დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 190 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/04/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 21/04/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №190
2009 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) XIV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამხედრო ქვედანაყოფებში და ამავე აქტით განსაზღვრულ დროის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს ვალდებულება 3 დღე-ღამეში ერთხელ, 24 საათით გამოცხადდეს სამხედრო ნაწილში სამხედრო ვალდებულების შესასრულებლად.“.
ბ) XIV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები:
„10. პირი სამხედრო სამსახურში გაიწვევა და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება შემდეგი თანამდებობის პირების მიერ:
ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ (გარდა გაწვევისა);
ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის მოსამსახურე (გარდა უმაღლესი ოფიცრის გაწვევის/დათხოვნისა და პოლკოვნიკის გაწვევისა) – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ;
გ) უმაღლესი ოფიცრის გაწვევა/დათხოვნა და პოლკოვნიკის გაწვევა – საქართველოს პრეზიდენტის მიერ.
11. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის ბრძანებით ხორციელდება:
ა) სამხედრო მოსამსახურის სხვა თანამდებობაზე (გარდა იმ თანამდებობებისა, რომელზეც დანიშვნა/გათავისუფლების უფლება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს) გადაადგილება (დანიშვნა/გათავისუფლება, დაწინაურება/დაქვეითება);
ბ) სამხედრო მოსამსახურის (მათ შორის იმ თანამდებობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურისა, რომლის დანიშვნა/გათავისუფლების უფლება გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს) თანამდებობაზე დროებით არყოფნისას მისი მოვალეობების სხვა სამხედრო მოსამსახურეზე დაკისრება, გარდა ამ თავის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
12. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას გაერთიანებული შტაბის უფროსის დავალებით ასრულებს გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“;
გ) დებულების XV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 და 103 პუნქტები:
„102. მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნება აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან მეორე დღეს. თუ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ სამხედრო მოსამსახურე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იგი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი იქნება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან.
103. მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის მიმართ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების შემდეგ.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები