტებით, კვერცხით, მეფუტკრეობის პროდუქტებით და ა. შ.) ვაჭრობა.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ობიექტის ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურებისათვის (ლაბორატორიებისათვის) ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება შესაბამისად იწვევს ობიექტების ფუნქციონირების შეჩერებას ან საქმიანობის შეწყვეტას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებზე ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედოობის განსაზღვრას ექვემდებარება ცხოველები, ხორცი, სუბპროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი, შინაური ფრინველი და მისი ხორცი, ნანადირევი ცხოველებისა და ფრინველის ხორცი, კვერცხი, საკვები ცხიმები, თევზი, თაფლის და მეფუტკრეობის პროდუქტ-ნედლეული, მცენარეული პროდუქტები.

5. ტყავ-ნედლეულისა და ქურქ -ბეწვეულის რეალიზაცია დაიშვება მხოლოდ სათანადო წესით დამუშავება-კონსერვაციისა და მათზე ლაბორატორიული დასკვნის არსებობის შემთხვევაში.

6. აგრარული ბაზრების, ბაზრობების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელი, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების, სამრეწველო მაცივრების (მაცივარკომბინატების) და ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტების ხელმძღვანელები (ადმინისტრაცია) და ამ ობიექტებზე მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები (ლაბორატორიები) ვალდებულნი არიან ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო პროდუქციის გამოვლენისას დადგენილი წესით ჩამოართვან და გაანადგურონ მესაკუთრის ხარჯებით, რის შესახებაც უნდა აცნობონ ქალაქებისა და რაიონების საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის შესაბამის სამსახურებს.

7. აგრარული ბაზრების, ბაზრობების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელი, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების, სამრეწველო მაცივრების (მაცივარკომბინატების) და ახალი ხორცითა და თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტების ხელმძღვანელები (ადმინისტრაცია) ვალდებულნი არიან, ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები (ლაბორატორიები) უზრუნველყონ კეთილმოწყობილი სტანდარტული ფართობით, სამაცივრო სისტემებით, დანადგარ-მოწყობილობებით, მუდმივი ცხელი და ცივი წყლით და ელექტროენერგიით, სადიაგნოსტიკო საშუალებებით, ქიმიური რეაქტივებით, სპეციალური ტანსაცმლითა და სხვა აუცილებელი დამხმარე საშუალებებით.

8. ცხოველებისა და ადამიანისათვის საერთო საშიში სნეულებებით მოსახლეობის მოწამვლა-მოშხამვისაგან დაცვის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ვეტერინარიის დეპარტამენტები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია-ლური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ, ერთობლივ ღონისძიებებს.“.

27. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:

     „მუხლი 341. კვების ობიექტებზე ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

კვების ობიექტებს ეკრძალებათ ვეტერინარულ-სანიტარიულად შეუმოწმებელი, დაუდამღავი და სათანადო ვეტერინარული სერტიფიკატის (ცნობის) არმქონე მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შეძენა, გამოყენება და რეალიზაცია. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.“.

28. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.

29. 36-ე და 37-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. ეპიზოოტიების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსება

ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში ზოონოზური, ზოოანთროპონოზური გადამდები სნეულებე-ბის საწინააღმდეგო გეგმური პროფილაქტიკური და საკარანტინო ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება ცენტრალური და აფხაზეთისა და აჭარის ავტო-ნომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან (ეპიზოოტიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სნეულებების ნუსხის შესაბამისად).

           მუხლი 37. სხვა ვეტერინარული ღონისძიებების დაფინანსება

ამ კანონის 36-ე მუხლში აღნიშნული ღონისძიებების გარდა, ეპიზოოტიური პროფილაქტიკურ-საკარანტინო და სხვა ვეტერინარული ღონისძიებები ხორციელდება ცხოველთა მესაკუთრის ხარჯებით.“.

30. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“–„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების კერების სალიკვიდაციო ღონისძიებების არადროული ან არასრული განხორციელება;

დ) ვეტერინარული თვალსაზრისით კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქტებითა და სხვა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის სფეროში მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული წესების და ნორმების დაუცველობა;

ე) ცხოველებისათვის არაკეთილსაიმედო საკვების წარმოება-გამოყენება, რომელიც გახდა ან შესაძლოა გამხდარიყო ცხოველების მასობრივი გადამდები ან არაგადამდები სნეულებების გაჩენისა და გავრცელების მიზეზი;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებიდან ცხოველების საშიში სნეულებების აღმძვრელების შემოტანის აღკვეთის მიზნით აუცილებელი ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ნორმების შეუსრულებლობა;

ზ) ყველა სახის ტრანსპორტით ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციის, ცხოველთა საკვების, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საერთაშორისო და შიდა ტვირთების (საექსპორტო, საიმპორტო, სატრანზიტო) გადაზიდვების დროს ვეტერინარული წესების დაუცველობა;

თ) ვეტერინარული შემოწმების, ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედოობის დადგენისა და ვეტერინარული კონტროლის განმახორციელებელი სამსახურების დამღის გარეშე პროდუქტების გადატანა-გაყიდვა;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ტყავ-ნედლეულის, ქურქ-ბეწვეულისა და მეცხოველეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება-გამოყენების დროს ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების დაუცველობა;“.

31. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის განმახორციელებელი ვეტერინარიის სახელმწიფო ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა და ადმინისტრა-ციული სახდელის დაკისრება

 ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის სახელმწიფო ვეტერინარული ზედამხედველობის ორგანოს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

32. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. ვეტერინარიის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებები

თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში ვეტერინარიისა და მეცხოველეობის საკითხების, ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციის, ცხოველთა საკვების, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ გათვალისწინებული იქნება ამ კანონისა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმები.“.

33. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XI კარი:

„კარი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

           მუხლი 42. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ ერთობლივი ბრძანების გამოცემა, რომლითაც განისაზ-ღვრება ცხოველთა საკვებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ნუსხა, რომელთა დამზადებაზე, შენა-ხვაზე, ტრანსპორტირებაზე, იმპორტზე, ექსპორტზე, ტრანზიტულ გადაზიდვებსა და რეალიზებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ცალ-ცალკე ან ერთობლივად (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში) ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამი-ნისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბა-მისი სახელმწიფო ვეტერინარული და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების დებულების დამტკიცების შესახებ;

გ) სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ვეტერინარულ-სანიტარიული ნორმებისა და წესების დამტკიცების შესახებ;

დ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურების (ვეტერინარული აფთიაქები, სავაჭრო ობიექტები, კლინიკები, კოსმეტიკური კაბინეტები და სხვა ობიექტები) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ;

ე) აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებსა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), კვებისა და სავაჭრო ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების (ლაბორატორიების) ტიპობრივი წესის დამტკიცების შესახებ;

ვ) ეპიზოოტიური, ზოოზონური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულის და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ;

ზ) საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ;

თ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ლაბორატორიების (სადიაგნოსტიკო განყოფილების) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ;

ი) ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის, საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ;

კ) მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოო წესით) დამამ-ზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ;

ლ) ცხოველთა (მათ შორის, ფრინველის, ფუტკრის, თევზის, ყველა სახის წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის და სხვა), მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტული გადაზიდვების ვე-ტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ;

მ) საკლავი ცხოველების ვეტერინარული შემოწმების და ხორცისა და ხორცის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების დამტკიცების შესახებ;

ნ) ცხოველთა საკარანტინო წესების დამტკიცების შესახებ;

ო) ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) წარმოების, შენახვის, გადაზიდ-ვის, ექსპორტის, რეექსპორტისა და იმპორტის, აღრიცხვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

პ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ;

ჟ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ;

რ) ცხოველთა ხორცის დადამღვის წესის დამტკიცების შესახებ;

ს) საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

ტ) ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

           მუხლი 43. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის მე-10 მუხლი ამოქმედდეს „ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დღიდან.

2. ამ კანონის 321 მუხლი ამოქმედდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის დღიდან.“.

           მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 26 ოქტომბერი.

#503IIს