სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე

  • Word
სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 609
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/10/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 08/11/1998
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.001.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
609
26/10/1998
სსმ, 3, 08/11/1998
120.340.000.05.002.001.
სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/11/1998 - 23/08/1999)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №609

1998 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში რიგითების (მატროსების), სერჟანტებისა და ზემდეგების (მიჩმანების) ვადიანი და ზევადიანი (კოტრაქტით) სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ და „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის №748 დადგენილებით დამტკიცებული დებულება.

ე. შევარდნაძე

დებულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ

თავი I

ძირითადი დებულებანი

1. ეს დებულება არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონქვემდებარე აქტი და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციასა და ეფუძნება განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის წესებს:

ა) სავალდებულო ვადიანი სამსახურის რიგითების (მატროსების), სერჟანტებისა (ზემდეგებისა) და ზემდეგებისათვის (მიჩმანებისათვის);

ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის;

გ) სამხედრო სამსახურში გაწვეული საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის;

დ) სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებისათვის;

ე) ოფიცერთა შემადგენლობისათვის.

2. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სხვა შეიარაღებული ფორმირების სამხედრო მომსახურეებზე.

თავი II

სავალდებულო ვადიანი სამხედრო სამსახურის რიგითების (მატროსების), სერჟანტების (ზემდეგების), ზემდეგების (მიჩმანების) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი

1. სავალდებულო ვადიანი სამსახურის რიგითების (მატროსების), სერჟანტების (ზემდეგების), ზემდეგების (მიჩმანების) სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილში ბრძანებით მათი ჩარიცხვის დღე, ხოლო სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ – კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.

2. სავალდებულო ვადიანი სამსახურის ხანგრძლივობა დადგენილია საქართველოს კანონით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“.

3. სავალდებულო ვადიანი სამსახურის რიგითები (მატროსები), სერჟანტები (ზემდეგები), ზემდეგები (მიჩმანები) დებენ სამხედრო ფიცს, მათ ენიჭებათ სამხედრო წოდებები და განთავსდებიან ყაზარმებში შინაგანი სამსახურის წესდებით დადგენილი წესით.

4. სამხედრო ნაწილში (გემზე) ჩარიცხულ პირებს სამხედრო ნაწილის (გემის) მეთაურის (უფროსის) ბრძანებით ენიჭებათ სამხედრო წოდება შესაბამისად „რიგითი“ ან „მატროსი“.

5. სამხედრო წოდება „უმცროსი სერჟანტი“ („მეორე კლასის ზემდეგი“) ენიჭებათ უმცროს მეთაურთა და სპეციალისტთა მომზადების სასწავლო ცენტრების კურსდამთავრებულებს სასწავლო ცენტრის უფროსის (მეთაურის) ბრძანებით.

6. რიგითებს (მატროსებს) სამხედრო წოდება „სერჟანტი“ („პირველი კლასის ზემდეგი“) ენიჭებათ უმცროს მეთაურთა და სპეციალისტთა მომზადების სასწავლო ცენტრების კურსების წარჩინებით დამთავრებისას სასწავლო ცენტრის უფროსის (მეთაურის) ბრძანებით, ხოლო სხვა სასწავლო ქვედანაყოფების კურსდამთავრებულებს – ჯარების სახეობათა (გვარეობათა) სარდლების (უფროსების) ბრძანებებით.

7. სამხედრო წოდებები „უმცროსი სერჟანტი“ („მეორე კლასის ზემდეგი“), „სერჟანტი“ („პირველი კლასის ზემდეგი“), „უფროსი სერჟანტი“ („მთავარი ზემდეგი“) სამხედრო მოსამსახურეებს ენიჭებათ ბრიგადის მეთაურის და მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირების ბრძანებით, ხოლო „ზემდეგის“ და „მიჩმანის“ სამხედრო წოდებები – ჯარების სახეობათა სარდლებისა და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირების ბრძანებებით.

8. დისციპლინური სასჯელის სახით სერჟანტების, ზემდეგებისა და მიჩმანებისათვის სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება (გარდა რიგითი შემადგენლობისა) შეუძლიათ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ამ სამხედრო წოდების მინიჭების უფლება აქვთ. სამხედრო წოდების ჩამორთმევა ხდება მხოლოდ სასამართლო წესით.

9. ათეულის მეთაურის, ოცეულის მეთაურის მოადგილის, ასეულის ზემდეგისა და მათთან გათანაბრებულ თანამდებობებზე დანიშვნის უფლება აქვს სამხედრო ნაწილის (გემის) მეთაურს (უფროსს).

10. რიგითებს (მატროსებს), სერჟანტებსა და ზემდეგებს (მიჩმანებს) სამხედრო ვალდებულების მოხდის პერიოდში ეძლევათ შვებულება 10 დღის ვადით.

11. გარდა ამისა, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით მათ შეიძლება დამატებით მიეცეთ მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით:

ა) ავადმყოფობის გამო სამხედრო-საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე;

ბ) ახლო ნათესავის (დედა, მამა, ცოლი, შვილი, და, ძმა, ბებია, პაპა) გარდაცვალების ან მათი მძიმე ავადმყოფობის გამო რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისრის შუამდგომლობის საფუძველზე;

გ) სტიქიური უბედურების შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზარალდა სამხედრო მოსამსახურის ოჯახი;

დ) წახალისების საფუძველზე.

12. მობილიზაციის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შვებულებასა და მივლინებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ დაბრუნდეს თავის სამხედრო ნაწილში. თუ ეს შეუძლებელია, იგი უნდა გამოცხადდეს უახლოეს სამხედრო კომისარიატში ან სამხედრო ნაწილში, რაც სამხედრო კომისარმა ან სამხედრო ნაწილის მეთაურმა (უფროსმა) უნდა შეატყობინოს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაურს (უფროსს).

თავი III

სავალდებულო ვადიანი სამსახურის რიგითების (მატროსების), სერჟანტებისა (ზემდეგებისა) და ზემდეგების (მიჩმანების) სამსახურებრივი გადაადგილება და მივლინებები

1. რიგითები (მატროსები), სერჟანტები (ზემდეგები) და ზემდეგები (მიჩმანები) სამხედრო სამსახურს გადიან იმ სამხედრო ნაწილებში, რომლებშიც ჩარიცხული არიან საშტატო თანამდებობებზე მათი სპეციალობისა და სამხედრო წოდების მიხედვით.

2. რიგითები (მატროსები), სერჟანტები (ზემდეგები) და ზემდეგები (მიჩმანები), რომლებმაც გაიარეს უმცროს მეთაურთა და სპეციალისტთა მომზადების კურსები, გაიგზავნებიან შესაბამის სამხედრო ნაწილებში მიღებული სპეციალობის მიხედვით.

3. რიგითების (მატროსების), სერჟანტებისა (ზემდეგებისა) და ზემდეგების (მიჩმანების) ერთი სახეობის (გვარეობის) ჯარებში ან ერთი სახეობიდან მეორეში გადაყვანა ხდება მთავარი გენერალური შტაბის (შტაბის) უფროსის განკარგულებით, სამხედრო ნაწილის (შენაერთის) შიგნით კი – სამხედრო ნაწილის (შენაერთის) მეთაურის (უფროსის) ბრძანებით.

4. რიგითები (მატროსები), სერჟანტები (ზემდეგები) და ზემდეგები (მიჩმანები) შეიძლება გაიგზავნონ სამსახურებრივ მივლინებაში:

ა) სამხედრო სასწავლებელში შესვლასთან დაკავშირებით, აგრეთვე სამხედრო შეკრებებსა და კურსებზე სასწავლებლად;

ბ) სამხედრო შეკრებებისა და საბრძოლო მომზადებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების მომსახურების მიზნით;

) სამხედრო ტვირთის , საბრძოლო ტექნიკისა და ქონების დასაცავად და გასაცილებლად ;

) სამართლებრივი და მართლმსაჯულების ორგანოებში გამოსაცხადებლად ;

) სპორტულ და კულტურულ -მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ;

) სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა შემთხვევებში .

5. მივლინებაში გაგზავნა ფორმდება სამხედრო ნაწილის მეთაურის (უფროსის ) ბრძანებით და მისავლინებელ პირს მიეცემა სამივლინებო ფურცელი და სამივლინებო ხარჯები .

6. რიგითები (მატროსები ), სერჟანტები და ზემდეგები (მიჩმანები ) ვალდებული არიან დროულად გამოცხადდნენ მივლინების პუნქტში , მოახსენონ შესაბამისი სამხედრო ნაწილის (დაწესებულების ) მეთაურს (უფროსს ) თავიანთი გამოცხადების   შესახებ დადგნენ აღრიცხვაზე , ფულად და სასურსათო კმაყოფაზე , ხოლო მივლინების ვადის დამთავრების შემდეგ დადგენილ ვადაში დაბრუნდნენ თავიანთ სამხედრო ნაწილში . მივლინების ხარჯებს გაიღებს სამხედრო ნაწილი .

7. უმაღლესი და სპეციალური საშუალო განათლების მქონე რიგითები (მატროსები ), სერჟანტები და ზემდეგები (მიჩმანები ) სამხედრო ვალდებულებას იხდიან მათ მიერ მიღებული სამოქალაქო განათლების გათვალისწინებით . სამხედრო სამსახურის ვადის გასვლამდე ორი თვით ადრე ისინი შეიძლება გაიგზავნონ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე , სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა ან შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით მათ მიენიჭებათ უმცროსი ლეიტენანტისსამხედრო წოდება და ჩაირიცხებიან რეზერვში .

თავი IV

სავალდებულო ვადიანი სამსახურის რიგითების (მატროსების ), სერჟანტებისა (ზემდეგებისა ) და ზემდეგების (მიჩმანების ) რეზერვში ჩარიცხვა

1. რიგითების (მატროსების ), სერჟანტებისა (ზემდეგებისა ) და ზემდეგების (მიჩმანების ) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ხდება სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად . სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს მიეცემათ სათანადო დოკუმენტები , რომელთა საფუძველზეც ხდება მათი აღრიცხვაზე აყვანა სამხედრო კომისარიატებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით .

2. სამხედრო სასწავლების კურსანტი ითვლება სამხედრო სამსახურში მყოფად და სწავლის პერიოდი ეთვლება წელთა ნამსახურობაში .

3. სამხედრო მოსამსახურენი სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დაითხოვებიან სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად .

4. სავალდებულო ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურე , რომელსაც ჰყავს ორსული ცოლი , სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დაითხოვება სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის 30- მუხლის საფუძველზე .

სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხულ კურსანტს სწავლის პერიოდი სავალდებულო ვადიან სამსახურში არ ეთვლება და სამხედრო სამსახურის გასავლელად ის იგზავნება სამხედრო ნაწილში .

თავი V

სავალდებულო ვადიანი სამსახურის რიგითების (მატროსების ), სერჟანტებისა (ზემდეგებისა ) და ზემდეგების (მიჩმანების ) უფლება -მოვალეობანი და პასუხისმგებლობა

რიგითების (მატროსების ), სერჟანტებისა (ზემდეგებისა ) და ზემდეგების (მიჩმანების ) უფლება -მოვალეობანი და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთო -საჯარისო წესდებებით .

სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირი , რომელიც პირადი სურვილით არის გაწვეული , სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის კანონით დადგენილი წესების შესაბამისად , რის შემდეგაც იგი დაითხოვება სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხება რეზერვში .

თავი VI

საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახური

1. საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებად ითვლებიან პირები , რომლებმაც მოიხადეს კანონით დადგენილი სამხედრო ვალდებულება ან უამისოდ და გადიან სამხედრო სამსახურს ხელშეკრულების (კონტრაქტის ) საფუძველზე .

2. საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურში მიიღებიან რიგითები (მატროსები ), სერჟანტები (ზემდეგები ), ზემდეგები (მიჩმანები ) და ოფიცრები . მათი სამხედრო სამსახური განისაზღვრება ხელშეკრულებით (კონტრაქტით ) ოთხ წლამდე ვადით , რომელიც შეიძლება რამდენიმეჯერ გაგრძელდეს იმავე ვადით .

3. საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურში რიგითები (მატროსები ), სერჟანტები (ზემდეგები ), ზემდეგები (მიჩმანები ) ჩაირიცხებიან ბრიგადის მეთაურისა და მათთან გათანაბრებული თანამდებობის პირების ბრძანების საფუძველზე . საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურში ოფიცრები ჩაირიცხებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე . საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის დასაწყისად ითვლება :

) სავალდებულო ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფ პირთათვის ვადიანი სამსახურის დამთავრების შემდეგ ნაწილის მეთაურის (უფროსის ) ბრძანებით მათი საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურში ჩარიცხვის დღე ;

) რეზერვში მყოფ პირთათვის სამხედრო კომისარიატიდან სამხედრო ნაწილში განწესების შემდეგ სამხედრო ნაწილში ბრძანებით ჩარიცხვის დღე .

4. საკონტრაქტო (პროფესიული ) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები მათი სპეციალობის , განათლების , სამხედრო წოდებისა და სამხედრო მომზადების გათვალისწინებით სამხედრო ნაწილის მეთაურის (უფროსის ) ბრძანებით ინიშნებიან შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე :

 

) რიგითებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობებზე, ათეულის მეთაურებად და მათთან გათანაბრებულ თანამდებობებზე

 

– რიგითები, უმცროსი სერჟანტები, სერჟანტები და მათთან გათანაბრებული პირები

ბ) ოცეულის მეთაურის მოადგილეებად და მათთან გათანაბრებულ თანამდებობებზე

– უმცროსი სერჟანტები, უფროსი სერჟანტები და მათთან გათანაბრებული პირები

გ) ასეულის ზემდეგებად და მათთან გათანაბრებულ თანამდებობებზე

– უმცროსი სერჟანტები, ზემდეგები და მათთან გათანაბრებული პირები

დ) შტატით განსაზღვრულ თანამდებობებზე

 – ოფიცრები

 

5. საჭიროების შემთხვევაში , გამონაკლისის სახით , ზემდეგები და მიჩმანები შეიძლება დაინიშნონ ოცეულის მეთაურის და მასთან გათანაბრებულ თანამდებობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სხვა სამხედრო უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით .

6. საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების დისციპლინური წესით თანამდებობიდან ჩამოქვეითება ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება ხდება იმ თანამდებობის პირთა მიერ , რომლებმაც ეს სამხედრო მოსამსახურეები დანიშნეს თანამდებობაზე ან მიანიჭეს სამხედრო წოდება .

7. საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო სამსახურიდან დაითხოვებიან :

) ავადმყოფობის გამო , სამხედრო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე ;

) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ;

) მხარეთა შეთანხმების საფუძველზე და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ;

) სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო ;

) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის ;

) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის ;

) ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ;

) პირადი განცხადებით , დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (უკიდურესად მძიმე ოჯახური მდგომარეობა , სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა , სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში გადაყვანა ).

8. სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ დათხოვნილი საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები სამსახურში შეიძლება აღდგენილ იქნენ ზემდგომი სამხედრო ხელმძღვანელის მიერ ან სასამართლოს მეშვეობით . საკონტრაქტო (პროფესიული ) სამხედრო მოსამსახურეებს პენსია ენიშნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

9. უმაღლესი განათლების მქონე საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემთხვევაში ენიჭებათ უმცროსი ლეიტენანტისსამხედრო წოდება .

10. საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა უფლება -მოვალეობანი , პასუხისმგებლობა და სოციალური დაცვის საკითხები დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით .

11. საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის პერიოდი ჩაითვლება სამხედრო სამსახურის გავლის საერთო სტაჟში .

თავი VII

საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი

1. საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი სავალდებულო ვადიანი და საკონტრაქტო (პროფესიული ) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ანალოგიურია .

2. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები სამხედრო ფიცის ნაცვლად კისრულობენ წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და კანონმდებლობის შესრულების შესახებ . დადგენილია წერილობითი ვალდებულების შემდეგი ტექსტი :

 

მე

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სახელი, მამის სახელი და გვარი

 

შევდივარ რა საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში , ვკისრულობ ვალდებულებას პირნათლად მოვიხადო მხედრული ვალი , კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე , მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა , შევინახო ჩემთვის მონდობილი სამსახურებრივი საიდუმლოება , შევასრულო საქართველოს კონსტიტუციის , კანონმდებლობის , საერთო -საჯარო წესდებისა და კონტრაქტის ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება , მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო საქართველოს ინტერესების დასაცავად .“

 

––––––––––––––––––––––––––––––––––

(ხელმოწერა)

„–––––“  –––––––––––––––––––––––––––

    (თარიღი, თვე, წელი)                                    

თავი VIII

საქართველოს სამხედრო ძალებში სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი

1. საქართველოს სამხედრო ძალებში სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ჩარიცხვა ხდება საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით .

2. უცხო სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურე საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურს გადის კონტრაქტის საფუძველზე , ოთხ წლამდე ვადით .

3. სამხედრო მოსამსახურე გადის სამხედრო სამსახურს კონტრაქტით დადგენილი პირობების დაცვით . იგი ინიშნება , როგორც წესი , სამეთაურო , საშტაბო თანამდებობაზე ან კონსულტანტად .

4. უცხო სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურე , რომელიც გადის სამხედრო სამსახურს საქართველოს სამხედრო ძალებში , ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კონსტიტუცია , კანონმდებლობა , საერთო -საჯარისო წესდებები და კონტრაქტის მოთხოვნები .

5. უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამსახური ეთვლება წელთა ნამსახურობაში .

6. სამხედრო მოსამსახურეს ფულადი სარგოები განესაზღვრება თანამდებობრივი , სამხედრო წოდების , კვების ულუფის ღირებულებისა და ნამსახურობის პროცენტული დანამატების გათვალისწინებით .

7. სამხედრო მოსამსახურეს პენსია ენიშნება საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე .

8. სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის ვადის გასვლამდე სამხედრო სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში :

) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ;

) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ;

) პირადი სურვილით ;

) ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ .

9. სხვა სახელმწიფოს მოქალაქე საქართველოს სამხედრო ძალებში ჩარიცხვისას კისრულობს შემდეგ წერილობით ვალდებულებას :

მე

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სახელი, მამის სახელი და გვარი

 

შევდივარ რა საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაში , ვკისრულობ ვალდებულებას პირნათლად მოვიხადო მხედრული ვალი , კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე , მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა , შევინახო ჩემთვის მონდობილი სამსახურებრივი საიდუმლოება , შევასრულო საქართველოს კონსტიტუციის , კანონმდებლობის , საერთო -საჯარისო წესდებების მოთხოვნები და მეთაურის (უფროსის ) ბრძანება , მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო საქართველოს ინტერესების დასაცავად .

––––––––––––––––––––––––––––––––––

(ხელმოწერა)

„–––––“  –––––––––––––––––––––––––––

    (თარიღი, თვე, წელი)                                    

თავი IX

ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი

1. ოფიცერთა შემადგენლობა , მათი სამხედრო წოდებები , თანამდებობებზე დანიშვნა , უფლება -მოვალეობანი და სოციალური გარანტიები განსაზღვრულია კანონებით სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ “, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებდა საერთო -საჯარისო წესდებებით .

2. საქართველოს სამხედრო ძალების ოფიცერთა შემადგენლობის დაკომპლექტება ხდება :

) სამხედრო მოსამსახურეებით , რომლებმაც დაამთავრეს სამხედრო სასწავლებლები და მიიღეს ოფიცრის სამხედრო წოდება ;

) სამხედრო მოსამსახურეებით , რომლებმაც გაიარეს სამხედრო მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში ან სასწავლო შეკრებებზე და მიენიჭათ ოფიცრის სამხედრო წოდება ;

) კონტრაქტის საფუძველზე მოწვეული ოფიცრებით ;

) სხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან გადმოყვანილი ოფიცრებით . ამ შემთხვევაში შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი მათ უმტკიცებს სამხედრო ან სპეციალურ წოდებას , რომელიც მათ ჰქონდათ წინა სამსახურში ;

) საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურში მყოფი ოფიცრებით , მათი შესაბამისი განცხადების საფუძველზე ;

) რეზერვიდან გაწვეული ოფიცრებით .

3. საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურიდან , რეზერვიდან 24 თვით გაწვეული ოფიცრების შემადგენლობიდან მათი სურვილის შესაბამისად და სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში კადრის სამსახურში ჩარიცხვა ხდება შემდეგი ზღვრული ასაკის მიღწევამდე :

) უმცროსი ოფიცრები – 45 წლამდე;

) უფროსი ოფიცრები (პოლკოვნიკამდე , I რანგის კაპიტნამდე ) – 50 წლამდე

) პოლკოვნიკები (I რანგის კაპიტნები ) – 55 წლამდე

) გენერლები (ადმირალები ) – 60 წლამდე .

უმცროსი და უფროსი ოფიცრების შემადგენლობის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა ხდება თავდაცვის მინისტრის ან შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე , ხოლო პოლკოვნიკის (I რანგის კაპიტნის ) და გენერლისა (ადმირალისა ) – საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით .

4. ოფიცერი სამხედრო სამსახურიდან შეიძლება დაითხოვონ სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებკანონებით დადგენილ შემთხვევებში , მხოლოდ ხელქვეითობის წესით :

) ზღვრული ასაკის მიღწევისას ;

) ავადმყოფობის გამო ;

) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ;

) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის ;

) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის ;

) ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ;

) პირადი სურვილით თუ მან , როგორც ოფიცერმა , იმსახურა არანაკლებ 10 წელი და არაა ზღვრულ ასაკს მიღწეული ;

) მხარეთა შეთანხმების საფუძველზე და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო ;

) პირადი განცხადებით , როგორც გამონაკლისი , დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (უკიდურესად მძიმე ოჯახური მდგომარეობა , სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა , სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში გადაყვანა , არჩევით თანამდებობებზე სამსახური ).

5. სამხედრო სამსახურიდან უსაფუძვლოდ და უკანონოდ დათხოვნილი ოფიცრები თავდაცვის მინისტრისა და შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მიერ აღდგენილი უნდა იქნენ იმავე თანამდებობაზე და იმავე ნაწილში , რომელშიც გადიოდა სამსახურს დათხოვნამდე , ხოლო უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრები საქართველოს პრეზიდენტის , საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მიერ . სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ იძულებით გაცდენილი დრო მათ ჩაეთვლებათ ნამსახურობის წლებში და მიეცემათ შესაბამისი ფულადი ანაზღაურება . დარღვეული უფლებების აღსადგენად შეიძლება მიმართონ სასამართლოსაც .

6. სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს ზღვრული ასაკის , ავადმყოფობის გამო , რეორგანიზაციასთან და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის წინ ეძლევა კუთვნილი შვებულება , რის შემდეგაც იგი იგზავნება სამხედრო -საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად .

ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით ან მის მიერ თანამდებობის დროებითი მოვალეობის შესრულება არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს .

7. ოფიცრებს , რომლებმაც იმსახურეს უცხო სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში , შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში სამხედრო სამსახურის პერიოდი ეთვლებათ ნამდვილ სამხედრო სამსახურად ბრძოლებში მონაწილეობისა და რთულ პირობებში სამსახურისათვის ნამსახურობის წელთა დანამატის გათვალისწინებით და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი შეღავათები .

8. ოფიცერს და საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში ეძლევათ მორიგი კუთვნილი შვებულებები შემდეგი ხანგრძლივობით :

) რომელმაც იმსახურა სამხედრო ძალებში 10 კალენდარულ წელზე ნაკლები – 30 დღე ;

) რომელმაც იმსახურა სამხედრო ძალებში 10 კალენდარულ წელს და მეტ ხანს – 45 დღე ;

) რომელიც იმყოფება საფრენოსნო სამსახურში , გადის სამხედრო სამსახურს სარაკეტო და სატორპედო კატარღაზე , საქართველოს სასაზღვრო ძალებში , საქართველოს სამხედრო -საზღვაო ძალების გემებზე , აგრეთვე ასრულებს საბრძოლო მორიგეობას განსაკუთრებულ რთულ პირობებში – 45 დღე ;

) სხვა სახელმწიფოდან კონტრაქტით მოწვეულ სამხედრო მოსამსახურეს – 45 დღე .

კუთვნილი შვებულებით სარგებლობა შეიძლება მოხდეს ნაწილ -ნაწილ, მეთაურის (უფროსის ) ნებართვით .

9. იმ შემთხვევაში , თუ ოფიცერმა და საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის სამხედრო მოსამსახურემ ვერ ისარგებლეს მორიგი შვებულებით , მათ პირდაპირი უფროსის ნებართვით ეძლევათ გასული წლის შვებულებით სარგებლობის უფლება მომდევნო წლის პირველ კვარტალში .

10. სამხედრო ნაწილებისა და მართვის ორგანოების საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების მიზნით არ შეიძლება ერთდროულად ოფიცერთა და საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა შემადგენლობაში შემავალი პირების ერთ მესამედზე მეტის შვებულებაში გაშვება .

11. ოფიცერთა და საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა გამოძახება შვებულებიდან დასაშვებია მხოლოდ უკიდურესი სამსახურებრივი აუცილებლობით , პირდაპირი უფროსის ბრძანებით . ამ შემთხვევაში შვებულების გამოუყენებელი ნაწილი მათ , როგორც წესი , მიეცემათ მიმდინარე წელს .

12. ოფიცრებსა და საკონტრაქტო (პროფესიული ) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს ეძლევათ მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ვადით წელიწადში ერთხელ , რომელიც არ ჩაითვლება მორიგი შვებულების ანგარიშში .

13. შვებულება ავადმყოფობის გამო ოფიცრებს ეძლევათ სამხედრო -სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე . შვებულების ხანგრძლივობა ავადმყოფობის გამო დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე , მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს . ეს ვადა შეიძლება ორი თვით გაგრძელდეს თავდაცვის მინისტრის და სხვა სამხედრო უწყების ხელმძღვანელის ბრძანებით . ამ ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო -სამედიცინო კომისია წყვეტს სამხედრო სამსახურისთვის ოფიცრის ვარგისიანობის საკითხს . შვებულება ავადმყოფობის გამო მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება .

14. სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს , რომელთაც მიენიჭათ ოფიცრის პირველი წოდება , დანიშნულების ადგილზე გაგზავნამდე ეძლევათ შვებულება 30 დღით .

15. ოფიცერ ქალებს შვებულება ორსულობის , მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ეძლევათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება .

16. ოფიცერი შეიძლება სამხედრო სამსახურს გადიოდეს სხვადასხვა თანამდებობაზე სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით .

ამ შემთხვევაში სამსახურის პერიოდი ითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში .

თავი X

ატესტაცია

1. ოფიცერთა კადრების სწორი შერჩევისა და განაწილების უზრუნველყოფის მიზნით იმართება ოფიცერთა ატესტაცია .

2. ატესტაციის დროს ობიექტური შეფასება ეძლევა თითოეული ოფიცრის საქმიან და პიროვნულ თვისებებს , განისაზღვრება შესაბამისობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან და მისი სამსახურებრივი პერსპექტივა , ხდება სამსახურში დასაწინაურებელ კანდიდატურათა გამოვლენა .

3. ოფიცერთა ატესტაციას წინ უძღვის მოსამზადებელი მუშაობა (საორგანიზაციო და აღმზრდელობითი ღონისძიებები , ინდივიდუალური საუბრები და სხვ .).

4. მშვიდობიან დროს ატესტაცია ეწყობა სამ წელიწადში ერთხელ . მთლიანად ოფიცერთა შემადგენლობის ან მისი ცალკეული კატეგორიების ატესტაცია შეიძლება გაიმართოს სხვა ვადებში . უფროსები , რომლებიც აწყობენ თავიანთი ხელქვეითების ატესტაციას , პირადად აგებენ პასუხს ატესტაციის ობიექტურობისათვის , მისი დასკვნებისა და რეკომენდაციებისათვის .

5. დამტკიცებულ ატესტაციებს უშუალო უფროსები უცხადებენ იმ პირებს , ვისზეც შედგენილია ეს ატესტაციები . საჩივარი ატესტაციის წესის დარღვევისა და მისი არაობიექტურობის გამო შეიძლება შეტანილ იქნეს დადგენილი წესით მისი გამოცხადებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა . საბოლოო გადაწყვეტილებას საჩივართან დაკავშირებით იღებს ის პირი (უფროსი ), რომელმაც დაამტკიცა ატესტაცია . საჩივრის საფუძვლიანობის შემთხვევაში ატესტაციაში შეაქვთ შესაბამისი ცვლილებანი ან იმართება ახალი ატესტაცია .

6. პირდაპირი უფროსები ოფიცრებისაგან უნდა ითხოვდნენ ნაკლოვანებათა აღმოფხვრას და დახმარებას უწევდნენ მათ ამ საქმეში , აგრეთვე უნდა უზრუნველყოფდნენ საატესტაციო დასკვნების რეალიზაციას .

თავი XI

სამხედრო სამსახურის გავლის თავისებურებანი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს

1. სამხედრო მოსამსახურენი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს სამხედრო სამსახურს გადიან არსებული სამართლებრივი აქტების შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით :

) ჩერდება განსაკუთრებულ განკარგულებამდე ყველა სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა ;

) წყდება ყველა სახის შვებულებები (გარდა შვებულებისა ავადმყოფობის , ორსულობისა და მშობიარობის გამო ). შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები ვალდებული არიან სასწრაფოდ დაუბრუნდნენ სამსახურის გავლის ადგილებს ;

) მობილიზაციის გამოცხადებისთანავე რეზერვში მყოფი მოქალაქენი ვალდებული არიან დაუყოვნებლივ გამოცხადნენ სამობილიზაციო მიწერილობის თანახმად სამხედრო კომისარიატში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით .

2. სამხედრო მოსამსახურეები , რომლებიც შვებულებიდან ან მივლინებიდან არასაპატიო მიზეზით დროულად არ დაბრუნდებიან სამსახურში , რეზერვისტები , რომლებიც თავს აარიდებენ მობილიზაციის დროს სამხედრო კომისარიატებში გამოცხადებას , პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .

3. საქართველოს სამხედრო ძალების ოფიცრებით დაკომპლექტება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ხორციელდება :

) სამხედრო სამსახურში გაწვეული ოფიცრებით ;

) სამხედრო მოსამსახურეებით , რომლებმაც დაამთავრეს სამხედრო სასწავლებლები და მიიღეს ოფიცრის წოდება ;

) სამხედრო სამსახურში გაწვეული ქალებით , რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამხედრო სპეციალობის მონათესავე უმაღლესი სამოქალაქო ან საშუალო სპეციალური განათლება და მიენიჭათ ოფიცრის წოდება .

4. ოფიცერთა შემადგენლობაში შემავალი პირების ატესტაცია საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ხდება მათი უშუალო მეთაურების მიერ , აგრეთვე ზემდგომი მეთაურების მოთხოვნით . ატესტაციას საატესტაციო კომისიის განხილვის გარეშე ამტკიცებს ატესტაციაზე ხელისმომწერი პირის პირდაპირი უფროსი , მაგრამ არანაკლებ ცალკე ბატალიონის ან ბრიგადის მეთაურისა და მათთან გათანაბრებული პირისა .

5. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეებს შეიძლება მიეცეთ მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ვადით , მგზავრობისათვის საჭირო დროის ჩაუთვლელად . შვებულების მიცემის უფლება აქვთ პირდაპირ უფროსებს , არანაკლებ ბრიგადის მეთაურებისა და უფრო ზევით მდგომი პირებისა .

6. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა გრძელდება სამკურნალო დაწესებულებებში . განსაკუთრებულ შემთხვევებში , სამხედრო -სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე , სამხედრო ნაწილის მეთაურს უფლება აქვს სამხედრო მოსამსახურეს მისცეს შვებულება 30 დღის ვადით , რომლის გასვლის შემდეგ სამხედრო -სამედიცინო კომისიის დასკვნით შვებულება შეიძლება გაუგრძელოს ამავე ვადით , ხოლო გარკვეული სამედიცინო მაჩვენებლების არსებობისას შვებულება შეიძლება გაუგრძელდეს კიდევ ერთხელ . ავადმყოფობის გამო შვებულების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს . ამ ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო -სამედიცინო კომისიას გამოაქვს დასკვნა სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის შესახებ .

7. სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ ცნობილი არიან სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნებიან ავადმყოფობის გამო სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით. ის პირები, რომლებიც უვარგისი არიან სამხედრო სამსახურისათვის და ექვემდებარებიან გადამოწმებას 6 ან 12 თვის გასვლის შემდეგ, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნებიან რეზერვში ავადმყოფობის გამო.

თავი XII

ზღვრულ ასაკს მიღწეულ სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სამსახურის გავლის თავისებურებანი

1. ზღვრულ ასაკს მიღწეულ საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის რიგითებს (მატროსებს), სერჟანტებსა და ზემდეგებს (მიჩმანებს) 5 წლამდე ვადით სამხედრო სამსახურს ერთჯერ უგრძელებენ ჯარების სახეობათა (გვარეობათა) სარდლები (უფროსები) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან სხვა სამხედრო უწყების ხელმძღვანელის თანხმობით.

2. ზღვრულ ასაკს მიღწეულ, მათ შორის საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის ოფიცერს ვიცე-პოლკოვნიკის (მეორე რანგის კაპიტნის) ჩათვლით 5 წლამდე ვადით ერთჯერ სამხედრო სამსახურს უგრძელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ან სხვა სამხედრო უწყების ხელმძღვანელი.

3. ზღვრულ ასაკს მიღწეულ, მათ შორის საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის პოლკოვნიკს (I რანგის კაპიტანს) და გენერალს (ადმირალს) 5 წლამდე ვადით ერთჯერ სამხედრო სამსახურს უგრძელებს საქართველოს პრეზიდენტი – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი შესაბამისი დაწესებულების (უწყების) ხელმძღვანელის მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოში შეტანილი წარდგინების საფუძველზე.

4. შესაბამისი სამხედრო სპეციალობისა და სათანადო გამოცდილების მქონე ოფიცერთა ნაკლებობის გამო, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს შეუძლიათ აღნიშნული კატეგორიის ოფიცრების მომზადებაზე შეარჩიონ და გამონაკლისის წესით დანიშნონ ოფიცერთა თანამდებობაზე ხელშეკრულების საფუძველზე, 2 წლამდე ვადით, სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს გადაცილებული მაღალკვალიფიციური ოფიცრები, რომლებსაც სამეთაურო ან საშტაბო თანამდებობებზე პრაქტიკული მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ.

აღნიშნული კატეგორიის ოფიცრები ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურისას მიიღებენ მხოლოდ თანამდებობრივ და სამხედრო წოდების ფულად სარგოებს, ამასთანავე ისინი იღებენ კუთვნილ პენსიას.

30. 16/10/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 815 - ვებგვერდი, 17/10/2013 29. 08/02/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 76 - ვებგვერდი, 11/02/2013 28. 05/12/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 1085 - ვებგვერდი, 05/12/2012 27. 10/09/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 798 - ვებგვერდი, 10/09/2012 26. 17/08/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 727 - ვებგვერდი, 20/08/2012 25. 02/02/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 78 - ვებგვერდი, 03/02/2012 24. 28/12/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 865 - ვებგვერდი, 111228035, 28/12/2011 23. 05/12/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 789 - ვებგვერდი, 111205046, 05/12/2011 22. 31/10/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 675 - ვებგვერდი, 111101005, 01/11/2011 21. 28/07/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 417 - ვებგვერდი, 110729024, 29/07/2011 20. 13/04/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 204 - ვებგვერდი, 110414014, 15/04/2011 19. 10/02/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 68 - ვებგვერდი, 110211, 11/02/2011 18. 04/11/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 891 - სსმ, 144, 08/11/2010 17. 19/08/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 658 - სსმ, 101, 20/08/2010 16. 14/07/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 501 - სსმ, 85, 14/07/2010 15. 15/03/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 165 - სსმ, 29, 17/03/2010 14. 11/01/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 15 - სსმ, 3, 12/01/2010 13. 26/11/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 862 - სსმ, 146, 27/11/2009 12. 22/06/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 341 - სსმ, 76, 22/06/2009 11. 16/04/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 190 - სსმ, 48, 21/04/2009 10. 06/04/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 174 - სსმ, 45, 10/04/2009 9. 23/02/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 67 - სსმ, 21, 25/02/2009 8. 05/02/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 48 - სსმ, 14, 06/02/2009 7. 02/11/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 530 - სსმ, 158, 03/11/2008 6. 11/09/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 445 - სსმ, 135, 12/09/2008 5. 15/07/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 366 - სსმ, 101, 16/07/2008 4. 18/04/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 203 - სსმ, 60, 21/04/2008 3. 06/03/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 117 - სსმ, 36, 07/03/2008 2. 24/09/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 541 - სსმ, 136, 28/09/2007 1. 23/08/1999 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 504 - სსმ, 41(48), 31/08/1999