ვეტერინარიის შესახებ

  • Word
ვეტერინარიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 757
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 14/06/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 14/06/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.05.001.000.112
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
757
14/06/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 14/06/1995
340.090.000.05.001.000.112
ვეტერინარიის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (09/12/1999 - 13/07/2000)

საქართველოს კანონი

ვეტერინარიის შესახებ

ამ კანონით განსაზღვრულია ვეტერინარიის სამსახურის უფლება-მოვალეობანი, მისი ორგანიზაციული და საფინანსო-ეკონომიკური საფუძვლები. იგი საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად აწესრიგებს ზოგად საქმიანობას ვეტერინარიის სფეროში; განსაზღვრავს ვეტერინარულ-სანიტარიულ ნორმებსა და მოთხოვნებს, აწესებს სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის ფორმებსა და მეთოდებს.

კ ა რ ი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ვეტერინარიის ტერმინთა განმარტება

1. ვეტერინარია (ვეტერინარია) არის მეცნიერებისა და პრაქტიკული მოღვაწეობის ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შინაური და გარეული ცხოველების, ფრინველის, თევზის, ფუტკრის, ასევე ემბრიონების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითს დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობას; ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით კეთილხარისხოვანი მეცხოველეობის პროდუქტების, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის ნედლეულის (ტყავი, ქურქ-ბეწვეული, მატყლი, ჯაგარი, ძუა-ფაფარი, ფრთა-ბუმბული, სუბპროდუქტები, რქა, ჩლიქი, ძვალი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, სანთელი, დინდგელი და სხვა) წარმოებას; იგი მოიცავს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელთა მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო დაავადებებისაგან, საქართველოს ტერიტორიის დაცვა საზღვარგარეთიდან ცხოველების, ფრინველის, თევზის, ფუტკრის საშიში გადამდები დაავადებების აღმძვრელის შემოტანისა და გავრცელებისაგან; ვეტერინარია ახორციელებს მეცხოველეობისა და მემცენარეობის პროდუქტების ექსპერტიზას, აწესებს კონტროლს მათი ვარგისიანობის, შენახვისა და რეალიზაციისადმი.

2. ეპიზოოტია არის ცხოველებში საშიში ინფექციური დაავადებების მასობრივი გავრცელება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში.

3. ზოოანთროპონოზური (ზოონოზური) დაავადებები – ისეთი ჯგუფის სნეულებები, რომლებიც ცხოველებიდან გადაეცემათ ადამიანებს და აავადებს მათ (ცხოველებისა და ადამიანთა საერთო დაავადებები).

4. ეპიზოოტიური სიტუაცია – ქვეყნის ცალკეული რეგიონების ან ვრცელი ტერიტორიის შესწავლა-შეფასება ცხოველების გადამდები დაავადებების აღმძვრელების არსებობის დასადგენად.

5. ეპიზოოტის საწინააღმდეგო ღონისძიებანი – სპეციალურ და სამეურნეო ორგანიზაციულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებიც ხორციელდება გადამდები დაავადებების პროფილაქტიკის, აგრეთვე დაავადების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით.

6. ვეტერინარულ -სანიტარიული ექსპერტიზა – მეცხოველეობის, მემცენარეობისა და სხვა საკვები პროდუქტების კომპლექსური დიაგნოსტიკური გამოკვლევა, მათი ხარისხისა და ვარგისიანობის განსაზღვრის მიზნით.

7. ვეტერინარიის სახელმწიფო ინსპექტორული კონტროლი –სახელმწიფო ვეტერინარული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა (ვეტერინარი ინსპექტორების), საერთოდ ვეტერინარი სპეციალისტების საქმიანობა, რომლის მიზანია პირუტყვის მეპატრონეთა, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, ცხოველთა საკვების, ბიოლოგიური, მცენარეული, ქიმიური პრეპარატების მწარმოებელ, გადამმუშავებელ, შემნახველ და გადამზიდავი იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიერ ამ კანონით, ვეტერინარი ის კანონმდებლობითა და საქართველოს სხვა კანონებით განსაზღვრული ვეტერინარული მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა.

8. ვეტერინარი ის კანონმდებლობა შედგება ამ კანონის, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ვეტერინარი ის საკითხებზე მიღებული ნორმატიული აქტ ების და საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ის ინსპექციის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციებისა და დებულებებისაგან.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

    მუხლი 2. ვეტერინარიის სამსახური

ვეტერინარი ის სამსახურია კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სახელმწიფო, საუწყებო, კერძო იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საქმიანობა ვეტერინარი ის სფეროში.

    მუხლი 3. ვეტერინარიის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახური

საქართველოში ვეტერინარი ის სამსახურის საქმიანობას ახორციელებენ: საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი, მის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული რესპუბლიკური ორგანიზაციები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარი ის ინსპექციები, ქალაქების, რაიონების სახელმწიფო, საუწყებო და კერძო ვეტერინარი ის სამსახურები.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

    მუხლი 4. ვეტერინარიის სამსახურების ამოცანები

1. ვეტერინარი ის სამსახურების ძირითადი ამოცანებია:

ა) ცხოველების (ფრინველის, თევზის, ფუტკრის) გადამდები და არაგადამდები სნეულებების თავიდან აცილება, ხოლო დაავადებების წარმოშობის შემთხვევაში დროული დიაგნოსტიკა – კერების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია;

ბ) ვეტერინარულ-სანიტარული თვალსაზრისით კეთილხარისხოვანი მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის წარმოებაზე კონტროლი მათი საიმედობის უზრუნველსაყოფად;

გ) მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანთა საერთო დაავადებებისაგან;

დ) რესპუბლიკის ტერიტორიის დაცვა საზღვარგარეთიდან ცხოველების გადამდები დაავადებების აღმძვრელის შემოტანისა და გავრცელებისაგან.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

    მუხლი 5. ვეტერინარიის საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება

ვეტერინარი ის საქმიანობა რეგლამენტირებულია ამ კანონით, ვეტერინარი ის კანონმდებლობით, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით, სხვა კანონებითა და ვეტერინარი ის საკითხებზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით.

    მუხლი 6. ვეტერინარიის სამსახურის ურთიერთობა მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან

საქართველოში ვეტერინარი ის პროფესიული საქმიანობა ხორციელდება ცენტრალურ სახელმწიფო აღმასრულებელ, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთმოქმედებით.

კარი II

ვეტერინარი ის სპეციალისტთა მომზადება, სტატუსი და დასაქმება

    მუხლი 7. ვეტერინარიის სპეციალისტთა მომზადება

1. საქართველოში ვეტერინარი ის სპეციალისტებს ამზადებენ უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლები (ფაკულტეტები).

2. უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების (ფაკულტეტების) კურსდამთავრებულებს მიღებული განათლების შესაბამისად ენიჭებათ ვეტერინარი ის ექიმის, ვეტერინარულ-სანიტარიული ექიმის, ვეტერინარი ის ფერშლის წოდება.

3. ვეტერინარი ის ექიმის, ვეტერინარულ-სანიტარიული ექიმის ვეტერინარი ის ფერშლის მომზადება ხდება მხოლოდ დასწრებულად.

    მუხლი 8. ვეტერინარიის ფერშლის უფლებები

1. ვეტერინარი ის ფერშალს ვეტერინარიის დარგში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე პროფესიული საქმიანობის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა წარმართული იქნება ვეტერინარი ის ექიმის უშუალო პასუხისმგებლობით და კონტროლით.

2. ვეტერინარი ის ფერშალი შეიძლება დაინიშნოს ვეტერინარი ის რიგითი ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ მოვალეობის დროებით შემსრულებლად.

    მუხლი 9. უცხოეთის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების საქმიანობა ვეტერინარიის სფეროში

უცხოეთის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აქვთ სათანადო ვეტერინარი ის ექიმის კვალიფიკაცია, შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ ვეტერინარული საქმიანობა, ადგილზე სავალდებულო ატესტაციის გავლის შემდეგ.

    მუხლი 10. ვეტერინარიის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება და ატესტაცია

1. ვეტერინარი ის ექიმების, ვეტერინარულ-სანიტარიული ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება და ატესტაცია ხდება დაავადებათა ცალკეული სახეობის (ინფექციური, ინვაზიური, არაგადამდები და სხვა) მიხედვით, ვეტერინარული ლაბორატორიების სპეციალისტებისა – დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის, ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის, რადიოლოგიის, ტოქსიკოლოგიის განხრით, უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამის ფაკულტეტებზე, სპეციალური პროგრამებით.

2. ვეტერინარი ის სპეციალისტების ატესტაცია ხდება საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამისი დარგის უმაღლესი სასწავლებლების სპეციალისტების მონაწილეობით.

3. ვეტერინარი ის ფერშლების კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება ხდება შესაბამის უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის შედგენილი პროგრამებით.

4. სახელმწიფო ვეტერინარი ის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება, გადამზადება და ატესტაცია ხდება შესაბამისი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ბიუჯეტის ხარჯზე, ხოლო სამეურნეო ორგანიზაციების, საწარმოების, ფირმების, საუწყებო სამსახურების, კერძო სპეციალისტების სწავლება სამეურნეო ან საკუთარი ხარჯებით.

5. ვეტერინარი ის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება ხდება სულ ცოტა 5 წელიწადში ერთხელ.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

    მუხლი 11. ვეტერინარიის სპეციალისტთა სოციალური დაცვა

1. ვეტერინარი ის მუშაკებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, შესაბამისი ორგანიზაციები, ფირმები და საწარმოები უზრუნველყოფენ საცხოვრებელი ბინით, ტრანსპორტითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით.

2. ვეტერინარიის სპეციალისტები ექვემდებარებიან აუცილებელ დაზღვევას და მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, ზოოანთროპონოზური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებათა და სხვა მანიპულაციების განხორციელებისას დაავადების, დაინვალიდებისა და შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში ენიშნებათ პენსია თანახმად საქართველოს კანონმდებლობისა, აგრეთვე ეძლევათ ერთდროული ფულადი დახმარება 3-დან 5-წლამდე ხელფასის ოდენობით არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯებიდან.

3. რაიონების ცენტრებში, დაბებში, სოფლად, რაიონული დაქვემდებარების ქალაქებში მომუშავე ვეტერინარი ის სპეციალისტები, მათ შორის პენსიონერები, სარგებლობენ უფასო საცხოვრებელი ბინით, გათბობით, განათებით, მათ ეძლევათ შეღავათიანი კრედიტები კერძო მეურნეობის მოწყობის, საცხოვრებელი ბინების მშენებლობის, ცხოველების შესყიდვისა და სხვა სახის საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის.

4. ცხოველების განსაკუთრებით საშიში დაავადებების – ციმბირული წყლულის, ცოფის, ტუბერკულოზის, ბრუცელოზის, თურქულის, მსხვილფეხა რქიანი პირუტყვის ჭირის, ქოლერის, ქოთაოს, მაღაოს და სხვა კერებში მომუშავე მივლინებულ სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ აცრებს, დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, პათანატომიურ გაკვეთებს, იღებენ და ლაბორატორიებში აგზავნიან პათოლოგიურ მასალებს, ეძლევათ დამატებითი ანაზღაურება დღიური საშუალო ხელფასის სამმაგი ოდენობით.

5. საძოვრებზე მივლინებულ და მომთაბარე ვეტერინარ სპეციალისტებს სამივლინებო თანხების საკომპენსაციოდ დამატებით ეძლევათ თანამდებობრივი განაკვეთის 40 პროცენტი.

6. ვეტერინარი ის სპეციალისტებს, ტექნიკურ მუშაკებს, რომლებიც მუშაობენ მავნე პირობებში, დამატებით ეძლევათ 12-დღიანი ფასიანი შვებულება.

7. განსაკუთრებით მავნე პირობებში მომუშავე ვეტერინარი სპეციალისტებისა და ტექნიკური მუშაკების (ბაქტერიოლოგების, ვირუსოლოგების, ანატომების, პათანატომების, ტოქსიკოლოგების, რენტგენოლოგების, დეზინფექტორების, დეზინსექტორების, დერატიზატორების, ეპიზოოტიებთან ბრძოლის ექსპედიციებისა და რაზმების, მათთან გათანაბრებული სხვა სპეციალისტების), აგრეთვე მაღალმთიან რაიონებში მომუშავე ვეტერინარული ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასი გაიზრდება 20%-ით.

8. ვეტერინარი ის სამსახურში მომუშავე ვეტერინარ ექიმებს, რომლებსაც აქვთ მინიჭებული მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, დამატებით ეძლევათ თვიური ხელფასის 50%, მეცნიერებათა კანდიდატებს – 30%, საქართველოს დამსახურებულ ვეტერინარ ექიმებს – 25%, ავტონომიური რესპუბლიკების დამსახურებულ ვეტერინარ ექიმებს – 20%.

9. ვეტერინარი ის სპეციალისტებს ერთი ადმინისტრაციული რაიონის, ქალაქის ტერიტორიაზე აქვთ უფლება იმუშაონ შეთავსებით (გარდა იმავე ორგანიზაციისა და კონტროლქვემდებარე ვეტერინარი ის სამსახურისა).

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

    მუხლი 12. ვეტერინარიის სპეციალისტების წახალისება და დაჯილდოება

ვეტერინარი ის სპეციალისტების მატერიალური და მორალური წახალისება ხდება ვეტერინარი ის კანონმდებლობის და საქართველო ში მოქმედი კანონების შესაბამისად.

კარი III

ვეტერინარი ის სახელმწიფო, საუწყებო და კერძო სამსახურებისერთიანი ქსელი

    მუხლი 13. ვეტერინარიის სახელმწიფო ქსელი

1. ვეტერინარი ის სახელმწიფო ქსელში შედის: საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტები (აღნიშნული ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალური, რაიონული და საქალაქო ვეტერინარი ის სამსახურები), ვეტერინარი ის რესპუბლიკური ლაბორატორია (ვეტერინარული კვლევის ობიექტების დიაგნოსტიკური და საექსპორტო დასკვნის საარბიტრაჟო სასამართლოში წარდგენის უფლებით), ზოოვეტერინარული მომარაგების რესპუბლიკური ბაზა, ტაბახმელის ბიოლოგიური კომბინატი, ვეტერინარი ის პრეპარატების სამეცნიერო-საკონტროლო ცენტრი, ფრინველთა დაავადებების სპეციალიზებული ვეტერინარული ლაბორატორია ცენტრალური ვეტერინარულ-სანიტარიული სადგური, რაიონული და საქალაქო ვეტერინარი ის სადგურები, ეპიზოოტიებთან ბრძოლის ექსპედიცია, რესპუბლიკური დაქვემდებარების სასაზღვრო-საკონტროლო, სასაზღვრო-სატრანსპორტო საკონტროლო ვეტერინარული უბნები, სადენზიფექციო-გამრეცხი სადგურები, ზონალური სპეციალიზებული, ვეტერინარი ის სარაიონოთაშორისო და რაიონული ლაბორატორიები, ზოოვეტერინარული მომარაგების ბაზები და აფთიაქები, ბაზრებსა და ბაზრობებზე მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ლაბორატორიები, ცხოველების და მეცხოველეობის პროდუქტების გადამმუშავებელ საწარმოებში, საამქროებსა და სასაკლაოებში არსებული საკონტროლო ვეტერინარული სამსახურები, საუბნო ვეტერინარული სამკურნალოები, ვეტერინარული უბნები, ბრუცელოზის და ტუბერკულოზის დაავადების წინააღმდეგ მებრძოლი რაზმები, ქალაქების ვეტერინარული სამკურნალოები, სადეზინფექციო, სადერატიზაციო რაზმები და სახელმწიფო ვეტერინარი ის სხვა სამსახურები.

2. სახელმწიფო ვეტერინარი ის სამსახურის სტრუქტურასა და მასშტაბებს განსაზღვრავს საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტი, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში _ შესაბამისი ვეტერინარიის დეპარტამენტები, საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტთან შეთანხმებით.

3. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარეები , რაიონების, ქალაქების სახელმწიფო ვეტერინარი ის სამსახურის ხელმძღვანელები იმავდროულად თანამდებობრივად არიან შესაბამისად საქართველოს ვეტერინარი ის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარი ის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორი, რაიონების, ქალაქების ვეტერინარი ის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორები, ხოლო მათი მოადგილეები შესაბამისად _ ვეტერინარი ის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორების მოადგილეები.

4. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი სახელმწიფო მინისტრთან შეთანხმებით, მის პირველ მოადგილეს – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე ებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტთან შეთანხმებით.

6. რესპუბლიკური დაქვემდებარების ვეტერინარი ის სახელმწიფო სამსახურების უფროსებს, მათ მოადგილეებს და უფროს ბუღალტერს, რაიონული საქალაქო სახელმწიფო ვეტერინარი ის სამსახურების უფროსებს (გარდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ცენტრალური, რაიონული და საქალაქო სახელმწიფო ვეტერინარი ის სამსახურების უფროსებისა, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტები), მათ მოადგილეებს და უფროს ბუღალტრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე რაიონის, ქალაქის გამგეობის, მერიის თანხმობით.

7. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს თანამდებობრივად წარმომადგენლობს საერთაშორისო ეპიზოოტიურ ბიუროში, მსოფლიო ვეტერინარულ ასოციაციაში, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

8. საქართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტთა თავმჯდომარეები იმავდროულად ითვლებიან საქართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრების მოადგილეებად.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

    მუხლი 14. საუწყებო ვეტერინარიის სამსახურები

1. საუწყებო ვეტერინარი ის სამსახურებია:

ა) თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, სხვა სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, ორგანიზაციების, უწყებების, დაწესებულებების, საწარმოების, ფირმების, კორპორაციების და ა.შ. ვეტერინარი ის სამსახურები.

2. საუწყებო ვეტერინარი ის სამსახურებს თავიანთ უწყებებში უნდა ჰყავდეთ ხელმძღვანელი ვეტერინარი ის ორგანო (სამმართველო, განყოფილება, ინსპექცია) ან ხელმძღვანელი ვეტერინარი სპეციალისტი.

3. საუწყებო ვეტერინარი ის სამსახურების სტრუქტურას და შტატს განსაზღვრავენ შესაბამისი სამინისტროები, კომიტეტები, დეპარტამენტები, უწყებები, დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარიის დეპარტამენტებთან შეთანხმებით.

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

    მუხლი 15. კერძო ვეტერინარიის სამსახურები

1. კერძო ვეტერინარიის სამსახურებს განეკუთვნება:

ა) რაიონებში, ქალაქებში, დაბებში და სოფლად მოქმედი ვეტერინარიის კერძო კლინიკები, აფთიაქები, მაღაზიები, ვეტერინარიის ერთობლივი და ინდივიდუალური სამკურნალოები, ცხოველების კერძო კოსმეტიკური კაბინეტები და სხვა ანალოგიური კერძო სამსახურები.

2. კერძო ვეტერინარიის სამსახურებში შტატების რაოდენობას განსაზღვრავენ უშუალოდ სამსახურის ხელმძღვანელები.

    მუხლი 16. საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახურების ქვემდებარეობა

საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახური, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რაიონების, ქალაქების ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახურები პროფესიულ და ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ საკითხებში უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტს, ხოლო ტერიტორიული მმართველობის საკითხებში – შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

    მუხლი 17. სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურის ფუნქციები და მოვალეობანი

1. სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურის ფუნქციებს და მოვალეობებს განეკუთვნება:

ა) ამ კანონით, ვეტერინარიის კანონმდებლობით, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით, საქართველოს კანონმდებლობით და ვეტერინარიის დარგის კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების და ნედლეულის დამამზადებელ, გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოებში მათ შორის სავაჭრო ობიექტების, საზოგადოებრივი კვების მაცივრებში ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების დაცვის კონტროლი;

გ) ბაზრებში და ბაზრობებზე ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, მცენარეული და სხვა საკვები პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის განხორციელება;

დ) საქართველოში დამზადებული ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული ვეტერინარული პრეპარატების წარმოებასა და ხარისხზე კონტროლი, ასევე იმპორტული პრეპარატების რეგისტრაცია და ხარისხზე კონტროლი;

ე) ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ნედლეულის, ცხოველთა საკვები და ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე სხვა საექსპორტო, საიმპორტო, სატრანზიტო ტვირთებზე ვეტერინარულ-სანიტარიული კონტროლი;

ვ) ცხოველების დაავადებების პროფილაქტიკა, მკურნალობა, ინფექციურ, ინვაზიური და არაგადამდები დაავადებების ლოკალიზაცია, ლიკვიდაცია და ამ საქმიანობის განხორციელებისადმი სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის დაწესება;

ზ) ცხოველების (ფრინველის, თევზის, ფუტკრის) დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების და ნედლეულის მცენარეული საკვები პროდუქტების ექსპერტიზა, ხარისხის განსაზღვრა და სერტიფიკაცია, ცხოველის საკვებისა და სასმელი წყლის ექსპერტიზა და ხარისხის განსაზღვრა;

თ) საუწყებო და კერძო ვეტერინარიის სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მათი მუშაობისადმი კონტროლის დაწესება;

ი) ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით კეთილხარისხოვანი მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის წარმოების უზრუნველსაყოფად ვეტერინარული კონტროლის დაწესება;

კ) მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო დაავადებებისაგან;

ლ) ქ ვეყნის ტერიტორიის დაცვა საზღვარგარეთიდან ცხოველთა გადამდები დაავადებების შემოტანისაგან;

მ) ცხოველების საშიში გადამდები, მასობრივი არაგადამდები დაავადებების გაჩენა-გავრცელების მიზეზების დადგენა;

ნ) ეპიზოოტიური სიტუაციების განსაზღვრა, გადამდები დაავადებების პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის, ასევე დეზინფექციების, დეზინსექციების, დეზაკარიზაციების, დერატიზაციების, დეზინვაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზაცია;

ო) მეცხოველეობის ფერმების, კომპლექსების, მეფრინველეობის ფაბრიკების, მეთევზეობის ტბორების, ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამმუშავებელი საწარმოების, ობიექტების, ცხოველების დასარწყურებელი წყალსაცავებისა და სისტემების მშენებლობისათვის ადგილის შერჩევასა და სამშენებლო პროექტების ექსპერტიზის კომისიებში მონაწილეობის მიღება;

პ) მეცხოველეობის ფერმების, ფაბრიკების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამმუშავებელი მრეწველობის ობიექტების მიმღებ სახელმწიფო კომისიაში მონაწილეობა, აგრეთვე ამ ობიექტების მშენებლობის შეჩერება ან მათი ექსპლუატაციის შეწყვეტა ვეტერინარულ- სანიტარიული მოთხოვნების და ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

2. ამ კანონით, ვეტერინარიის კანონმდებლობითა და საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის გათვალისწინებული ნორმებისა და წესების დარღვევის აღკვეთის მიზნით კანონით გათვალისწინებული სანქციების განხორციელება.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

    მუხლი 18. საუწყებო ვეტერინარიის სამსახურების მოვალეობანი

საუწყებო ვეტერინარიის სამსახურებს ევალებათ:

ა) საქალაქო, რაიონული სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, მომსახურების ზონაში განახორციელონ ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებები;

ბ) ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით კეთილხარისხოვანი მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის წარმოების უზრუნველსაყოფად ვეტერინარულ-სანიტარიულ ღონისძიებათა განხორციელება;

გ) ცხოველების ინფექციური ან მასობრივი არაგადამდები დაავადებების გაჩენის შემთხვევები დაუყოვნებლივ აცნობონ ადმინისტრაციული ტერიტორიის სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურს;

დ) ორგანიზაცია გაუკეთონ დეზინფექციის, დეზინსექციის, დეზაკარიზაციის, დერატიზაციის, დეზინვაციის ღონისძიებებს;

ე) ხელი შეუწყონ მეცხოველეობის აღწარმოების ორგანიზაციას;

ვ) აწარმოონ ვეტერინარული საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვა და ამის თაობაზე სისტემატიურად ინფორმაცია მიაწოდონ ადმინისტრაციული ტერიტორიის სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურს.

    მუხლი 19. კერძო ვეტერინარიის სამსახურების მოვალეობანი

კერძო ვეტერინარიის სამსახურებს ევალებათ:

ა) საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტ ს მიერ დამტკიცებული დებულების და ქალაქის, რაიონის, სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელონ ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო ღონისძიებები;

ბ) ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით კეთილხარისხოვანი მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის წარმოების უზრუნველსაყოფად ვეტერინარულ-სანიტარიულ ღონისძიებათა განხორციელება;

გ) უზრუნველყონ არაგადამდები დაავადებების სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, ქირურგიული, გინეკოლოგიური დახმარების გაწევა, კოსმეტიკური ოპერაციების ჩატარება და სხვა ვეტერინარული მომსახურება;

დ) ცხოველების ინფექციური ან მასობრივი არაგადამდები დაავადებების გაჩენის შემთხვევები დაუყოვნებლივ აცნობონ ადმინისტრაციული ტერიტორიის სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურს;

ე) აწარმოონ ვეტერინარული საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვა და ამის თაობაზე სისტემატიური ინფორმაცია მიაწოდონ ადმინისტრაციული ტერიტორიის სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურს.

    მუხლი 20. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფლებები

1. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფლებებს განეკუთვნება:

ა) საქართველოში ვეტერინარიის სამსახურის ორგანიზაცია;

ბ) ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური და არაგადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამების და ღონისძიებების შემუშავება;

გ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებაში განსახილველად ვეტერინარიის სფეროში პერსპექტიულ, პრობლემატურ და საგანგებო საკითხებზე წინადადებების შეტანა;

დ) საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის დეპარტამენტებ ის, რაიონების, ქალაქების ვეტერინარიის სამსახურების დებულებების, ინსტრუქციების, ვეტერინარიის სახელმწიფო სამსახურებში ნაწილობრივ ფასიანი მომსახურების პრეისკურანტის, ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გეგმების განხილვა-დამტკიცება;

ე) ცხოველების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ნედლეულის, ცხოველთა საკვები და ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე სხვა ტვირთების ექსპორტ-იმპორტზე და ტრანზიტზე ვეტერინარული ნებართვის გაცემა;

ვ) სამამულო ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული, სხვა ვეტერინარული პრეპარატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის, ასევე იმპორტული ბიოლოგიური პრეპარატების შემოტანა-გატანის და გამოყენების ნებართვის გაცემა;

ზ) სამამულო ბიოლოგიური, ქიმიური, ფარმაკოლოგიური, სხვა ვეტერინარული საშუალებების, საკვებდანამატების გამოყენების კონტროლის განხორციელება; ჯანმრთელ ცხოველებზე და მეცხოველეობის პროდუქტებისა და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის ხარისხზე აღნიშნული პრეპარატების მოქმედების განსაზღვრა და ამ პრეპარატების გამოყენებაზე ნორმატიული აქტების და ტექნიკური დოკუმენტების გაფორმება-დამტკიცება;

თ) ცხოველების, მეცხოველეობის და მცენარეული პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების და ნედლეულის გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვის, რეალიზაციისა და ვეტერინარიის საკითხებზე ნორმატიული აქტების შემუშავება;

ი) კერძო ვეტერინარული მედიცინის კლინიკების, სამკურნალოების, აფთიაქების, კოსმეტიკური კაბინეტების და სხვა ანალოგიური კერძო სამსახურების დებულებების შემუშავება-დამტკიცება, მათი რეგისტრაციაში გატარება.

2. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ ვეტერინარიის საკითხებზე კანონით დადგენილი წესით გამოცემული ბრძანებები, განკარგულებები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებანი, დასკვნები სავალდებულოა შესასრულებლად ყველა სამინისტროსა და უწყებისათვის, ორგანიზაცია – დაწესებულებისა და მოქალაქისათვის.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2033 - სსმ I, №20(27) 09.06.1999 წ., მუხ.97

კ ა რ ი IV

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოების,რაიონების, ქალაქების გამგეობების, მერიების უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 21. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებებს განეკუთვნება:

ა) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში დაავადებების საწინააღმდეგო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება;

ბ) საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის საქმიანობის კონტროლის განხორციელება;

გ) ეპიზოოტიური, ზოოანფროპონოზური, ცხოველების მასობრივი არაგადამდები და დაავადებების პროფილაქტიკისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველწლიურად საჭირო თანხების, სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების სამაცივრო დანადგარების, ლაბორატორიული მოწყობილობების, სპეციალური, სადეზინფექციო, სასწრაფო ვეტერინარული დახმარების ავტოტრანსპორტისა და სხვა საშუალებების, აგრეთვე მათ შესასყიდად ფულადი სახსრების გამოყოფა;

დ) ცხოველების საშიში გადამდები დაავადებების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით საჭიროების შემთხვევაში დამატებითი თანხების და ვეტერინარული საშუალებების გამოყოფა;

ე) სამოქალაქო თავდაცვის მიზნით ვეტერინარიისათვის საჭირო ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული და სამკურნალო სხვა საშუალებების სარეზერვო ფონდის შესაქმნელად საჭირო თანხების გამოყოფა და აღნიშნული სარეზერვო ფონდის პერიოდული განახლებისადმი კონტროლის დაწესება;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთიდან ცხოველების საშიში გადამდები დაავადებების შემოტანა-გავრცელების აღმკვეთ ღონისძიებათა განხორციელებისადმი კონტროლის დაწესება;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ცალკეულ ქვეყნებთან ვეტერინარიის საკითხებში თანამშრომლობის ურთიერთკავშირის დამყარების მიზნით საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტისათვის საჭირო ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

    მუხლი 22. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების კომპეტენცია

1. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში დაავადებების საწინააღმდეგო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება;

ბ) ვეტერინარიის სფეროში ადგილობრივი მნიშვნელობის ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება და სათანადო დადგენილებების, განკარგულებების მიღება, მათი გაუქმება;

გ) ცხოველების საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში დაავადებისაგან დაცვის მიზნით ავტონომიურ რესპუბლიკაში ეპიზოოტიური ღონისძიებების განხორციელებისადმი კონტროლის დაწესება;

დ) ცხოველებისა და ადამიანთა საერთო საშიში დაავადებების პროფილაქტიკისა და ინფექციის კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით სახელმწიფო ვეტერინარიისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებთან ერთად ღონისძიებების შემუშავება.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოები შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე ვეტერინარიის საკითხებს წყვეტენ ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარიის დეპარტამენტის წარდგინებით, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც განეკუთვნება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

    მუხლი 23. რაიონებისა და ქალაქების გამგეობების, მერიების უფლება-მოვალეობანი

1. რაიონებისა და ქალაქების გამგეობების, მერიების უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება:

ა) შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მაწანწალა და უპატრონო ცხოველების დაჭერა-მოსპობაზე ცხოველების საშიში დაავადებების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით რაიონული, საქალაქო სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის წარდგინების საფუძველზე კარანტინის, სამეურნეო საქმიანობის განსაკუთრებული პირობების, რეჟიმის დაწესება და მოხსნა;

ბ) მეცხოველეობის ფერმების, საძოვრების, ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის წარმოების, გადამუშავების და შესანახ ობიექტებში ვეტერინარულ-სანიტარული კონტროლის განხორციელება სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურების მეშვეობით;

გ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ცხოველების რეგისტრაცია-პასპორტიზაციისადმი კონტროლის დაწესება;

დ) ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური და სხვა საშიში დაავადებების პროფილაქტიკის ღონისძიებების ორგანიზაცია;

ე) ვეტერინარულ მედიცინაში გამოსაყენებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების მწარმოებელი საწარმოების შექმნისა და მათი განვითარებისათვის ხელშეწყობა;

ვ) სახელმწიფო და საუწყებო ვეტერინარიის სამსახურის ორგანიზაციებისა და სპეციალისტებისათვის ავტოტრანსპორტის, მარაგნაწილების საწვავ-საპოხი საშუალებების გამოყოფა;

ზ) ცხოველებისა და ადამიანების საერთო საშიში გადამდები და მასობრივი არაგადამდები დაავადებების პროფილაქტიკის, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის საკითხებზე მიღებული განკარგულებების, დადგენილებების განხორციელებისადმი კონტროლის დაწესება;

თ) ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე მაწანწალა და უპატრონო ცხოველების დაჭერა-მოსპობაზე, მკვდარი ცხოველების, ლეშის, უვარგისი ხორცის, ხორცპროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გასაუვნებელი საუტილიზაციო საამქროების, სამარხი ორმოების მოწყობა და მათი ფუნქციონირებისადმი კონტროლის განხორციელება;

ი) აუცილებლობის შემთხვევაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელი ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურისათვის დამატებითი თანხების გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

    მუხლი 24. ვეტერინარიის ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება და მათი ხარისხისადმი კონტროლი

1. საქართველოს ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნები და საწარმოები აწარმოებენ მხოლოდ ვეტერინარულ პრეპარატებს სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც შედგენილია საერთაშორისო ტექნოლოგიური პროცესებისა და სტანდარტების დაცვით.

2. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული ვეტერინარული პრეპარატების ხარისხისადმი უშუალო კონტროლს აწესებს ვეტერინარული პრეპარატების სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრი.

3. ვეტერინარიის ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების შენახვის, ტრანსპორტირების, გამოყენების და ამ პრეპარატების გაუვნებლებისადმი კონტროლს ახორციელებენ სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურების თანამდებობის პირნი და სპეციალისტები.

4. იკრძალება ისეთი ვაქცინების, სადიაგნოსტიკო საშუალებების, ქიმიურ-ფარმაცევტული და სხვა პრეპარატების, საკვებდანამატების, მიკროელემენტების, ბიოლოგიური და ფარმაცევტული პრეპარატების ანარჩენებისა და რეაგენტების გამოყენება, რომლებიც არ არის რეგისტრირებული ბიომრეწველობაში, ფორმაკოპეაში, აგრეთვე პრეპარატებისა, რომლებიც დამზადებულია ნორმატიული აქტების დარღვევით.

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

    მუხლი 25. საქართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რაიონების და ქალაქების ვეტერინარიის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორებისა და მათი მოადგილეების უფლებები

1. საქართველოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რაიონების, ქალაქების ვეტერინარიის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორების და მათი მოადგილეების უფლებებს განეკუთვნება:

ა) ამ კანონით, ვეტერინარიის კანონმდებლობით, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების და წესების დაცვის მიზნით, ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, საწარმოებში, ფირმებში, კორპორაციებსა და ყველა სხვა ობიექტებში, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა, ასევე კერძო და ინდივიდუალურ ორგანიზაცია-საწარმოებში შეუფერხებლად შესვლა და შემოწმება;

ბ) ეპიზოოტის საწინააღმდეგო და სხვა ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებების განსახორციელებლად, ვეტერინარულ წესებისა და ნორმების დარღვევათა გამოსასწორებლად მოთხოვნათა წარდგენა;

გ) ცხოველების საშიში გადამდები დაავადებების გაჩენა-გავრცელების მიზეზების, აგრეთვე ადამიანისთვის საკვებად უვარგისი, ეკოლოგიური და ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება-გამოყენების შემთხვევების გამოვლენა;

დ) წინადადებების შეტანა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებაში, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებში, რაიონების, ქალაქების გამგეობებში, მერიებში;

ე) ეპიზოოტის საწინააღმდეგო და სხვა აუცილებელი საგანგებო კომისიების შექმნა;

ვ) ცალკეულ ან მთელ ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე კარანტინის, სხვა შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანია ცხოველების საშიში, გადამდები და მასობრივი არაგადამდები დაავადებების თავიდან აცილება, მათი კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაცია;

ზ) გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციების, უწყებების, დაწესებულებების, ფირმების, კერძო და ინდივიდუალური საწარმოების მუშაობის შეჩერების საფუძველზე ამ კანონით, ვეტერინარიის კანონმდებლობით განსაზღვრული წესების და ნორმების დარღვევის ფაქტების, ან ვეტერინარიის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ გამოტანილი განკარგულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

თ) განსაკუთრებით საშიში დაავადებების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით, ეპიზოოტიური სიტუაციის შესაბამისად ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევებისა და ვაქცინაციის, აგრეთვე ცხოველების ან მეცხოველეობის პროდუქტების ჩამორთმევა-განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ი) მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის წარმოების, გადამუშავების, გადაზიდვის და რეალიზაციის შეჩერება ან აკრძალვა საჭირო ღონისძიებათა განხორციელებამდე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევის ფაქტების აღმოფხვრამდე;

კ) ამ კანონით და ვეტერინარიის კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციების გამოყენება უწყებების, ორგანიზაციების, საწარმოების, ფირმების, გლეხური, კერძო, ინდივიდუალური და სხვა სახის საწარმოების ხელმძღვანელების, მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ.

2. საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორი მონაწილეობს ვეტერინარიის საკითხებზე საქართველოს სამთავრობო კომისიის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების მომზადებასა და ხელმოწერაში.

    მუხლი 26. საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელ პირთა გარანტიები

1. საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ვეტერინარიის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორები, რაიონების, ქალაქების ვეტერინარიის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორები და მისი მოადგილეები, ასევე საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურების სხვა ხელმძღვანელები და სპეციალისტები, რომლებიც ახორციელებენ ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლს, არიან შესაბამისი სახელმწიფო მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები და მათ იცავს სახელმწიფო.

2. საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები თავიანთ საქმიანობაში დამოუკიდებელი არიან და ხელმძღვანელობენ ამ კანონით, ვეტერინარიის კანონმდებლობით, საქართველოს კანონებითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.

    მუხლი 27. საუწყებო ვეტერინარულ-სანიტარული კონტროლი

საუწყებო ვეტერინარულ-სანიტარიულ კონტროლს ახორციელებენ:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს , სოფლის მეურნეობის და სურსათ ის სამინისტროს ობიექტებში, რომლებიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ვეტერინარულ-სანიტარიული კონტროლის განმახორციელებელი შესაბამისი საუწყებო სამსახურები, რომლებიც მოქმედებენ ამ კანონისა და ვეტერინარიის კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული, საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტთან შეთანხმებული და შესაბამისი სამინისტროების მიერ დამტკიცებული დებულებით.

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

კ ა რ ი V

სახელმწიფო ვეტერინარულ-ინსპექტორული და ვეტერინარულ-სანიტარიული კონტროლი

    მუხლი 28. ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამმუშავებელი და მათი შესაბამისი ობიექტების დაგეგმარებასა და მშენებლობაზე სახელმწიფო ვეტერინარულ-ინსპექტორული და ვეტერინარულ-სანიტარული კონტროლის განხორციელება

1. მეცხოველეობის ობიექტების, მეფრინველეობის ფაბრიკების, ხორცკომბინატების, სასაკლაოების, საძეხვე საამქროების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გადამმუშავებელი, შესანახი, ყველა სახის ფერმერული საწარმოების, გლეხური და კერძო მეურნეობების დაგეგმარების და მშენებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ცხოველების შენახვის, პროდუქტების, ნედლეულის წარმოება-გადამუშავების სანიტარიული პირობები, რათა არ მოხდეს გარემოს გაჭუჭყიანება მეცხოველეობის, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის ნარჩენებით და ცხოველების და ადამიანის საერთო საშიში გადამდები დაავადებების აღმძვრელებით.

2. ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამმუშავებელი ობიექტებისათვის მიწის ფართობის გამოყოფა, მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზების საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცება და ობიექტების საექსპლუატაციო გადაცემა დაიშვება ვეტერინარიის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების დასკვნის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტაცია შეესაბამება მოქმედ ვეტერინარულ-სანიტარიულ წესებს და ნორმებს;

3. ვეტერინარიის სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებს უფლება აქვთ ვეტერინარულ-სანიტარიული წესების და ნორმების დარღვევის შემთხვევაში შეაჩერონ ობიექტების მშენებლობა და ამის შესახებ აცნობონ ბანკს მშენებლობისათვის კრედიტის გაცემის შეჩერების მიზნით.

    მუხლი 29. ცხოველების შენახვის, კვების, დაწყურების, მათი გადაყვანა-გადარეკვის დროს ვეტერინარულ-სანიტარული მოთხოვნების დაცვა

1. ცხოველების მუდმივი ან დროებითი სადგომები, თავისი მოწყობილობით უნდა უზრუნველყოფდეს პირუტყვის მოვლა-პატრონობისა და ჯანმრთელობის კეთილსაიმედო პირობებს.

2. პირუტყვის მფლობელი საწარმოები, უწყებები, ორგანიზაციები, ფირმები, გლეხური და კერძო წარმოების ობიექტები, მოქალაქეები ვალდებული არიან უზრუნველყონ ცხოველები ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების და ნორმების შესაბამისი კეთილსაიმედო საკვებით და დაწყურებით.

3. ცხოველების საკვების და საკვებდანამატების ვარგისიანობის შესახებ ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნები და ნორმები მტკიცდება საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.

4. საკვები, საკვებდანამატები წარმოებაში გამოსაყენებლად დაიშვება მხოლოდ სპეციალური ორგანოების მიერ გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე.

5. ცხოველების გადაყვანა, გადარეკვა ხორციელდება ვეტერინარული მოთხოვნების დაცვით, სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურებთან შეთანხმებული მარშრუტით.

    მუხლი 30. საქართველოს ტერიტორიის დაცვა უცხო ქვეყნებიდან ცხოველების საშიში გადამდები დაავადებების შემოტანისგან

1. დაიშვება საქართველოში უცხო ქვეყნებიდან მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველების შემოყვანა და ასეთი ცხოველებისაგან მიღებული პროდუქტების შემოტანა; აუცილებელია ცხოველების და მეცხოველეობის პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა იყოს პირუტყვის საშიში გადამდები დაავადებების მხრივ კეთილსაიმედო.

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ორგანიზაციები, დაწესებულებები, საწარმოები, უწყებები, ფირმები, კომერციული სტრუქტურები, მოქალაქეები საზღვარგარეთის ქვეყნებში შეისყიდიან და შემოიყვანენ საქართველოში ცხოველებს, შემოიტანენ მეცხოველეობის პროდუქტებს, ნედლეულს, ცხოველთა საკვებს და ვეტკონროლქვემდებარე სხვა ტვირთებს, ან გაიტანენ მხოლოდ საქართველოს  ვეტერინარიის დეპარტამენტის ნებართვით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ცხოველების და ადამიანების საერთო საშიში გადამდები დაავადებების შემოტანის აღკვეთის მიზნით რესპუბლიკის სასაზღვრო გადასასვლელების (საერთაშორისო მიმოსვლის რკინიგზის სადგურებში, ავტოსადგურებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, ავტოტრასებზე), უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონაში ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით, ყველა სახის გზავნილებით (სარკინიგზო, საფოსტო), მათ შორის მგზავრთა ხელბარგით, ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე ექსპორტ-იმპორტის და ტრანზიტული ტვირთების შემოწმება შესაბამისი ღონისძიებების მიღება ვეტსერტიფიკატებისა და ვეტმოწმობების გაფორმება ტვირთგადაზიდვების განხორციელების შემდგომი უფლებით, ხოლო ტვირთების კეთილსაიმედობასა და ვარგისიანობაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ან მათი ტრანსპორტირების ვეტსანიტარული ნორმების დარღვევისას ტვირთების დაკავება, გაუვნებლება ან ამოღება-მოსპობა ხორციელდება სასაზღვრო-სატრანსპორტო ვეტერინარული კონტროლის სამსახურის მიერ.

4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე განლაგებული სასაზღვრო-საკონტროლო და სასაზღვრო-სატრანსპორტო ვეტერინარიის უბნები ეწევიან ურთიერთშეთანხმებულ საქმიანობას შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარიის დეპარტამენტებთან; იმ სასაზღვრო რაიონებში, რომლებიც არ შედის ავტონომიურ ფორმირებებში, _ შესაბამისი რაიონების სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურებთან.

5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ცხოველების გადაყვანა, მეცხოველეობის პროდუქტების, ნედლეულის, ცხოველთა საკვები და ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე სხვა ტვირთების გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც მოწყობილია სახელმწიფო სასაზღვრო-სატრანსპორტო საკონტროლო ვეტერინარული უბნები.

6. აღნიშნული ვეტერინარული უბნების საზედამხედველო ობიექტებია სასაზღვრო ზონის ფარგლებში განლაგებული საზოგადოებრივი კვების, სავაჭრო ობიექტები, სასაწყობო მეურნეობები, მაცივრები, დამამზადებელი და გადამმუშავებელი საწარმოები და ორგანიზაციები მიუხედავად საკუთრების ფორმისა.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

    მუხლი 31. მეცხოველეობის პროდუქტების და ნედლეულის დამზადება, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია

1. მეცხოველეობის პროდუქტები და ნედლეული უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს და მათი დამზადება უნდა ხდებოდეს ცხოველების საშიში გადამდები დაავადებების მხრივ კეთილსაიმედო ტერიტორიაზე.

2. საწარმოები, ორგანიზაციები, უწყებები, მეურნეობები, ფირმები, კოოპერაციული, გლეხური და კერძო საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ მეცხოველეობის პროდუქტების და ნედლეულის დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, გადაზიდვას და რეალიზაციას, ვალდებული არიან დაიცვან ვეტერინარულ-სანიტარიული და ეკოლოგიური მოთხოვნები.

    მუხლი 32. ცხოველების მეპატრონეების, მეცხოველეობის პროდუქტების მწარმოებელი, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამმუშავებელი ორგანიზაცია-საწარმოების ხელმძღვანელთა მოვალეობანი

1. ცხოველების მეპატრონეები, მეცხოველეობის პროდუქტების მწარმოებელი, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამმუშავებელი საწარმოების, უწყებების, ორგანიზაციების, ფირმების, კოოპერატივების, სხვა სახის სამეწარმეო ობიექტების, გლეხური კერძო მეურნეობების ხელმძღვანელები და მოქალაქეები ვალდებული არიან მკაცრად დაიცვან ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობები, არ დაუშვან ვეტერინარულ-სანიტარიული და ეკოლოგიური თვალსაზრისით უხარისხო მეცხოველეობის პროდუქტების და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის წარმოება.

2. განახორციელონ სამეურნეო და სპეციალური ვეტერინარული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ეპიზოოტიურ კეთილსაიმედოობას.

3. სათანადო ვეტერინარულ-სანიტარიულ წესრიგში იქონიონ ცხოველების სადგომები, საკვების გადამმუშავებელი და შესანახი საწარმოები.

4. არ დაუშვან გარემოს გაჭუჭყიანება მეცხოველეობის პროდუქტების და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის ნარჩენებით.

5. დაიცვან ცხოველების სადგომების, მეცხოველეობის პროდუქტების შესანახი და სარეალიზაციო ობიექტების მშენებლობის და ექსპლუატაციის ზოოჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნები და ნორმები.

6. დაუყოვნებლივ შეასრულონ ვეტერინარიის სპეციალისტების მითითება ცხოველების დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას.

7. გამოუყონ ვეტერინარიის სპეციალისტებს ღონისძიებების გატარების დროს დამხმარე პერსონალი, შეუქმნან მათ მუშაობის ნორმალური პირობები.  

8. ცხოველების შეძენის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ მომსახურების ზონის სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურს და ახლად შეძენილი ან საჯიშედ გასაყიდი ცხოველები იყოლიონ იზოლირებულად 30 დღე-ღამის განმავლობაში აუცილებელი გამოკვლევებისა და ვაქცინაციის ჩატარების მიზნით.

9. არ დაუშვან ვეტერინარიის ექიმების ნებადაურთველად ცხოველების დაკვლა სახორცედ, იძულებით დაკლული ცხოველების ხორცის, ხორცპროდუქტების, ასევე ვეტერინარული კონტროლის გარეშე დაკლული პირუტყვის ხორცის რეალიზაცია და საკვებად გამოყენება.

10. ცხოველებით, მეცხოველეობის პროდუქტებით, ცხოველური წარმოშობის ნედლეულით ივაჭრონ მხოლოდ ბაზრებში, ბაზრობებზე და სპეციალურ სავაჭრო ობიექტებში ვეტერინარული შემოწმებისა და ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ.

11. დააყენონ აღრიცხვაზე ყველა სახის ცხოველები ყოველი წლის 1 ნოემბრამდე მომსახურების ზონის ვეტერინარიის სამსახურში.

    მუხლი 33. ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის და ცხოველთა საკვების ჩამორთმევა ცხოველების განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადებების კერების ლიკვიდაციის დროს

1. ცხოველების განსაკუთრებით საშიში გადამდები დაავადებების კერების ლიკვიდაციის დროს საქართველოს ვეტერინარიის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორის და მისი მოადგილეების, ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქების და რაიონების ვეტერინარიის სახელმწიფო მთავარი ინსპექტორების და მათი მოადგილეების გადაწყვეტილებით შეიძლება ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის და ცხოველთა საკვები ჩამორთმევა და განადგურება.

2. ცხოველების განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ნუსხას, რომელთა გაჩენის დროსაც დასაშვებია ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის და ცხოველთა საკვები ჩამორთმევა, ადგენს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ვეტერინარიის დეპარტამენტის წარდგენით.

3. საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ფირმებს, კოოპერატივებს, გლეხურ მეურნეობებს, მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირთ უფლება აქვთ მოითხოვონ მეცხოველეობის განსაკუთრებით საშიში დაავადებების კერების ლიკვიდაციის დროს ჩამორთმეული ცხოველებით, მეცხოველეობის პროდუქტებით, ცხოველური წარმოშობის ნედლეულით და ცხოველთა საკვებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება სადაზღვევო კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

კარი VI

მოსახლეობის დაცვა ცხოველთა და ადამიანთა საერთო საშიში გადამდები დაავადებებისაგან

    მუხლი 34. მოსახლეობის დაცვა ცხოველთა და ადამიანთა საერთო საშიში გადამდები დაავადებებისაგან, ვეტერინარულ-სანიტარული და ეკოლოგიური თვალსაზრისით მეცხოველეობის, მემცენარეობისა და სხვა საკვები პროდუქტების კეთილსაიმედობის უზრუნველყოფა

1. საქართველოში სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახური ახორციელებს დასაკლავი ან გასაყიდი ცხოველების ვეტერინარულ შემოწმებას, მეცხოველეობის, მემცენარეობის, სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სხვა პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზას, აუცილებელ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, რომელთა მიზანია მოსახლეობის დაცვა ადამიანების და ცხოველთა საერთო საშიში გადამდები დაავადებებისაგან, მეცხოველეობის და კვების სხვა პროდუქტებით მოწამვლა-მოშხამვისაგან.

2. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ბაზრებში, ბაზრობებზე, სპეციალურ სავაჭრო ობიექტებში და ადგილებში, მიუხედავად მათი ადმინისტრაციული დაქვემდებარებისა, სადაც ორგანიზებულია ცხოველებით, მეცხოველეობისა და მემცენარეობის პროდუქტებით, ცხოველური წარმოშობის ნედლეულით, სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის სხვა პროდუქტებით ვაჭრობა, აუცილებელია სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურის ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ლაბორატორიის ფუნქციონირება. დაუშვებელია ბაზრებმა, ბაზრობებმა, სხვა სავაჭრო ობიექტებმა შექმნან საუწყებო ან კერძო ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ლაბორატორიები.

3. ბაზრების, ბაზრობების, სპეციალური სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელები (მეპატრონეები) ვალდებული არიან ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ლაბორატორიები უზრუნველყონ სათანადო კეთილმოწყობილი შენობებით, ინვენტარ-მოწყობილობით, შეუქმნან მათ ნორმალური მუშაობისათვის საჭირო აუცილებელი პირობები.

4. ვეტერინარულ შემოწმებას, ვეტერინარულ-სანიტარიულ ექსპერტიზას ექვემდებარება ცხოველები, ხორცი, დაკლული ცხოველებისაგან მიღებული ყველა სახის საკვები პროდუქტი, ქარხნული და საწარმოო წესით მიღებული ძეხვეული და კონსერვები, რძე და რძის პროდუქტები, შინაური ფრინველის ხორცი და ხორცის პროდუქტები, ნანადირევი ცხოველების და ფრინველის ხორცი, კვერცხი, საკვები ცხიმები, თევზი და თევზის პროდუქტები, თაფლი და მეფუტკრეობაში წარმოებული პროდუქტები და ნედლეული, მემცენარეობის პროდუქტები, მათ შორის:

ა) ყველა სახის კურკოვანი, თესლოვანი და კენკროვანი ნაყოფი, ციტრუსები, ყველა სახის ბაღჩეული, ბოსტნეული და მათგან დამზადებული პროდუქტები, უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელები, საკვებად დამუშავებული გარეული მცენარეების ნაყოფი, სოკო, სამკურნალო მცენარეები, სხვა საკვები პროდუქტები;

ბ) ტყავნედლეულის, ქურქ-საბეწვე და ცხოველური წარმოშობის სხვა ნედლეულის რეალიზაცია დაიშვება სათანადო ვეტერინარულ-სანიტარიული წესით დამუშავება-კონსერვაციისა და მათზე ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე;

5. ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ლაბორატორიის სპეციალისტებს უფლება აქვთ არ დაუშვან ადამიანისათვის საკვებად უვარგისი პროდუქციის რეალიზაცია; ასეთი პროდუქცია მეპატრონეს ჩამოერთმევა და ნადგურდება სათანადო დოკუმენტის გაფორმების შემდგომ.

6. იურიდიული პირები, მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირნი, რომლებიც ბაზრებში, ბაზრობებზე, სავაჭრო ობიექტებში ან ქვეყნის ნებისმიერ სხვა ადგილებში დაუშვებენ სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის ან ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის ლაბორატორიის მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატის, ექსპერტიზის, შეუმოწმებელი და სათანადო დამღის გარეშე ხორცით, ხორცპროდუქტებით, თევზით, თევზპროდუქტებით, აგრეთვე მომწამლავ-მომშხამავი სხვა საკვები პროდუქტებით ვაჭრობას, პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

7. საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარიის ხელმძღვანელი ორგანოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სისტემის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კონტროლის სამსახურები ცხოველთა და ადამიანთა საერთო საშიში დაავადებებისაგან და კვების პროდუქტებით მოწამვლა-მოშხამვისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით მუდმივად ახორციელებენ ურთიერთშეთანხმებულ ერთობლივ ღონისძიებებს.

კ ა რ ი VII

სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

    მუხლი 35. სახელმწიფო ვეტერინარიის ორგანიზაციების და დაწესებულებების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. ქვეყანაში ვეტერინარული მომსახურება ძირითადად ფასიანია, გარდა ეპიზოოტიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო, საკარანტინო, სანიტარიული, სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადეზაკარაზაციო, სადენინვაზიო, სადერატიზაციო, პიროპლაზმიდოზების საწინააღმდეგო, აგრეთვე საგანგებო და გადაუდებელი სხვა ღონისძიებებისა. აღნიშნულ ღონისძიებათა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარდგინებით.

2. სახელმწიფო ვეტერინარიის ორგანიზაციების და დაწესებულებების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება:

ა) სახელმწიფოს მიერ ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებიდან ცენტრალიზებულად, ასევე არასაბიუჯეტო საშუალებებით.

3. სახელმწიფო ვეტერინარიის ორგანიზაციების და დაწესებულებების არასაბიუჯეტო დაფინანსების წყაროებია:

ა) ხელშეკრულების საფუძველზე შეუსრულებელი სამუშაოების და გაწეული ფასიანი მომსახურების შედეგად ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან, საწარმოებიდან, კომერციული ფირმებიდან, მოქალაქეებიდან და ა.შ. შემოსული თანხები;

ბ) ადმინისტრაციული ჯარიმების სახით გადახდილი თანხები;

გ) საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დაწესებულებების, საწარმოების, კერძო პირთა და მოქალაქეთა მიერ გაღებული დახმარებები;

დ) სხვა წყაროები, რომლებიც არ იკრძალება კანონით.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

    მუხლი 36. ეპიზოოტის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსება

ცხოველების გადამდები დაავადებების პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო ღონისძიებები, საკვებპროდუქტების და ნედლეულის ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური და რადიოლოგიური შემოწმება, სხვა ვეტერინარულ-სანიტარიული, ეპიზოოტიური და ზოოანთროპონოზური დაავადებების (საქართველოსაღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დამტკიცებული დაავადებების ნუსხის შესაბამისად) საწინააღმდეგო ღონისძიებები, ასევე ცხოველებისათვის სიკვდილის საშიშროების დროს გაწეული გადაუდებელი დახმარება ფინანსდება შესაბამისი საბიუჯეტო სახსრებიდან.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

    მუხლი 37. ვეტერინარიის სხვა ღონისძიებების დაფინანსება

ცხოველების გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო ღონისძიებები (გარდა ამ კანონის 36-ე მუხლში აღნიშნულისა), ავადმყოფი ცხოველების მკურნალობა, ლაბორატორიული გამოკვლევები, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში (საბაჟოებში) მომსახურება, ბაზრებში, ბაზრობებზე, სხვა სავაჭრო ობიექტებში ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, მცენარეული და ყველა სხვა პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა და სხვა ღონისძიებები ხორციელდება მეპატრონის ხარჯზე ფასიანი მომსახურების ტარიფების შესაბამისად.

კარი VIII

პასუხისმგებლობა ვეტერინარიის კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 38. პასუხისმგებლობა ვეტერინარიის კანონმდებლობის დარღვევისათვის

1. ამ კანონის, ვეტერინარიის კანონმდებლობის დამრღვევნი პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამასთან ისინი არ თავისუფლდებიან მათ მიერ მიყენებული ზარალის გადახდისაგან.

2. თანამდებობის პირების, მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები მიიღება შემდეგი სახის დარღვევებისათვის:

ა) აუცილებელი პროფილაქტიკური (გამოკვლევები, ცხოველების იმუნიზაცია) ღონისძიებების განხორციელებაზე უარის თქმა ან ღონისძიებების განხორციელების ვადების დაუცველობა;

ბ) საკარანტინო წესების დარღვევა;

გ) ცხოველების საშიში გადამდები დაავადებების კერების სალიკვიდაციო ღონისძიებების არადროული ან არასრული განხორციელება;

დ) ვეტერინარული თვალსაზრისით კეთილხარისხოვანი მეცხოველეობის პროდუქტებით და სხვა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის სფეროში მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული წესების და ნორმების დაუცველობა;

ე) ცხოველებისათვის არაკეთილხარისხოვანი საკვების წარმოება-გამოყენება, რომელიც გახდა ან შესაძლებელია გამხდარიყო ცხოველების გადამდები და მასობრივი არაგადამდები დაავადებების გაჩენისა და გავრცელების მიზეზი;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ცხოველების საშიში გადამდები დაავადებების შემოტანის აღკვეთის მიზნით აუცილებელი ვეტერინარულ-სანიტარიული წესების და ნორმების შეუსრულებლობა;

ზ) ყველა სახის ტრანსპორტით ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, ცხოველთა საკვების, ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე საერთაშორისო და შიდა (საექსპორტო, საიმპორტო, სატრანზიტო) ტვირთების გადაზიდვის დროს ვეტერინარული წესების დაუცველობა;

თ) ვეტერინარული შემოწმების, ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის და ვეტერინარული კონტროლის დამღის გარეშე მეცხოველეობის პროდუქტების გადატანა-გაყიდვა;

ი) ზოოჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების დაუცველობა, რომელიც დაკავშირებულია მეცხოველეობის ობიექტების დაპროექტებასთან, მშენებლობასთან, ექსპლუატაციასთან, რეკონსტრუქციასთან, ცხოველების შენახვასთან, მოვლა-პატრონობასა და მეცხოველეობის პროდუქტების შენახვასთან, რეალიზაცია-გამოყენებასთან;

კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების გასაშვებ პუნქტებში ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების უგულებელყოფა;

ლ) ტყავ-ნედლეულის, ქურქ-ბეწვეულის და ცხოველური წარმოშობის სხვა ნედლეულის გადამუშავება-გამოყენების დროს ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების დაუცველობა;

მ) პროდუქტების გამოშვება, რომელიც არ შეესაბამება ვეტერინარულ-სანიტარიულ და ეკოლოგიურ მოთხოვნებს;

3. აღნიშნული დარღვევები იწვევს თანამდებობის პირების, მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

4. სამართალდარღვევების საქმეებს განიხილავენ ვეტერინარიის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები.

    მუხლი 39. ვეტერინარიის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების დადება

1. ვეტერინარიის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურის ხელმძღვანელს და მის მოადგილეებს _ შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე;

ბ) აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქალაქების _ თბილისის,  სოხუმის, ბათუმის სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს _ შრომის ანაზღაურების 1.5 მინიმალურ ოდენობამდე;

დ) ქალაქების, რაიონების სახელმწიფო ვეტერინარიის სამსახურების, აგრეთვე სახელმწიფო ვეტერინარიის ქსელის დაწესებულებების და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს _ შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

2. ვეტერინარიის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირებს შეუძლიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ჯარიმა გადაახდევინონ:

ა)  ბაზრებში და ბაზრობებზე _ ცხოველებით (მათ შორის ფრინველით და თევზით), ცხოველური წარმოშობის პროდუქტებითა და ნედლეულით, სხვა საკვები პროდუქტებით ვაჭრობის ვეტერინარულ-სანიტარიული წესის დარღვევისათვის;

ბ) რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტით, გზატკეცილებსა და გრუნტის გზებზე, საქონლის გადარეკვის ტრასებზე ცხოველთა (მათ შორის ფრინველის, თევზისა და ფუტკრის) გადაყვანა-გადარეკვის, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და ნედლეულის გადატანის ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევისათვის;

გ) სახელმწიფო საზღვარზე უცხოეთის სახელმწიფოებიდან ცხოველთა (მათ შორის ფრინველის, თევზისა და ფუტკრის) გადამდები დაავადებების შემოტანისგან საქართველოს ტერიტორიის დაცვის ვეტერინარულ-სანიტარული წესების დარღვევისათვის.

 

კ ა რ ი IX

საქართველოს ვეტერინარული

მედიცინის საბჭოსა და კომისიების ფუნქციონირება

    მუხლი 40. ვეტერინარიის საქმეთა საბჭოს, ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური და ეპიზოოტის საწინააღმდეგო კომისიების შესახებ

1. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტი ვეტერინარიის დარგში უმნიშვნელოვანესი საკითხების განსახილველად ქმნის მუდმივმოქმედ ვეტერინარიის საქმეთა საბჭოს.

2. ვეტერინარიის საქმეთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საქართველოს  ვეტერინარიის დეპარტამენტი ხელმძღვანელები, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე ები, რესპუბლიკის სახელმწიფო ვეტერინარიის ცენტრალური სამსახურების, უწყებების, დაწესებულებების ხელმძღვანელები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ვეტერინარიის ფაკულტეტების წამყვანი მეცნიერ-მუშაკები, სამინისტროების, კომიტეტების, დეპარტამენტების, საუწყებო ვეტერინარიის სამსახურის გამოცდილი სპეციალისტები, საქართველოს ვეტერინარიის ექიმთა ასოციაციის წარმომადგენლები. აღნიშნული საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილი იქნენ სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებიც.

3. ვეტერინარიის საქმეთა საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს  ვეტერინარიის დეპარტამენტის თავმჯდომარე , მისი არყოფნის შემთხვევაში -  ერთ-ერთი მოადგილე.

4. ვეტერინარიის საქმეთა საბჭოს დებულებას ამტკიცებს საბჭოს სესია.

5. საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტთან იქმნება ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური კომისია, რომელიც ახორციელებს ვეტერინარიის მიზნებისათვის გამოსაყენებელი ბიოლოგიური და ფარმაკოლოგიური, სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების ეფექტიანობის ექსპერტულ შეფასებას, ატარებს მათ სახელმწიფო სარეგისტრაციო წიგნში და გასცემს სათანადო მოწმობებს.

6. ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური კომისიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ვეტერინარიის საქმეთა საბჭოს სესია.

7. საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად ან ცალკეულ რეგიონებში ცხოველების საშიში ინფექციური დაავადებების ან მასობრივი მოწამვლის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპერატიული ხელმძღვანელობისა და კოორდინაციის მიზნით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ქმნის ეპიზოოტის საწინააღმდეგო საგანგებო მუდმივმოქმედ კომისიას.

8. ეპიზოოტის საწინააღმდეგო საგანგებო მუდმივმოქმედი კომისიები იქმნება აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რაიონებში და ქალაქებში.

9. ეპიზოოტიის საწინააღმდეგო მუდმივმოქმედი საგანგებო კომისიების შექმნისა და მათი ფუნქციონირების თაობაზე დადგენილებას იღებს შესაბამისად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოები, რაიონების გამგეობები, ქალაქების მერიები.

საქართველოს 199 6   წლის 19 აპრილი ს კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008 , 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

კარი X

ვეტერინარიის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებები

    მუხლი 41. ვეტერინარიის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულება

თუ ვეტერინარიისა და მეცხოველეობის საკითხებზე, ასევე ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქტების, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის, ცხოველთა საკვების, ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე სხვა ტვირთის იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება ამ კანონისაგან და ვეტერინარიის კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1995 წლის 14 ივნისი

№757

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი 008, 08.05.1996 წ., გვ.19

2. საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი 41, 08.10.1997 წ., გვ.29

3. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი 2033 - სსმ I, 20(27) 09.06.1999 წ., მუხ.97

4. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი 63 - სსმ I, 47(54) 09.12.1999 წ., მუხ.239

 

 

 

22. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6155-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 21. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5952-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 20. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5629-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 19. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4145 - სსმ, 76, 29/12/2010 18. 28/10/2010 - საქართველოს კანონი - 3778-IIს - სსმ, 63, 10/11/2010 17. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3592-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 16. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2466 - სსმ, 49, 30/12/2009 15. 10/08/2009 - საქართველოს კანონი - 1588 - სსმ, 26, 27/08/2009 14. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 875 - სსმ, 41, 30/12/2008 13. 18/06/2008 - საქართველოს კანონი - 24 - სსმ, 11, 04/07/2008 12. 29/11/2007 - საქართველოს კანონი - 5511 - სსმ, 43, 12/12/2007 11. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5121 - სსმ, 27, 17/07/2007 10. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4235 - სსმ, 50, 30/12/2006 9. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2568 - სსმ, 59, 31/12/2005 8. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1782 - სსმ, 40, 18/07/2005 7. 26/10/2004 - საქართველოს კანონი - 503 - სსმ, 33, 12/11/2004 6. 05/07/2003 - საქართველოს კანონი - 2209 - სსმ, 13, 02/06/2003 5. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 4. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 3. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2033 - სსმ, 20(27), 09/06/1999 2. 16/09/1997 - საქართველოს კანონი - 846 - პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997 1. 19/04/1996 - საქართველოს კანონი - 193 - პარლამენტის უწყებანი, 008, 08/05/1996