დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 366 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 15/07/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 16/07/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08.002.004 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №366
2008 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და დებულების I თავს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნისა და აღმშენებლობის კუთხით მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით წესდება ღირსშესანიშნავი დღეები.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები