„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/09/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 135, 12/09/2008
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004
  • Word
445
11/09/2008
სსმ, 135, 12/09/2008
120.340.000.08.002.004
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №445

2008 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და დებულების XV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე სამსახურებრივი გადაადგილებისას სხვა თანამდებობის დაკავებამდე (შეთავაზებამდე) თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში. შეთავაზებული თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოსამსახურე დაითხოვება სამხედრო სამსახურიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვისთანავე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი