,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 18/04/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 60, 21/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004
  • Word
203
18/04/2008
სსმ, 60, 21/04/2008
120.340.000.08.002.004
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №203

2008 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატებები და დებულებას დაემატოს XV თავი შემდეგი რედაქციით:

„თავი XV

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა) გავლის ზოგიერთი თავისებურებანი

1. სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა ხორციელდება სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვ-რული თანამდებობის გაუქმებისას). სამხედრო მოსამსახურე კადრების განკარგულებაში გადაიყვანება იმ თანამდებობის პირის მიერ, რომლის უფლებამოსილებასაც წარმოადგენს შესაბამისი საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობის დამტკიცება ან გაუქმება.

2. სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო დასათხოვი სამხედრო მოსამსახურე იგზავნება სამხედრო-საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად. ზღვრული ასაკის მიღწევის ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დასათხოვი ან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურე იგზავნება სამხედრო-საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად მისი მოთხოვნის შემთხვევაში.

3. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას სამხედრო მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

4. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამხედრო სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის შესახებ.

5. სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან ავადმყოფობის გამო დათხოვნა არ საჭიროებს მოსამსახურის გაფრთხილებას შესაძლო დათხოვნის შესახებ.

6. სამხედრო სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო ან რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურეს არ უსარგებლია ყოველწლიური კუთვნილი შვებულებით, მას მიეცემა მიმდინარე წლის კუთვნილი შვებულების (გამოუყენებელი ნაწილის) ანაზღაურება.

7. კადრების განკარგულებაში ყოფნისას სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობის შესრულება არა უმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებით მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა აღნიშნული თანამდებობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურება.

8. სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით თანამდებობაზე დროებით არყოფნისას, მისი მოვალეობანი შეიძლება დაეკისროს სხვა სამხედრო მოსამსახურეს. მას მიეცემა არმყოფი მოსამსახურის თანამდებობისათვის კანონ-მდებლობით გათვალისწინებული ანაზღაურება, თუ ეს უკანასკნელი აღემატება მის ანაზღაურებას.

9. სამხედრო მოსამსახურის შვებულებაში, მივლინებაში ან სხვა კანონიერი საფუძვლით თანამდებობაზე დროებით არყოფნისას, დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობაზე შეიძლება დანიშნულ ან გაწვეულ იყოს სხვა პირი, რომელიც სამხედრო სამსახურში მიიღება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით.

10. ნებისმიერი სახის შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნის დროს ან სხვა კანონიერი საფუძვლით თანამდებობაზე დროებით არყოფნისას სამხედრო მოსამსახურის მიერ დაკავებული შტატის შემცირების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე ითვლება კადრების განკარგულებაში გადაყვანილად დროებით არ-ყოფნის საფუძვლის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში მას შეეთავაზება შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა. შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის ან შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს, რის შესახებაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას. შეთავაზებაზე თანხმობის გამოხატვის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე ინიშნება ვაკანტურ თანამდებობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის დღიდან.

11. სამხედრო სამსახურში შეიძლება გაწვეულ იქნეს პირი, რომელიც ნასამართლევია სისხლის სამართლის ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

12. სამხედრო სამსახურში არ მიიღება პირი, რომელიც ნასამართლევია სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, თუ მას გაქარწყლებული ან მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი