,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 541
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 136, 28/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004
  • Word
541
24/09/2007
სსმ, 136, 28/09/2007
120.340.000.08.002.004
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №541

2007 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IV

სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურის რეზერვში ჩარიცხვა“;

ბ) IV თავის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხდება ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს მიეცემათ სათანადო დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხდება მათი აღრიცხვაზე აყვანა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“;

გ) მე-IV თავის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის გაწვევით, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ვადამდე ითხოვენ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის წარმოქმნისას. ამასთან, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:

ა) თუ სამხედრო მოსამსახურის მიმართ გამოიყენეს არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიება (მათ შორის სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა) და/ან გამოიყენეს არასაპატიმრო სასჯელი (გარდა განსაკუთრებით მძიმე, ან მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისა) სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურე დადგენილი ვადით აგრძელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს;

ბ) თუ სამხედრო მოსამსახურეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება და საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ:

ბ.ა.) სამხედრო მოსამსახურეს შეეფარდა არასაპატიმრო სასჯელი (გარდა განსაკუთრებით მძიმე, ან მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის შეფარდებისა), სამხედრო მოსამსახურე აგრძელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ამასთან პატიმრობის პერიოდი სამხედრო ვალდებულების მოხდის პერიოდში არ ჩაითვლება;

ბ.ბ.) სამხედრო მოსამსახურის მიმართ სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, სამხედრო მოსამსახურე აგრძელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ამასთან პატიმრობის პერიოდი ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების მოხდის პერიოდში;

გ) თუ სამხედრო მოსამსახურეს შეეფარდა სასჯელი მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ვადამდე იქნება დათხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე“;

დ) V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი V

სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა

1. სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და საერთო-საჯარისო წესდებებით.

2. წვევამდელი, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე ან 30-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლებას, ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას (გარდა ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა), გამოთქვამს სურვილს, ნებაყოფლობით მოიხადოს სამხედრო ვალდებულება და გაწვეული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურში, სამხედრო სამსახურს გაივლის კანონით დადგენილი სრული ვადით. თუ ასეთ სამხედრო მოსამსახურეს კვლავ წარმოექმნება სამხედრო სამსახურის გადავადების კანონით დადგენილი სხვა საფუძველი, სამხედრო მოსამსახურე, მისი სურვილის შემთხვევაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ვადამდე იქნება დათხოვნილი რეზერვში ჩარიცხვით.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი