„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/06/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 17/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.05.001.002.932
  • Word
5121
29/06/2007
სსმ, 27, 17/07/2007
340.090.000.05.001.002.932
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27–30, მუხ. 635) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-20 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 421 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონით გათვალისწინებული ვეტერინარული კონტროლი 2009 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდეს მხოლოდ:

ა) აგრარულ ბაზრებზე;

ბ) პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში გავრცელებულია ეპიდემიები ან ეპიზოოტიები;

გ) იმ სავაჭრო ობიექტებზე, სადაც ხორციელდება არაქარხნული (არაორგანიზებული) წესით დამზადებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტითა და ცხოველებით ვაჭრობა, მხოლოდ პირველადი გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის კონტროლის მიზნით;

დ) მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე, მის საკუთარ პროდუქციაზე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

 მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 29 ივნისი.

№5121–რს