,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 120340000.08.002.016429
  • Word
78
02/02/2012
ვებგვერდი, 03/02/2012
120340000.08.002.016429
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №78

2012 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და XVI თავის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტს დაემატოს ,,ა.გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ ფინანსური პასუხისმგებლობა წარმოქმნილია 2012 წლის 1 იანვრამდე და არ არის გადახდილი ან გადახდევინებული იძულებითი აღსრულების წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ) ამ თავის მე-2 პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის – ჯარიმის, პირგასამტეხლოს, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის (გარდა დანაშაულით ან განზრახი მოქმედებით მიყენებული ზიანისა), სამინისტროს მიერ მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხის კომპენსაციის ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი