„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3592-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 12/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340090000.05.001.016013
  • Word
3592-IIს
17/09/2010
სსმ, 54, 12/10/2010
340090000.05.001.016013
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, №№27–30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული,  საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.“.

2. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით და ყველა სახის გზავნილებით (სარკინიგზოთი, საფოსტოთი, მათ შორის, მგზავრთა ხელბარგით) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელების შემოტანის აღკვეთის მიზნით საქართველოს სასაზღვრო გადასასვლელებში (საერთაშორისო მიმოსვლის რკინიგზის სადგურებში, ავტოსადგურებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, ავტოტრასებზე), უშუალოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში ხორციელდება სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ექსპორტ-იმპორტის და ტრანზიტული ტვირთების შემოწმება, შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ხოლო ტვირთების კეთილსაიმედოობასა და ვარგისობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში ან მათი ტრანსპორტირების ვეტერინარულ-სანიტარიული ნორმების დარღვევისას ხდება ტვირთების დაკავება, გაუვნებლება ან ამოღება-მოსპობა  დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 სექტემბერი.

3592–II