დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 11/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 12/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №15
2010 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998წ., №3, მუხ.73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) X1 თავის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,1. სამხედრო მოსამსახურის ატესტაცია არის სამხედრო მოსამსახურის პროფესიული უნარებისა და ჩვევების, კვალიფიკაციის (განათლება და გამოცდილება), გაწეული პროფესიული საქმიანობისა და ფსიქოლოგიური/ინტელექტუალური შესაძლებლობების თანამდებობრივ და/ან წოდებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. თანამდებობრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო წოდებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“;
ბ) X1 თავის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,20. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მოახსენებს მინისტრს. საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, ატესტაციის დასრულებიდან არა უგვიანეს 6 თვის განმავლობაში მინისტრს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება:
ა) ამ თავის მე-15 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის დაწინაურების შესახებ;
ბ) ამ თავის მე-15 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
ბ.ა) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ; ან
ბ.ბ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითების ან/და სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი დაქვეითების შესახებ“.;
გ) XV თავის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით თანამდებობაზე დროებით არყოფნისას ან ვაკანტურ სამხედრო თანამდებობაზე, ამ თანამდებობის მოვალეობანი შეიძლება დაეკისროს სხვა სამხედრო მოსამსახურეს. მას მიეცემა არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტური თანამდებობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურება, თუ ეს უკანასკნელი აღემატება მის ანაზღაურებას. ამასთან სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნული/მივლინებულია დროებით შტატზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დროებით შტატზე ყოფნის პერიოდში ანაზღაურება მიეცემა ძირითადი საშტატო კატეგორიისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობით.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები