ვეტერინარიის შესახებ

  • Word
ვეტერინარიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 757
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი
მიღების თარიღი 14/06/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 14/06/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 08/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.05.001.000.112
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
757
14/06/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 14/06/1995
340.090.000.05.001.000.112
ვეტერინარიის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

ვეტერინარიის შესახებ

ამ კანონით განსაზღვრულია ვეტერინარიის სამსახურის უფლება-მოვალეობანი, მისი ორგანიზაციული და საფინანსო-ეკონომიკური საფუძვლები. იგი საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად აწესრიგებს ზოგად საქმიანობას ვეტერინარიის სფეროში; განსაზღვრავს ვეტერინარულ-სანიტარიულ ნორმებსა და მოთხოვნებს, აწესებს სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლის ფორმებსა და მეთოდებს.

კარი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ვეტერინარულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) – სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომლის მიზანია ყველა სახის ცხოველის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის, წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების, ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის (შემდგომში – ცხოველები) სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა, ვეტერინარულ-სანიტარიული თვალსაზრისით სრულფასოვანი და კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება და ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან მოსახლეობისა და ქვეყნის ტერიტორიის დაცვა;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური – იმ სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ერთიანი სისტემა, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო საკონტროლო-საზედამხედველო საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში ატარებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს ცხოველთა მფლობელებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა სახის ობიექტის მესაკუთრეების მიმართ, მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა;

გ) სუბპროდუქტები – შინაგანი ორგანოები, თავი, კუდი, ფეხები, ცური, ხორცის ჩამონაჭრები და სხვა პროდუქტები, რომლებიც მიღებულია ცხოველთა გადამუშავებისას;

დ) კერძო ვეტერინარული სამსახური – ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი;

ე) კერძო ვეტერინარული საქმიანობა – შესაბამისი ვეტერინარული განათლების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა;

ვ) (ამოღებულია);

ზ) ეპიზოოტია – გადამდები სნეულებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, დროის გარკვეულ მონაკვეთში;

თ) ეპიზოოტიური მდგომარეობა – განსაზღვრულ ტერიტორიაზე და დროის გარკვეულ მონაკვეთში გადამდები სნეულებების წარმოშობისა და გავრცელების შესახებ მონაცემების ერთობლიობა;

ი) ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიებები – გადამდები სნეულებების ზოგად-პროფილაქტიკური და სალიკვიდაციო ღონისძიებების ერთობლიობა;

კ) არაგადამდებ სნეულებათა საწინააღმდეგო ღონისძიებები – პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებების, მათ შორის, ქირურგიული, კოსმეტიკური, გინეკოლოგიური და სხვა სპეციალური ოპერაციების, ერთობლიობა;

ლ) ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები – სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება და გარემოში გადამდები სნეულებების აღმძვრელისა და მათი გადამტანების სალიკვიდაციო ღონისძიებათა ერთობლიობა;

მ) ზოოანთროპონოზური სნეულებები – ისეთი ინფექციური და ინვაზიური სნეულებები, რომლებიც ადამიანს ცხოველებიდან გადაეცემა;

ნ) ზოონოზური სნეულებები – ისეთი ინფექციური და ინვაზიური სნეულებები, რომლებიც ცხოველებს ცხოველებიდან გადაეცემა;

ო) სახელმწიფო ვეტერინარული კონტროლი – ვეტერინარული საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე ვეტერინარულ-ინსპექტორულ კონტროლს, ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედველობას ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტიმპორტზე, ტრანზიტზე, შენახვასა და რეალიზაციაზე, აგრეთვე ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ხარისხის კონტროლს;

პ) ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა – სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე მუდმივი მეთვალყურეობა, რომელიც უზრუნველყოფს დასენიანებული ცხოველების გადაყვანის, ვეტერინარული თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის დამზადების, გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის აღკვეთას;

ჟ) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი – სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორების საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა სახის ობიექტზე ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს;

რ) ვეტერინარულ-სანიტარიული შეფასება – ვეტერინარულ-სანიტარიული დასკვნა, რომელიც განსაზღვრავს ვეტერინარული თვალსაზრისით ცხოველის ტანხორცისა და შინაგანი ორგანოების, მეცხოველეობის სხვა პროდუქციის კეთილსაიმედოობას;

ს) ვეტერინარული ლაბორატორიული გამოკვლევა (ექსპერტიზა) – ლაბორატორიული მეთოდებით ცხოველთა სნეულებების აღმძვრელის დადგენა, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების ხარისხის შემოწმება და ვეტერინარული თვალსაზრისით მეცხოველეობის პროდუქციის კეთილსაიმედოობის მაჩვენებლების განსაზღვრა;

ტ) ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა – ვეტერინარული საქმიანობის მოსაწესრიგებლად მიღებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთობლიობა;

უ) მეცხოველეობის პროდუქცია – ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის და ცხოველთა საკვებად, აგრეთვე ფარმაცევტული და საწარმოო გამოყენებისათვის:

უ.ა) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის საკვებად: ხორცი, ხორცის პროდუქტები, შინაგანი ორგანოები და სხვა სუბპროდუქტები, კვერცხი, კვერცხის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები;

უ.ბ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ცხოველთა საკვებად: ხორცის, ღვიძლის, ძვლის, სისხლის, ფრთაბუმბულის, ცხიმოვანი ქსოვილებისა და პროტეინული ნარჩენების (კრეტონი) ფქვილი და რძის პროდუქტები;

უ.გ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ფარმაცევტული წარმოებისათვის: ორგანოები, ჯირკვლები, ქსოვილები და ცხოველების ორგანული სითხეები;

უ.დ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია საწარმოო გამოყენებისათვის: ტყავი, ქურქი, მატყლი, ბეწვი, ჯაგარი, ფრთა-ბუმბული, რქები, ჩლიქები, ძვლები, სისხლი, ნაწლავები და რძის პროდუქტები;

ფ) ცხოველთა საკვები – ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქტების საწარმოო წესით გადამუშავების შედეგად მიღებული ყველა სახის ცხოველთა საკვები;

ქ) ცხოველთა საკვებდანამატი – ბუნებრივი ან სინთეზირებული ნივთიერებები (ნაერთები), რომლებიც განკუთვნილია ცხოველთა საკვების ვიტამინოვან-მინერალური შემადგენლობის გასამდიდრებლად;

ღ) სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტი – ყველა სახის ცხოველის ფერმერული, გლეხური, ოჯახური საწარმო და ჯიშსაშენი მეურნეობა, ფაბრიკა, ინკუბატორი; ცხოველთა გადასაყვანი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება; მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემგროვებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; სამრეწველო მაცივრები (მაცივარკომბინატები) და კვების ობიექტები; ცხოველთა საკვების, საკვებდანამატების დამამზადებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) მწარმოებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტები; ვეტერინარული დანიშნულების ყველა სახის ობიექტი; ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ობიექტები, აგრარული ბაზრები, ბაზრობები და სხვა სავაჭრო ობიექტები;

ყ) მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო – სამრეწველო საწარმო, რომელიც ახორციელებს მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამუშავებას, მათგან კვების პროდუქტების და მეცხოველეობასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სხვა პროდუქციის დამზადებას, შენახვასა და რეალიზაციას ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ტექნოლოგიური პარამეტრების სრული დაცვით, მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად;

შ) მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემნახველი საწარმო – საწარმო, რომელიც განკუთვნილია ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით, შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმში მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შესანახად მათი გაფუჭების თავიდან აცილების მიზნით. ასეთი საწარმოს აღჭურვილობა და ფუნქციონირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს;

ჩ) ცხოველების და მეცხოველეობის ნედლეულის დამამზადებელი საწარმო – საწარმო, რომელიც ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების დაცვით ახორციელებს ცხოველების და მეცხოველეობის ნედლეულის დამზადებას;

ც) სამრეწველო გადამუშავება – საწარმოში (ქარხანაში) მეცხოველეობის ნედლეულიდან სასაქონლო (მზა) პროდუქციის დამზადება ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ტექნოლოგიური პარამეტრების სრული დაცვით, ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად;

ძ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი – ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული საშუალებები ან მათი კომბინაციები, რომლებიც გამოიყენება ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენის, გაუმჯობესებისა და შეცვლის მიზნით;

წ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის რეგისტრაცია სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმით – პროცესი, რომელიც მოიცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის საფუძველზე სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას და სახელმწიფო რეგისტრში გატარებას;

ჭ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი – აღიარებითი რეჟიმი, რომელიც გამოიყენება იმ ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის მიმართ, რომელიც სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ დაუშვა შესაბამის ბაზარზე.

ხ) ვეტერინარული სერტიფიკატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატი.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ.,

გვ.29

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1588 - სსმ I, № 26 27.08.2009 წ., მუხ.151

საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3778 - სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.405

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 2. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 3. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სახელმწიფო სამსახურები

1. ვეტერინარულ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელებისას უცხოური საქონლის გაშვებამდე საბაჟო კონტროლის ზონაში სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო ღონისძიებების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4235 - სსმ I, №50 30.12.2006 წ., მუხ.386

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №875 - სსმ I, № 41 30.12.2008 წ., მუხ.310

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3592 - სსმ I, №54 12.10.2010 წ., მუხ.344

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5952 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

    მუხლი 4. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების მიზნები და ამოცანები

1. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების მიზნებია:

ა) ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა;

ბ) მოსახლეობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან;

გ) საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა სნეულებების აღმძვრელების შემოტანისაგან.

 2. სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების ამოცანებია:

ა) ცხოველთა გადამდები და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებაზე ზედამხედველობა;

ბ) ცხოველთა დაკვლაზე, მეცხოველეობის პროდუქციის დამზადებაზე, გადამუშავებასა და შენახვაზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;

გ) ცხოველებით, მეცხოველეობის პროდუქციით ვაჭრობაზე (რეალიზაციაზე) ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;

დ) ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) წარმოებისა და ხარისხის კონტროლი;

ე) ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების ექსპორტ-იმპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;

ვ) ვეტერინარული ლაბორატორიული კვლევის ჩატარება;

ზ) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის ორგანიზება და განხორციელება.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონი №5511 - სსმ I, №43 12.12.2007 წ., მუხ.391

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

კარი II

ვეტერინარიის სპეციალისტთა მომზადება, სტატუსი და დასაქმება

    მუხლი 7. ვეტერინარ სპეციალისტთა მომზადება

1. საქართველოში ვეტერინარ სპეციალისტებს ამზადებენ უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლები (ფაკულტეტები).

2. უმაღლესი და საშუალო სპეციალური სასწავლებლების (ფაკულტეტების) კურსდამთავრებულებს მიღებული განათლების შესაბამისად ენიჭებათ ვეტერინარი ექიმის, ვეტერინარ-სანიტარიული ექიმის, ვეტერინარი ფარმაცევტისა და ვეტერინარი ფერშლის კვალიფიკაცია.

 3. (ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 8. ვეტერინარიის ფერშლის უფლებები

1. ვეტერინარიის ფერშალს ვეტერინარიის დარგში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე პროფესიული საქმიანობის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა წარმართული იქნება ვეტერინარიის ექიმის უშუალო პასუხისმგებლობით და კონტროლით.

2. ვეტერინარიის ფერშალი შეიძლება დაინიშნოს ვეტერინარიის რიგითი ექიმის ვაკანტურ თანამდებობაზე მხოლოდ მოვალეობის დროებით შემსრულებლად.

    მუხლი 9. უცხოეთის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების საქმიანობა ვეტერინარიის სფეროში

უცხოეთის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აქვთ სათანადო ვეტერინარიის ექიმის კვალიფიკაცია, შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ ვეტერინარული საქმიანობა, ადგილზე სავალდებულო ატესტაციის გავლის შემდეგ.

    მუხლი 10. კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლება

კერძო ვეტერინარული საქმიანობის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ვეტერინარული განათლების მქონე პირს.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 11. (ამოღებულია)

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

კარი III

ვეტერინარიის სახელმწიფო, საუწყებო და კერძო სამსახურებისერთიანი ქსელი

    მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური

1. ვეტერინარიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი და განმახორციელებელი ორგანო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. იგი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს კერძო ვეტერინარული სამსახურის საქმიანობის კოორდინაციას და საქართველოს წარმოადგენს საერთაშორისო ეპიზოოტიურ ბიუროში, მსოფლიო ვეტერინარულ ასოციაციასა და სხვა საერთაშორისო ვეტერინარულ ორგანიზაციებში.

2. საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახური შედგება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი სამსახურებისაგან.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

    მუხლი 14. (ამოღებულია)

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 15. კერძო ვეტერინარიის სამსახურები

1. კერძო ვეტერინარიის სამსახურებს განეკუთვნება:

ა) რაიონებში, ქალაქებში, დაბებში და სოფლად მოქმედი ვეტერინარიის კერძო კლინიკები, აფთიაქები, მაღაზიები, ვეტერინარიის ერთობლივი და ინდივიდუალური სამკურნალოები, ცხოველების კერძო კოსმეტიკური კაბინეტები და სხვა ანალოგიური კერძო სამსახურები.

2. კერძო ვეტერინარიის სამსახურებში შტატების რაოდენობას განსაზღვრავენ უშუალოდ სამსახურის ხელმძღვანელები.

    მუხლი 16. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ვეტერინარული სამსახურების ქვემდებარეობა

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები პროფესიულ საქმიანობაში უშუალოდ ექვემდებარებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო ტერიტორიული მმართველობის საკითხებში – ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებს.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონი №5511 - სსმ I, №43 12.12.2007 წ., მუხ.391

    მუხლი 17. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები ვეტერინარიის სფეროში

ვეტერინარიის სფეროში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციებია:

ა) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსითა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;

ბ) ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის (მცენარეული პროდუქციის) ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმების განხორციელებაზე კონტროლი და აგრარულ ბაზრებზე, ბაზრობებზე, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და სარეალიზაციო ობიექტებზე, სამრეწველო მაცივრებზე (მაცივარკომბინატებზე), კვების ობიექტებსა და ახალი ხორცით, თევზით, სუბპროდუქტებით, შინაური დამზადების კვერცხით, უმი რძითა და თაფლით მოვაჭრე ობიექტებზე ზედამხედველობა;

გ) საქართველოში დამზადებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ხარისხის კონტროლი;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კერძო ვეტერინარული სამსახურების საქმიანობაზე ზედამხედველობა;

ე) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა მოვალეობათა შესრულება.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

    მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

     მუხლი 19. კერძო ვეტერინარული სამსახურის მოვალეობანი

კერძო ვეტერინარულ სამსახურს ევალება:

ა) ცხოველების ინფექციური, მასობრივი გადამდები ან არაგადამდები სნეულებების გაჩენის შემთხვევები დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

ბ) აწარმოოს ვეტერინარული საქმიანობის სტატისტიკური აღრიცხვა და ამის თაობაზე ინფორმაცია პერიოდულად მიაწოდოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

გ) ინფორმაცია გამოყენებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების დასახელების, ვარგისობის ვადის, კონტროლისა და სერიის მითითებით წარუდგინოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

დ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსითა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი №24 - სსმ I, №11 04.07.2008 წ., მუხ.80

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 20. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებები ვეტერინარიის სფეროში

ვეტერინარიის სფეროში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებებს განეკუთვნება:

ა) საქართველოში სახელმწიფო ვეტერინარული საქმიანობის ორგანიზება;

ბ) ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავება;

გ) ვეტერინარიის სფეროში პერსპექტიულ, პრობლემატურ და საგანგებო საკითხებზე წინადადებების მომზადება;

დ) (ამოღებულია);

ე) საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაცია, ხელახალი რეგისტრაცია ან რეგისტრაციის გაუქმება და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლი, ასევე საკვებდანამატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის ზედამხედველობა და ამ საკითხებზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან თანამშრომლობა;

ვ) ცხოველების და მეცხოველეობის პროდუქციის გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვის, რეალიზაციისა და ვეტერინარიის სხვა საკითხებზე ნორმატიული აქტების შემუშავება.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2033 - სსმ I, №20(27) 09.06.1999 წ., მუხ.97

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5121 - სსმ I, №27 17.07.2007 წ., მუხ.255

საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი №24 - სსმ I, №11 04.07.2008 წ., მუხ.80

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5629 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.

კარი IV

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოების,რაიონების, ქალაქების გამგეობების, მერიების უფლება-მოვალეობანი

    მუხლი 21. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებებს განეკუთვნება:

ა) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში სნეულებების საწინააღმდეგო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება;

ბ) (ამოღებულია);

გ) ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური, ცხოველების მასობრივი გადამდები და არაგადამდები სნეულებების პროფილაქტიკისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად ყოველწლიურად საჭირო თანხების, სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, სამაცივრო დანადგარების, ლაბორატორიული მოწყობილობების, სპეციალური, სადეზინფექციო, სასწრაფო ვეტერინარული დახმარების ავტოტრანსპორტისა და სხვა საშუალებების, აგრეთვე მათ შესასყიდად ფულადი სახსრების გამოყოფა;

დ) ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების კერების ლოკალიზაცია, მათი ლიკვიდაციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი თანხებისა და სხვა ვეტერინარული საშუალებების გამოყოფა;

ე) სამოქალაქო თავდაცვის მიზნით ვეტერინარიისათვის საჭირო ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული და სამკურნალო სხვა საშუალებების სარეზერვო ფონდის შესაქმნელად საჭირო თანხების გამოყოფა და აღნიშნული სარეზერვო ფონდის პერიოდული განახლებისადმი კონტროლის დაწესება;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების შემოტანა-გავრცელების აღმკვეთ ღონისძიებათა გატარებაზე კონტროლის დაწესება;

ზ) (ამოღებულია).

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

    მუხლი 22. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ამ კანონისა და ვეტერინარიის სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ვეტერინარული საქმიანობის ორგანიზება;

ბ) ვეტერინარიის სფეროში ადგილობრივი მნიშვნელობის ნორმატიული აქტების შემუშავება და სათანადო დადგენილებების, განკარგულებების მიღება, მათი გაუქმება;

გ) ცხოველების საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში გადამდები სნეულებებისაგან დაცვის მიზნით აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ეპიზოოტიური ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლის დაწესება;

დ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებების პროფილაქტიკისა და ინფექციის კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად ღონისძიებების შემუშავება.

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

    მუხლი 23. რაიონებისა და ქალაქების გამგეობების, მერიების უფლება-მოვალეობანი

1. რაიონებისა და ქალაქების გამგეობების, მერიების უფლება-მოვალეობებს განეკუთვნება:

ა) შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მაწანწალა და უპატრონო ცხოველების დაჭერა-მოსპობაზე და საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების წარდგინების საფუძველზე ცხოველების საშიში სნეულებების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის, სამეურნეო საქმიანობის განსაკუთრებული პირობებისა და რეჟიმის დაწესება და მოხსნა;

ბ) (ამოღებულია);

გ) (ამოღებულია);

დ) ეპიზოოტიური, ზოოანთროპონოზური და სხვა საშიში დაავადებების პროფილაქტიკის ღონისძიებების ორგანიზაცია;

ე) (ამოღებულია);

ვ) (ამოღებულია);

ზ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში მასობრივი გადამდები და არაგადამდები სნეულებების პროფილაქტიკისა და ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის საკითხებზე მიღებული აქტების შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

თ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მკვდარი ცხოველების (ლეშის), პირობითვარგისი ხორცის, ხორცპროდუქტების, მეცხოველეობის პროდუქციის გასაუვნებელი საუტილიზაციო საამქროების, სამარხი ორმოების მოწყობა და მათ ფუნქციონირებაზე კონტროლის განხორციელება.

ი) (ამოღებულია).

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

    მუხლი 24. ვეტერინარიის ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება და მათი ხარისხისადმი კონტროლი

1. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციას, ხელახალ რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებასა და ხარისხის/ უსაფრთხოების კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო სააგენტოს მეშვეობით.

2. აკრძალულია ისეთი ვეტერინარული პრეპარატების (საშუალებების) წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში.

3. აკრძალულია ვაქცინების, სადიაგნოსტიკო საშუალებების, ქიმიურ-ფარმაცევტული და სხვა პრეპარატების, საკვებდანამატებისა და მიკროელემენტების ნარჩენების გამოყენება.

4. ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვების რეჟიმებია:

ა) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი;

ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი.

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი №24 - სსმ I, №11 04.07.2008 წ., მუხ.80

საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1588 - სსმ I, № 26 27.08.2009 წ., მუხ.151

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 25. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

    მუხლი 26. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

კარი V

ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 28. ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების მწარმოებელ, გადამამუშავებელ, შემნახველ და სარეალიზაციო ობიექტებზე ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლისა და ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება

1. მეცხოველეობის ობიექტების, ვეტერინარული ობიექტების, ბიოლოგიური კომბინატების, ბიოლოგიური ფაბრიკების, ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) მწარმოებელი ობიექტების, აფთიაქების, ბაზების, სამაცივრო სისტემების, მეფრინველეობის ფაბრიკების, აგრარული ბაზრების (ბაზრობების), აგრეთვე ხორცით, სუბპროდუქტებით, კვერცხით, უმი რძითა და თევზით მოვაჭრე ობიექტების, ხორცკომბინატების, სასაკლაოების, საძეხვე და ხორცის გადამამუშავებელი სხვა საამქროების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ობიექტების, ყველა სახის ფერმერული და გლეხური კერძო მეურნეობების, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ობიექტების დაგეგმარების და მშენებლობის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცხოველების შენახვის, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება-გადამუშავების სანიტარიული პირობები, რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელებით.

2. (ამოღებულია).

3. (ამოღებულია).

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

    მუხლი 29. ცხოველების შენახვის, კვების, დაწყურების, მათი გადაყვანა-გადარეკვის დროს ვეტერინარულ-სანიტარული მოთხოვნების დაცვა

1. ცხოველების მუდმივი ან დროებითი სადგომები, თავისი მოწყობილობით უნდა უზრუნველყოფდეს პირუტყვის მოვლა-პატრონობისა და ჯანმრთელობის კეთილსაიმედო პირობებს.

2. პირუტყვის მფლობელი საწარმოები, უწყებები, ორგანიზაციები, ფირმები, გლეხური და კერძო წარმოების ობიექტები, მოქალაქეები ვალდებული არიან უზრუნველყონ ცხოველები ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების და ნორმების შესაბამისი კეთილსაიმედო საკვებით და დაწყურებით.

3. ცხოველების საკვებისა და საკვებდანამატების ვარგისიანობის შესახებ ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნები და ნორმები მტკიცდება საერთაშორისო ვეტერინარული წესის მოთხოვნების შესაბამისად.

4. (ამოღებულია).

5. ცხოველების გადაყვანა-გადარეკვა ხორციელდება ვეტერინარული მოთხოვნების დაცვით, სააგენტოს მიერ დადგენილი მარშრუტით; ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხის არსებობისას აუცილებელია ასევე მარშრუტის სააგენტოსთან შეთანხმება.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 30. საქართველოს ტერიტორიის დაცვა უცხო ქვეყნებიდან ცხოველთა საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელების შემოტანისაგან

1. საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ნებადართულია მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველების შემოყვანა და ასეთი ცხოველებისაგან მიღებული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების შემოტანა.

2. აუცილებელია, ცხოველებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა იყოს ცხოველთა გადამდები სნეულებების თვალსაზრისით კეთილსაიმედო.

3. (ამოღებულია).

4. ტრანსპორტის ნებისმიერი სახეობით და ყველა სახის გზავნილით (სარკინიგზოთი, საფოსტოთი, მათ შორის, მგზავრთა ხელბარგით) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდან ცხოველისა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები სნეულებების აღმძვრელების შემოტანის აღკვეთის მიზნით საქართველოს სასაზღვრო გადასასვლელებში (საერთაშორისო მიმოსვლის რკინიგზის სადგურებში, ავტოსადგურებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, ავტოტრასებზე), უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონაში ხორციელდება სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ექსპორტ-იმპორტის და ტრანზიტული ტვირთების შემოწმება, ასევე შესაბამისი ღონისძიებები, ხოლო ტვირთების კეთილსაიმედოობასა და ვარგისობაში ეჭვის შეტანის შემთხვევაში ან მათი ტრანსპორტირების ვეტერინარულ-სანიტარიული ნორმების დარღვევისას ხდება ტვირთების დაკავება, გაუვნებლება ან ამოღება-მოსპობა დადგენილი წესით.

5. (ამოღებულია).

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 -პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5121 - სსმ I, №27 17.07.2007 წ., მუხ.255

საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3592 - სსმ I, №54 12.10.2010 წ., მუხ.344

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5952 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

    მუხლი 31. მეცხოველეობის პროდუქციის დამზადება, შენახვა, გადაზიდვა და რეალიზაცია

1. მეცხოველეობის პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს და უნდა დამზადდეს ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების თვალსაზრისით კეთილსაიმედო ტერიტორიაზე.

2. საწარმოები, ორგანიზაციები (დაწესებულებები), უწყებები, მეურნეობები, რომლებიც ახორციელებენ მეცხოველეობის პროდუქციის დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, გადაზიდვასა და რეალიზაციას, ვალდებულნი არიან დაიცვან ვეტერინარულ-სანიტარიული და ეკოლოგიური მოთხოვნები.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 32. ცხოველებისა და სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების მფლობელების მოვალეობანი

ცხოველების მფლობელებისა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების მწარმოებელი და გადამამუშავებელი საწარმოების, გლეხური და ფერმერული მეურნეობების, მეფრინველეობის ფაბრიკების, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ყველა სხვა სახის ობიექტების მფლობელები ვალდებულნი არიან:

ა) მკაცრად დაიცვან ცხოველთა მოვლა-პატრონობის პირობები, არ დაუშვან ვეტერინარულ-სანიტარიული და ეკოლოგიური თვალსაზრისით არაკეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია;

ბ) განახორციელონ სამეურნეო და სპეციალური ვეტერინარული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ეპიზოოტიურ და ზოონოზურ კეთილსაიმედოობას;

გ) სათანადო ვეტერინარულ-სანიტარიულ წესრიგში იქონიონ ცხოველთა სადგომები და მათი საკვების გადამამუშავებელი და შესანახი საწარმოები;

დ) არ დაუშვან გარემოს დაბინძურება მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ნარჩენებით;

ე) დაიცვან ცხოველების სადგომების, მეცხოველეობის პროდუქციის შესანახი და სარეალიზაციო ობიექტების მშენებლობის და ექსპლუატაციის ზოოჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნები და ნორმები;

ვ) ცხოველების სნეულების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას დაუყოვნებლივ შეასრულონ სახელმწიფო ვეტერინარი სპეციალისტების მითითება, აგრეთვე დადგენილ ვადაში უზრუნველყონ ცხოველთა ეპიზოოტიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური გეგმური და იძულებითი ვაქცინაციის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მკურნალობის და სხვა ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება;

ზ) არ დაუშვან ვეტერინარი ექიმის ნებართვისა და ვეტერინარული შემოწმების გარეშე ცხოველთა დაკვლა, დაკლული ცხოველის ხორცისა და სუბპროდუქტების რეალიზაცია;

თ) ცხოველებითა და მეცხოველეობის ნედლეულითა და პროდუქტებით ივაჭრონ მხოლოდ აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებზე და სპეციალურ სავაჭრო ობიექტებში ვეტერინარული და ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმების შემდეგ.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 321. ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა

1. ცხოველების სახორცედ დაკვლა მათი რეალიზაციის მიზნით დასაშვებია მხოლოდ ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის ქვეშ.

2. ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამზადება, შენახვა, გადამუშავება, გადაზიდვა და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დაცვით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესები განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 33. ცხოველთა განსაკუთრებით საშიში გადამდები სნეულებების დროს ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულის და პროდუქტების, ცხოველთა საკვების ჩამორთმევა და განადგურება

ცხოველთა განსაკუთრებით საშიში გადამდები სნეულებების (რომლებიც განსაზღვრულია საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფებში) ლიკვიდაციისას, მათი გაჩენის საშიშროებისას, მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტისას, ქვეყნის შიგნით გადაზიდვისას, წარმოებისას და რეალიზაციისას ვეტერინარულ-სანიტარიული პირობების დარღვევის შემთხვევაში, აგრეთვე დაინფიცირებული კერების ლიკვიდაციის დროს დადგენილი წესით ხდება ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციისა და ცხოველთა საკვების ჩამორთმევა და მესაკუთრის ხარჯებით განადგურება.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

     მუხლი 331. ქართული ფუტკრის შენარჩუნება და დაცვა

ქართული ფუტკრის ჯიშის სიწმინდის შესანარჩუნებლად აკრძალულია სხვა ქვეყნიდან ფუტკრის ოჯახის, დედა ფუტკრისა და ფუტკრის ამანათნაყარის, სპერმის, ჭიისა და კვერცხის შემოყვანა/შემოტანა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გარეშე. ასევე აკრძალულია საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტირებული ან გაყვანილი ფუტკრის დაბრუნება.

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

კარი VI

(ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

    მუხლი 34. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

     მუხლი 341. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

კარი VII

ვეტერინარულ ღონისძიებათა დაფინანსება

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

    მუხლი 35. (ამოღებული)

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2209 - სსმ I, №13 02.06.2003 წ., მუხ.75

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

    მუხლი 36. ეპიზოოტიების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსება

ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში ზოონოზური, ზოოანთროპონოზური გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო გეგმური პროფილაქტიკური და საკარანტინო ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან (ეპიზოოტიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სნეულებების ნუსხის შესაბამისად).

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

    მუხლი 37. სხვა ვეტერინარული ღონისძიებების დაფინანსება

     ამ კანონის 36-ე მუხლში აღნიშნული ღონისძიებების გარდა, ეპიზოოტიური პროფილაქტიკურ-საკარანტინო და სხვა ვეტერინარული ღონისძიებები ხორციელდება ცხოველთა მესაკუთრის ხარჯებით.

საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2209 - სსმ I, №13 02.06.2003 წ., მუხ.75

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

კარი VIII

პასუხისმგებლობა ვეტერინარიის კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 38. პასუხისმგებლობა ვეტერინარიის კანონმდებლობის დარღვევისათვის

1. ამ კანონის, ვეტერინარიის კანონმდებლობის დამრღვევნი პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამასთან ისინი არ თავისუფლდებიან მათ მიერ მიყენებული ზარალის გადახდისაგან.

2. თანამდებობის პირების, მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები მიიღება შემდეგი სახის დარღვევებისათვის:

ა) აუცილებელი პროფილაქტიკური (გამოკვლევები, ცხოველების იმუნიზაცია) ღონისძიებების განხორციელებაზე უარის თქმა ან ღონისძიებების განხორციელების ვადების დაუცველობა;

ბ) საკარანტინო წესების დარღვევა;

გ) ცხოველების საშიში გადამდები სნეულებების კერების სალიკვიდაციო ღონისძიებების არადროული ან არასრული განხორციელება;

დ) ვეტერინარული თვალსაზრისით კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქტებითა და სხვა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის სფეროში მოქმედი ვეტერინარულ-სანიტარიული წესების და ნორმების დაუცველობა;

ე) ცხოველებისათვის არაკეთილსაიმედო საკვების წარმოება-გამოყენება, რომელიც გახდა ან შესაძლოა გამხდარიყო ცხოველების მასობრივი გადამდები ან არაგადამდები სნეულებების გაჩენისა და გავრცელების მიზეზი;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნებიდან ცხოველების საშიში სნეულებების აღმძვრელების შემოტანის აღკვეთის მიზნით აუცილებელი ვეტერინარულ-სანიტარიული წესებისა და ნორმების შეუსრულებლობა;

ზ) ყველა სახის ტრანსპორტით ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციის, ცხოველთა საკვების, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საერთაშორისო და შიდა ტვირთების (საექსპორტო, საიმპორტო, სატრანზიტო) გადაზიდვების დროს ვეტერინარული წესების დაუცველობა;

თ) ვეტერინარული შემოწმების, ვეტერინარულ-სანიტარიული კეთილსაიმედოობის დადგენისა და ვეტერინარული კონტროლის განმახორციელებელი სამსახურების დამღის გარეშე პროდუქტების გადატანა-გაყიდვა;

ი) ზოოჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების დაუცველობა, რომელიც დაკავშირებულია მეცხოველეობის ობიექტების დაპროექტებასთან, მშენებლობასთან, ექსპლუატაციასთან, რეკონსტრუქციასთან, ცხოველების შენახვასთან, მოვლა-პატრონობასა და მეცხოველეობის პროდუქტების შენახვასთან, რეალიზაცია-გამოყენებასთან;

კ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრების გასაშვებ პუნქტებში ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების უგულებელყოფა;

ლ) ტყავ-ნედლეულის, ქურქ-ბეწვეულისა და მეცხოველეობის სხვა პროდუქციის გადამუშავება-გამოყენების დროს ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნების დაუცველობა;

მ) პროდუქტების გამოშვება, რომელიც არ შეესაბამება ვეტერინარულ-სანიტარიულ და ეკოლოგიურ მოთხოვნებს;

3. აღნიშნული დარღვევები იწვევს თანამდებობის პირების, მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

4. სამართალდარღვევების საქმეებს განიხილავენ ვეტერინარიის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოები.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 39. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონი №5511 - სსმ I, №43 12.12.2007 წ., მუხ.391

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

კარი IX

(ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

    მუხლი 40. (ამოღებულია)

საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ.,         გვ.29

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

კარი X

ვეტერინარიის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებები

    მუხლი 41. ვეტერინარიის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებები

თუ საერთაშორისო ხელშეკრულებაში ვეტერინარიისა და მეცხოველეობის საკითხების, ცხოველების, მეცხოველეობის პროდუქციის, ცხოველთა საკვების, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ტვირთების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ გათვალისწინებული იქნება ამ კანონისა და ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმები.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

კარი XI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

    მუხლი 42. გარდამავალი დებულებანი

1. (ამოღებულია).

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალი სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების დებულების დამტკიცების შესახებ;

გ) (ამოღებულია);

დ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული სამსახურების (ვეტერინარული აფთიაქები, სავაჭრო ობიექტები, კლინიკები, კოსმეტიკური კაბინეტები და სხვა ობიექტები) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ;

ე) აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებსა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), კვებისა და სავაჭრო ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების (ლაბორატორიების) ტიპობრივი წესის დამტკიცების შესახებ;

ვ) ეპიზოოტიური, ზოოზონური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულის და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ;

ზ) საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით განსაზღვრული „ა“ და „ბ“ ჯგუფების საშიში გადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ;

თ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვეტერინარული ლაბორატორიების (სადიაგნოსტიკო განყოფილების) ტიპობრივი წესების დამტკიცების შესახებ;

ი) ცხოველთა გადარეკვა-გადაყვანის (მათ შორის, საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ;

კ) მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ცხოველთა საკვების (საწარმოო წესით) დამამზადებელი, გადამამუშავებელი, შემნახავი და სარეალიზაციო ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ;

ლ) ცხოველთა (მათ შორის, ფრინველის, ფუტკრის, თევზის, ყველა სახის წყალ-ხმელეთის ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის და სხვა), მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტული გადაზიდვების ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ;

მ) საკლავი ცხოველების ვეტერინარული შემოწმების და ხორცისა და ხორცის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების დამტკიცების შესახებ;

ნ) ცხოველთა საკარანტინო წესების დამტკიცების შესახებ;

ო) ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებების) წარმოების, შენახვის, გადაზიდვის, ექსპორტის, რეექსპორტისა და იმპორტის, აღრიცხვისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

პ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ;

ჟ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ;

რ) ცხოველთა ხორცის დადამღვის წესის დამტკიცების შესახებ;

ს) საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;

ტ) ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

3. საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 აპრილამდე წარმოადგინოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონების პროექტები.

4. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ლიკვიდაციის დასრულება.

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს:

ა) საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის წესს;

ბ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების სარეგისტრაციო მოწმობის ფორმებს.

6. საქართველოს მთავრობა ადგენს სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიას მათ მიერ რეგისტრირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების აღიარების მიზნით.

7. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59 31.12.2005 წ., მუხ.451

საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი № 24 - სსმ I, №11 04.07.2008 წ., მუხ.80

საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1588 - სსმ I, № 26 27.08.2009 წ., მუხ.151

საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3778 - სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.405

     მუხლი 421.  ვეტერინარული კონტროლი გარდამავალ პერიოდში

1. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე  მუხლების ამოქმედებამდე ამ კანონით გათვალისწინებული ვეტერინარული კონტროლი განხორციელდეს მხოლოდ:

ა) აგრარულ ბაზრებზე;

ბ) პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში გავრცელებულია ეპიდემიები ან ეპიზოოტიები;

გ) იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ხორციელდება არაქარხნული (არაორგანიზებული) წესით დამზადებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტითა და ცხოველებით ვაჭრობა, მხოლოდ პირველადი გადაუმუშავებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის კონტროლის მიზნით;

დ) მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე, მის საკუთარ საწარმოში.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის გამოქვეყნება სისტემატურად, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1782 - სსმ I, №40 18.07.2005 წ., მუხ.270

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5121 - სსმ I, №27 17.07.2007 წ., მუხ.255

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2466 - სსმ I, №49 30.12.2009 წ., მუხ.379

    მუხლი 422. ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და საკარანტინო-აღმკვეთი ღონისძიებების განხორციელების დროებითი რეგულირება

1. 2008 წლის განმავლობაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების მიზნით ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და საკარანტინო-აღმკვეთი ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა არა უგვიანეს 2008 წლის 15 ივლისისა.

საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი № 24 - სსმ I, №11 04.07.2008 წ., მუხ.80

    მუხლი 43. დასკვნითი დებულებანი

1. (ამოღებულია ).

2. ამ კანონის 321 მუხლი ამოქმედდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის დღიდან.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33 12.11.2004 წ., მუხ.156

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე.

თბილისი, 1995 წლის 14 ივნისი

№757

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996  წლის 19 აპრილის კანონი №193 - პარლამენტის უწყებანი №008, 08.05.1996 წ., გვ.19

2. საქართველოს 1997  წლის 16 სექტემბრის კანონი № 846 - პარლამენტის უწყებანი №41, 08.10.1997 წ., გვ.29

3. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2033 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.97

4. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239

5. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88

6. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2209 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.75

7. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №503- სსმ I, №33, 12.11.2004 წ., მუხ.156

8. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1782 - სსმ I, №40 ,18.07.2005 წ., მუხ.270

9. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2568 - სსმ I, №59, 31.12.2005 წ., მუხ.451

10. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4235 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.386

11. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5121 - სსმ I, №27, 17.07.2007 წ., მუხ.255

12. საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონი №5511 - სსმ I, №43, 12.12.2007 წ., მუხ.391

13. საქართველოს 2008 წლის 18 ივნისის კანონი №24 - სსმ I, №11, 04.07.2008 წ., მუხ.80

14. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №875 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.310

15. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1588 - სსმ I, №26 ,27.08.2009 წ., მუხ.151

16. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2466 - სსმ I, №49, 30.12.2009 წ., მუხ.379

17. საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3592 - სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.344

18. საქართველოს 2010 წლის 28 ოქტომბრის კანონი №3778 - სსმ I, №63, 10.11.2010 წ., მუხ.405

19. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4145 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.517

20. საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5629 – ვებგვერდი, 30.12.2011წ.

21. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5952 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

22. ძალადაკარგულია  – საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6155 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

22. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6155-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 21. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5952-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 20. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5629-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 19. 17/12/2010 - საქართველოს კანონი - 4145 - სსმ, 76, 29/12/2010 18. 28/10/2010 - საქართველოს კანონი - 3778-IIს - სსმ, 63, 10/11/2010 17. 17/09/2010 - საქართველოს კანონი - 3592-IIს - სსმ, 54, 12/10/2010 16. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2466 - სსმ, 49, 30/12/2009 15. 10/08/2009 - საქართველოს კანონი - 1588 - სსმ, 26, 27/08/2009 14. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 875 - სსმ, 41, 30/12/2008 13. 18/06/2008 - საქართველოს კანონი - 24 - სსმ, 11, 04/07/2008 12. 29/11/2007 - საქართველოს კანონი - 5511 - სსმ, 43, 12/12/2007 11. 29/06/2007 - საქართველოს კანონი - 5121 - სსმ, 27, 17/07/2007 10. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4235 - სსმ, 50, 30/12/2006 9. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2568 - სსმ, 59, 31/12/2005 8. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1782 - სსმ, 40, 18/07/2005 7. 26/10/2004 - საქართველოს კანონი - 503 - სსმ, 33, 12/11/2004 6. 05/07/2003 - საქართველოს კანონი - 2209 - სსმ, 13, 02/06/2003 5. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 4. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 3. 28/05/1999 - საქართველოს კანონი - 2033 - სსმ, 20(27), 09/06/1999 2. 16/09/1997 - საქართველოს კანონი - 846 - პარლამენტის უწყებანი, 41, 08/10/1997 1. 19/04/1996 - საქართველოს კანონი - 193 - პარლამენტის უწყებანი, 008, 08/05/1996