,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 658
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 101, 20/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
658
19/08/2010
სსმ, 101, 20/08/2010
000000000.00.000.000000
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 658

2010 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და XV თავის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით თანამდებობაზე დროებით არყოფნისას ან ვაკანტურ სამხედრო თანამდებობაზე, ამ თანამდებობისათვის დადგენილი მოვალეობანი შეიძლება დაეკისროს სხვა სამხედრო მოსამსახურეს. აღნიშნული მოვალეობების საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მიერ დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს მიეცემა არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტური თანამდებობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურება, თუ ეს უკანასკნელი აღემატება მის ანაზღაურებას. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დანიშნული/მივლინებულია დროებით შტატზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დროებით შტატზე ყოფნის პერიოდში ანაზღაურება მიეცემა ძირითადი საშტატო კატეგორიისათვის განსაზღვრული ანაზღაურების ოდენობით“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 მ. სააკაშვილი